ბიოლექტრა Mg ლიმონი 20 პაკეტი

განსაკუთრებული ფასი 21,90 GEL რეგულარული ფასი 25,77 GEL
მარაგშია
SKU
54937_1558

ჩვენება: ნერვული სისტემის და ფსიქიკის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, დაღლილობისა და სისუსტის შესამცირებლად.

ბიოლექტრა მაგნეზიუმ 300 მგ. დირექტი ლიმონი

(Biolectra ® Magnesium 300 mg Direct Lemon)

დიეტური დანამატი, რომლის ერთ პაკეტში შეიცავს 300 მგ. მაგნიუმს

მაგნიუმი მნიშვნეოვან როლს ასრულებსორგანიზმში:

მაგნიუმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალია ადამიანის ორგანიზმში, რომელიც აწესრიგებს კუნთოვანი, ნერვული, საყრდენ - მამოძრავებელი სისტემების ფუნქციებს და ხელს უწყობს ემოციურ-ფსიქიკური სტაბილურობის შენარჩუნებას. იგი ააქტივებს 300-ზე მეტ ფერმენტს და მონაწილეობს მრავლობით სასიცოცხლო მნიშვნელობის მეტაბოლურ პროცესში.

მაგნიუმს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, კერძოდ:

- კუნთების ნორმალურ მუშაობისთვის;

- ნერვული სისტემის და ფსიქიკის ნორმალური ფუნქციონირებისთვის;

- დაღლილობისა და სისუსტის შესამცირებლად;

- ჯანმრთელი ძვლებისა და კბილების შესანარჩუნებლად;

- ნორმალური ენერგეტიკული ცვლისა და ელექტროლიტური ბალანსის შესანარჩუნებლად.

რა რაოდენობის მაგნიუმი გვჭირდება დღეში?

25 წელზე მეტი ასაკის მოზრდილებს დღეში ესაჭიროება 300 მგ-დან 350 მგ-მდე მაგნიუმი. განსაკუთრებით იზრდება მაგნიუმზე მოთხოვნა მოზარდებში, ახალგაზრდებში, ორსულებსა და მეძუძურ დედებში, ასევე, მაგნიუმზე მაღალია მოთხოვნა ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის, სპორტული ვარჯიშების დროს, ასევე მძიმე გონებრივი ან ფიზიკური შრომით დაკავებულ პირებში. იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსებული და მრავალფეროვანი დიეტა ვერ ავსებს მაგნიუმის სადღეღამისო მოთხოვნას მიზანშეწონილია გარკვეულ ცხოვრებისეულ გარემოებებში მაგნიუმის შემცველი ბიოლოგიურად აქტიური დანამატის გამოყენება.

მაგნიუმის დამატებითი თანამედროვე წყარო:

ბიოელექტრა მაგნეზიუმ 300 მგ. დირექტი ლიმონი მაგნიუმის შემცველი თანამედროვე და პრაქტიკული დიეტური დანამატია, რომლის მეშვებით ადვილად შეიძლება ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტის კომპენსირება. მიკროგრანულების, ანუ პატარა ზომის ბურთულების სახით წარმოდგენილი, სამკურნალო ფორმის გამო, ბიოელექტრა მაგნეზიუმ 300 მგ. დირექტი ლიმონის მიღება შესაძლებელია სითხის მიყოლების გარეშე. დღეში ერთი პაკეტის მიღება საკმარისია, რათა უზღუნველყოთ მაგნიუმის სადღეღამისო დოზა, რომელიც შეადგენს 300 მგ-ს* და რომელიც რეკომენდებულია კვების გერმანული საზოგადოების მიერ.

ბიოელექტრა მაგნეზიუმ 300 მგ. დირექტი ლიმონი განსაკუთრებით მიზანშეწონილია იმ პირებისათვის, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ, ხშირად დადიან მივლინებებში ან აქტიურად არიან დაკავებული სპორტით. ასე რომ გზაში ან ვარჯიშზე ყოფნისას თქვენ არ დაგჭირდებათ ხელთ იქონიოთ ჭიქა წყალი.

* კვების გერმანული საზოგადოების მიერ რეკომენდებული მაგნიუმის

სადღეღამისო დოზა 25 წელზე მეტი ასაკის ქალებისათვის:

მაგნიუმის მოთხოვნა

მგ./დღეში

მამრ. მდედრ.

ბავშვები

     

1 წლიდან 4 წლამდე

4 წლიდან 7 წლამდე

7 წლიდან 10 წლამდე

10 წლიდან 13 წლამდე

13 წლიდან 15 წლამდე

230

80

120

170

310

250

მოზარდები და მოზრდილები

     

15 წლიდან 19 წლამდე

19 წლიდან 25 წლამდე

25 წლიდან 65 წლამდე და მეტი ასაკი

400

400

350

 

350

310

300

ორსული ქალები

     

19 წლამდე

19 წელზე მეტი ასაკი

   

350

310

მეძუძური დედები

   

390

კვების გერმანული საზოგადოების მიერ რეკომენდებული მაგნიუმის დოზა მითითებულია D_A_CH-ის ერთეულებში „საკვები ნივთიერებების მოხმარების რეფერენტული მნიშვნელობები“2015 წ.

მწარმოებელი კომპანია: ჰერმესი (HERMES)

გამოყენების რეკომენდაციები:

ერთი პაკეტი მიიღება ერთხელ დღეში. მიკროგრანულები მოათავსეთ ენაზე, დაელოდეთ მათ გადნობას და გადაყლაპეთ. პაკეტის გახსნა რეკომენდებულია ისრის მიმართულებით.

განსაკუთრებული მითითებები:

დიეტური დანამატები არ ცვლიან დაბალანსებულ და მრავალფეროვან დიეტას და ჯანსაღი ცხოვრების წესს.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.

ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე. იგი შეიცავს ფენილალანინს, რაც ჭარბი გამოყენებისას საფაღარათო ეფექტს იწვევს.

შემადგენლობა:

მაგნიუმის ოქსიდი, დამამჟავებელი აგენტები (ნატრიუმის ციტრატი,ლიმონმჟავა), დამატკბობელი აგენტები (სორბიტოლი, ასპარტამი, ნატრიუმის ციკლამატი), შემასქელებელი (კარბოქსიმეთილცელულოზა), არომატიზატორი, სტაბილიზატორი (ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები)

კვებითი ღირებულების მონაცემები

ერთ პაკეტში

ყოველდღიური მოთხოვნილების % *

მაგნიუმი

300 მგ.

80 %

* კვებითი ღირებულების აღნიშვნის შესაბამისად

გამოშვების ფორმა:

20 პაკეტი

გემოს თავისებურება:

ლიმონის არომატით

რეალიზაცია ხდება მხოლოდ სააფთიაქო ქსელის მეშვეობით.­

მეტი ინფორაცია
Units20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy