სერიქსი (SER-X) 60 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 29,36 GEL რეგულარული ფასი 31,23 GEL
მარაგშია
SKU
59594_2634
სერიქსი (SER-X) 60 კაფსულა

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს: კატაბალახას ექსტრაქტი 210 მგ, კრაზანა 35 მგ, სვია  52.5მგ, სამკურნალო ბარამბო 52.5მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სერიქსი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია, მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები დადებითად მოქმედებენ ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე.

კატაბალახა ხასიათდება ფსიქოტროპული, სედაციური, ანტისპაზმური მოქმედებით. ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებას.

კრაზანა, როგორც  ყველაზე ძლიერი  ბუნებრივი ანტიდეპრესანტი,  ამცირებს დეპრესიის გამოვლინებებს. ახასიათებს ზოგადმატონიზირებელი მოქმედება.

სვიის ექსტრაქტი  მოქმედებს, როგორც დამამშვიდებელი საშუალება უძილობისა და ზომიერი დეპრესიების დროს. სვიას ახასიათებს ნეიროტროპული მოქმედება.

ბარამბო იწვევს სედატიურ, ჰიპოტენზიურ, ანტიარითმიულ, სპაზმოლიზურ, ღებინების საწინააღმდეგო ეფექტებს.

სერიქსი ამცირებს დაძაბულობას, შფოთვას, გაღიზიანებადობას, ხელს უწყობს ფსიქიკური წონასწორობისა და  გუნება-განწყობის ამაღლებას. აუმჯობესებს ძილს, მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრაციას. ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას. არეგულირებს გულის მუშაობას.  გამოხატული აქვს სპაზმოლიზური თვისებები.

ჩვენებები:


  • ძილისდარღვევა - უძილობა, რთულად ჩაძინება, ღამე გაღვიძების ეპიზოდები
  • ემოციური დაძაბულობა და სტრესი
  • შფოთვითი და მსუბუქი დეპრესიული აშლილობები
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
  • “მენეჯერის სინდრომი”
  • პრემენსტრუალურიდა  კლიმაქტერული სინდრომი
  • დაძაბვითი ტიპის თავის ტკივილი და შაკიკი

 

უკუჩვენებები:

ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ; ორსულობა და ლაქტაციის  პერიოდი; 16 წლამდე ასაკი.

მიღების წესი და დოზირება:

1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

ძილის დარღვევების დროს: 2 კაფსულა დაძინებამდე 0,5-1 საათით ადრე.

 

აფთიაქში გაცემის წესი:

გაიცემა ურეცეპტოდ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Form1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy