Amvilab - ამვილაბი თუთია 50 მგ

განსაკუთრებული ფასი 17,40 GEL რეგულარული ფასი 34,80 GEL
მარაგშია
SKU
65745_1477
თუთიის დეფიციტი იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა (კომპლექსურ თერაპიაში), ორგანიზმის საერთო გადაღლა, დაცვა სეზონური ინფექციებისგან, ხშირი ავადობა, ასთენიური სინდრომი

ამვილაბი/თუთია 50 მგ

 

თუთია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში მინდინარე მრავალ ფიზიოლოგიურ პროცესებში, კერძოდ: უჯრედების დაყოფის, შენების, აღდგენისა და დაცვის პროცესში, მნიშვნელოვანია ჰორმონების წარმოქმნაში, მონაწილეობს ცილების, ნახშირწყლების, ფერმენტების, ჰემოგლობინის, ინსულინის, დნმ-ის, რნმ-ის სინთეზში. თუთია უძლიერესი ანტიოქსიდანტია, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისაგან. მნიშვნელოვანი მიკროელემენტია იმუნური, ნერვული, ენდოკრინული, რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

თუთია ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისადმი. თუთია უმნიშვნელოვანესია იმუნური სისტემის ყველა რგოლის გამართული მუშაობისთვის, უზრუნველყოფს მაკროფაგების, T და B ლიმფოციტების აქტივობას. კვლევებით დადასტურებულია, რომ თუთიის მიღება ამაღლებს იმუნიტეტს ვირუსული ინფექციების მიმართ, რადგან მისი უჯრედშიდა კონცენტრაცია ამცირებს ვირუსის რეპლიკაციას (აფერხებს ვირუსის გამრავლებას მასპინძელ ორგანიზმში) გარდა ამისა ამცირებს დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლივობას და კლინიკური ნიშნების გამოვლინებას.

თუთია მონაწილეობს კანის, თმის, ფრჩხილის, ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურის აღდგენა-გაჯანსაღებაში. ასტიმულირებს კოლაგენის, ელასტინის სინთეზს, უჯრედების ჰიდრატაციას და რეგენერაციას. ხელს უშლის ნაოჭების განვითარებას, ანელებს დაბერების პროცესს. ეფექტურია აკნეს, გამონაყარის, პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ, ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას.

თუთია აუცილებელია ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. იგი შედის გონადოტროფული ჰორმონების შემადგენლობაში, ასტიმულირებს ქალისა და მამაქაცის სასქესო ჰორმონების გამომუშავებას, მონაწილეობს ესტროგენების, პროგესტერონის სინთეზში. მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ტესტოსტერონის სეკრეციის აღდგენაში. აუცილებელი მიკროელემენტია სპერმატოზოიდების წარმოქმნის, მომწიფებისა და აქტივაციისთვის, პროსტატის ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მისი ნაკლებობა ორსულობის დროს ზრდის თვითნებური აბორტის, ნაადრევი მშობიარობის განვითარების რისკს, ხოლო მამაკაცებში თუთიის დეფიციტი ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია მამაკაცთა უნაყოფობასთან.

თუთია ხელს უწყობს ელექტროლიტებისა და წყლის რეაბსორბციას და იცავს ორგანიზმს დიარეის განვითარებისაგან.

თუთია მნიშვნელოვანია თვალის ჯანმრთელობისა და მხედველობისათვის, აძლიერებს მხედველობის სიმახვილეს, აუმჯობესებს ბადურის ტროფიკას და მნიშვნელოვნად აფერხებს ასაკობრივი დეგენერაციის განვითარებას, ხელს უწყობს მხედველობისათვის აუცილებელი ვიტამინების ათვისებას. იცავს ბადურას და თვალს გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისაგან

თუთია აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს თავის ტვინში, იცავს ტვინის უჯრედებს მავნე ზემოქმედებისაგან, ასტიმულირებს სეროტონინის (ბედნიერების ჰორმონი) გამომუშავებას, აუმჯობესებს გუნება - განწყობილებას, მეხსიერებისა და აზროვნების ფუნქციებს, ხსნის ქრონიკული დაღლილობის სინდრომს.

თუთია მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მონაწილეობს კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონის ინსულინის სინთეზში. თუთიის მიღება ამცირებს შაქრის დონეს სისხლში და დიაბეტის გართულებების რისკს.

კვლევებით დადგენილია, რომ თუთიის მიღება 17-20%-ით ამცირებს კოლორექტალური კიბოს განვითარების რისკს.

თუთიის სინთეზი ორგანიზმში არ ხორციელდება, ამიტომ აუცილებელია მისი მიღება საკვების ან საკვები დანამატის სახით. განსაკუთრებით თუთიის მიღებაზე მოთხოვნილება იზრდება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, მოზარდებსა და ვეგეტარიანელებში.

თუთიის დეფიციტის ნიშნებია: ზრდაში ჩამორჩენა, ყნოსვისა და მადის დაქვეითება, ხშირი სტომატიტი, იმუნიტეტის დაქვეითება, გუნება განწყობილების გაუარესება, დეპრესია, მეხსიერების გაუარესება, შრომისუნარიანობის დაქვეითება, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, აკნე, გამონაყარი, ჭრილობების შეხორცების შენელება, ქათმის სიბრმავე და სხ.

თუთიის დეფიციტი დაკავშირებულია ორგანიზმში მისი არასაკმარისი მიღებით (არაბალანსირებული, არასწორი კვება), ასევე ნაწლავებიდან თუთიის შეწოვის დარღვევებით (კუჭ-ნაწლავის დაავადებები) და მისი ჭარბი გამოყოფით (ალკოჰოლიზმი, დიარეა, საფაღარათო საშუალებები, თიაზიდური შარდმდენები და სხვა მედიკამენტების მიღება).

ჩვენება:

  • თუთიის დეფიციტი
  • იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციური დაავადებების   პროფილაქტიკა და მკურნალობა (კომპლექსურ თერაპიაში), ორგანიზმის საერთო გადაღლა, დაცვა სეზონური ინფექციებისგან, ხშირი ავადობა, ასთენიური სინდრომი
  • აღდგენითი პერიოდი ხანგრძლივი ან/და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდგომ პერიოდში
  • მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა
  • არაბალანსირებული, არასრულფასოვანი კვება
  • თმის ცვენა (დიფუზური ან კეროვანი ალოპეცია), ატოპიური დერმატიტი, გამონაყარი კანზე, აკნე, ფსორიაზი, სებორეა, თმის და ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანება (მტვრევადობა, აშრევება)
  • მხედველობის დაქვეითება, რეტინოპათია, ქათმის სიბრმავე, კატარაქტა
  • მწვავე და გახანგრძლივებული დიარეა, ელექტროლიტების ჭარბი რაოდენობით დანაკარგი (ქრონიკული დიარეა)
  • ვილსონის დაავადება
  • მალაბსორბციის სინდრომი
  • ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომისა და ნიკოტინური დამოკიდებულების დროს კომპლექსურ თერაპიაში
  • ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის დაავადებები (პროსტატის ადენომა, პროსტატიტი, იმპოტენცია, უნაყოფობა, სპერმატოგენეზის დარღვევა)
  • შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და ტიპი 2, ინსულინრეზისტენტობა
  • საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის დაავადებები ( ოსტეოქონდროზი, ოსტეოპოროზი, ართრიტი, ოასტეართროზი, მოტეხილობები, ჭრილობები)
  • რევმატოიდული და ფსორიაზული ართრიტი

შემადგენლობა: თუთია (ოქსიდი/ციტრატი) - 50 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: დიკალციუმის ფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული სტეარინის მჟავა, სილიციუმის დიოქსიდი.

დოზირება: მიიღება 1 ტაბლეტი დღეში 1- ჯერ კვების დროს ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

გაფრთხილება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: # 30 ტაბლეტი

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy