მელაქსამინი კაფს. N30

განსაკუთრებული ფასი 24,41 GEL რეგულარული ფასი 33,90 GEL
მარაგშია
SKU
55136_2273
მელაქსამინი რეკომენდირებულია, როგორც დიეტური დამატება კვებით რაციონზე, პროფილაქტიკის მიზნით შემდეგი მდგომარეობებისას: გაძნელებული ჩაძინება; ღამით ხშირი გაღვიძება და ძილის ცირკადული რითმის დარღვევა; საათობრივი სარტყლის ცვლილებები- ადაპტაციის მიზნით; სტრესული მდგომარეობები ; ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დაზიანებები, მათ შორის კლიმაქტერული პერიოდი.

მელაქსამინი

Melaxamin

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: მელატონინი 3 მგ, L-გლიცინი 400 მგ;

დამხმარე ნივთიერება: მაგნიუმის სტეარატი

 

გამოყენების ჩვენება:

მელატონინის ძირითადი თვისებაა ძილის რეგულაცია. იგი  წარმოადგენს ეპიფიზის  ჰორმონს, რომელიც აწესრიგებს ცირკადულ რითმებს.  მას შეუძლია შეცვალოს უარყოფითი ემოციური მდგომარეობა, შეამციროს სხვადასხვა სტრესით გამოწვეული შფოთვა. ჰორმონი ასტაბილურებს ენდოკრინული სისტემის მოქმედებას სტრესისას და ხელს უშლის სტრესული ადრენალური ჰიპერკორტიციზმის განვითარებას. მელატონინი ხელს უწყობს იმუნოლოგიური მაჩვენებლების ნორმალიზებას ხანგრძლივი სტრესის ფონზე განვითარებული სტრესული იმუნოდეფიციტის დროს.  მისი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა ანტიოქსიდანტური აქტივობა, რომლის მექანიზმი ვლინდება თავისუფალი რადიკალების შებოჭვაში, მათ შორის ეგზოგენური კანცეროგენების. მელატონინს შეუძლია გაააქტიუროს გლუტატიონპეროქსიდაზა- ორგანიზმის დაცვის ფაქტორი, რითაც იცავს ორგანიზმს თავისუფალ-რადიკალური დაზიანებისგან. მელატონინის ანტიოქსიდანტური მოქმედება ძირითადად მიმართულია დნმ-ის დაცვისკენ.

გლიცინი წარმოადგენს მწვავე ცერებრალური იშემიის მექანიზმში დამამუხრუჭებელ ნეიროტრანსმიტერს,  მას აქვს უნარი შებოჭოს იშემიის პროცესში  წარმოქმნილი დაბალმოლეკულური ტოქსიური პროდუქტები (ალდეჰიდები, კეტონები), უზრუნველყობს ცნს-ში დამცველობით ფუნქციებს, ამცირებს ნერვულ დაძაბულობას და გაღიზიანებადობას, ზრდის გონებრივ შრომისუნარიანობას. მისი ანტისტრესული მოქმედება  ვლინდება  ადრენალინისა და ნორადრენალინის გამოყოფის დათრგუნვაში. იგი წმენდს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან. გლიცინის მოქმედებით უმჯობესდება გუნება-განწყობა და შრომისუნარიანობა, რაც დადებითად აისახება ადამიანის ადაპტაციაზე ოჯახსა და სამსახურში. ის აადვილებს ჩაძინების პროცესს და აღადგენს ძილს, ხელს უშლის ნევროზების შედეგების ზემოქმედებას ცნს-ზე, შინაგან ორგანოებსა და სისხლძარღვებზე (ამცირებს: არტერიული წნევის ცვალებადობას; კარდიონევროზებისას ტკივილს გულის არეში; კლიმაქსისას სახეზე სისხლის მიდინებას).

მელაქსამინი რეკომენდირებულია, როგორც დიეტური დამატება კვებით რაციონზე, პროფილაქტიკის მიზნით შემდეგი მდგომარეობებისას:

  • გაძნელებული ჩაძინება;
  • ღამით ხშირი გაღვიძება და ძილის ცირკადული რითმის დარღვევა;
  • საათობრივი სარტყლის ცვლილებები- ადაპტაციის მიზნით;
  • სტრესული მდგომარეობები ;
  • ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დაზიანებები, მათ შორის კლიმაქტერული პერიოდი.

 

უკუჩვენება:

პრეპარატის შემადგენელი კომპონენეტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

ორსულობა და ძუძუთი კვება.

 

გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი:

1-2 კაფსულა დღეში, დაძინებამდე 30 წუთით ადრე. კაფსულა მიიღება მთლიანად ½ ჭიქა წყლის მიყოლებით.  გამოყენების წინ აუცილებელია ექიმის რეკომენდაცია.

 

გვერდითი მოვლენები:

შესაძლოა ალერგიული რეაქციები.

 

შენახვის პირობები:

ინახება ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას  25 °С ტემპერატურაზე, არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ  ადგილას.

ბიოლოგიურად აქტიური დანამატია, არ მიეკუთვნება სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ელემენტებს.

 

შენახვის ვადა:  3 წელი

 

კვებითი და ენერგეტიკული ღირებულება (კალორიულობა) 100 გრ-ზე:

ცილები-0,25გრ;  ნახშირწყლები-0,41გრ;  ცხიმები-0,25გრ;  7,2 კკალ/30,0კჯ

 

1 კაფსულის წონა: 504მგ  ±  7,5%

 

გამოშვების ფორმა:

15 კაფსულა  ბლისტერზე, 2 ბლისტერი მუყაოს შეფუთვაში

 

მწარმოებელი:

Grand Medical Poland Sp. Zo.o. Michaela Faradaya 2,

03-233 Warsaw, Poland Tel.: +48 22 675 24 18

Grand Medical Group AG -ისთვის,  Switzerland.

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy