Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი კონსეპტივი ქალებისთვის 30 კაფსულა
ჩვენება:ნაყოფიერების და რეპროდუქციული ფუნქციის ხელშემწყობი ფორმულა, იდეალური ფორმულა ფერტილობის და ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის.
დოპელჰერცი აქტივი კონსეპტივი ქალი
ნაყოფიერების და რეპროდუქციული ფუნქციის ხელშემწყობი ფორმულა
სპეციალური ხაზი
- იდეალური ფორმულა ფერტილობის და ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის
- ვიტამინების, მიკროელემენტების, მცენარეული ექსტრაქტების და ბიოლოგიურად აქტიური საკვები ნივთიერებების ოპტიმალური კომბინაცია
დოპელჰერცი აქტივი კონსეპტივი ქალებისთვის შემუშავებული იქნა ქალების სრულყოფილი რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის.
ფოლის მჟავა აუცილებელია ემბრიონის ნორმალური განვითარებისთვის და ამზადებს ქალს ჯანსაღი ორსულობისთვის, მონაწილეობს პლაცენტის ფორმირებაში, ამცირებს ნაყოფის თანდაყოლილი მანკების განვითარების რისკს.
იოდი + რკინა არეგულირებს ენდოკრინული და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას. იოდის დეფიციტი იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი დონის შენარჩუნება როგორც ნაყოფის, ისე დედის ჯანმრთელობისთვის. რკინა ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებას. იოდი მნიშვნელოვანია ნორმალური ემბრიოგენეზის და ნაყოფის ნევროლოგიური და შემეცნებითი ფუნქციების განვითარებისთვის.
თუთია ხელს უწყობს განაყოფიერებას და რეპროდუქციას.
ვიტამინი B6 არეგულირებს ჰორმონების მოქმედებას.
ვიტამინი B12, D ვიტამინი, რკინა და მაგნიუმი აუცილებელია უჯრედების სწრაფი დაყოფისთვის.
ფოლის მჟავა ინოზიტოლთან კომბინაციაში ხელს უწყობს ოვულაციას, დადებითად მოქმედებს ოოციტების ხარისხზე.
ქოლინი არის ვიტამინი B4, რომელიც ახდენს ცხიმების ცვლის ნორმალიზებას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აქვს დამამშვიდებელი და ანტიდეპრესანტული მოქმედება.
ქოლინს მცირე რაოდენობით გამოიმუშავებს ორგანიზმი, თუმცა, მისი რესურსი შეიძლება სწრაფად ამოიწუროს, რადგან მონაწილეობს ყველა მეტაბოლურ პროცესში, ამიტომ რეკომენდებულია მისი შევსება მიკრონუტრიენტების სახით.
ქოლინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს: ღვიძლის პათოლოგია, კუნთების სისუსტე, მეხსიერების დაქვეითება, ორსულობის პერიოდში ნერვული მილის განვითარების დეფექტი.
ქოლინიმონაწილეობს ფიზიოლოგიურ პროცესებში პრენატალურ პერიოდში. აუმჯობესებს ორსულობის მიმდინარეობას, იცავს ნაყოფს ნერვული და მეტაბოლური დაზიანებისგან.
B ჯგუფის ვიტამინები, რკინა და თუთია მონაწილეობს ჰემოპოეზში.
ვიტამინი D + Kმონაწილეობს ნაყოფის ძვლების ფორმირებაში, ხელს უწყობს ძვალ-კუნთოვანი, სისხლის მიმოქცევის და ენდოკრინული სისტემების ნორმალურ განვითარებას.
ჩვენება:
- ქრონიკული დაღლილობა, სტრესი, ძილის დარღვევები
- ლიბიდოს დაქვეითება, უნაყოფობა
- ქრონიკული დაავადებების კომპლექსური მკურნალობა
- ჰიპო და ავიტამინოზი
- მეტაბოლური დარღვევები
- ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა
შემადგენლობა:
ერთი კაფსულა შეიცავს: ციმბირული ჟენშენის ექსტრაქტი - 100 მგ, ქოლინი 100 მგ, L-არგინინი - 50 მგ, ინოზიტოლი - 50 მგ, ბეტა კაროტინი - 3 მგ, ვიტამინი D3 - 15 მკგ, ვიტამინი K - 75 მკგ, ვიტამინი E – 30 მგ, ვიტამინი C - 90 მგ, ვიტამინი B1 - 2,2 მგ, ვიტამინი B2 - 2,4 მგ, ვიტამინი B12 - 5 მკგ, ფოლის მჟავა - 800 მკგ, ბიოტინი - 20 მკგ, პანტოთენის მჟავა - 8 მგ, მაგნიუმი - 60 მგ, რკინა - 20 მგ, თუთია - 15 მგ, მანგანუმი - 2 მგ, სპილენძი - 1 მგ, სელენი - 50 მკგ, ქრომი - 40 მკგ, იოდი - 140 მკგ, ვიტამინი B6 - 2,8 მგ, ნიკოტინამიდი - 20 მგ.
არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.
დოზირება:
მიიღება 1 კაფსულა დღეში საკვებთან ერთად, არ დაღეჭოთ.
გამოშვების ფორმა:
№30 კაფსულა.
მწარმოებელი:
Queisser Pharma - გერმანია.
რაოდენობა | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account