Solgar - სოლგარი ფორმულა VM-75 60 ტაბლეტი
სოლგარი
ფორმულა VM -75
მულტივიტამინების და ხელატური მინერალების კომპლექსი
რატომ სოლგარის ფორმულა VM -75?
სოლგარის ფორმულა VM -75 წარმოადგენს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ვიტამინების, მინერალური და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დაბალანსებულ კომპლექსს. იგი ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგუნარიანობას ინფექციური და ვირუსული დაავადებების, გაციების და გარემოს მავნე ზემოქმედების მიმართ, გააჩნია ზოგადი მატონიზირებელი ზემოქმედება. ხელს უწყობს ორგანიზმის ფიზიკური და გონებრივი პოტენციალის გაუმჯობესებას.
აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და ზრდის შრომისუნარიანობას. აქვს ანტიოქსიდანტური და ანტიათეროგენული მოქმედება. გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო და ანტირადიაციული თვისებები. ეფექტურია გადატანილი სტრესისა და გადაღლილობის სიმპტომების მოსახსნელად. აუმჯობესებს მხედველობას. ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას. აქვეითებს გულის იშემიური დაავადებების განვითარების რისკს.
შემადგენლობა
ვიტამინი A 7500 სე ვიტამინი C ( ნიაცინამიდი 250 მგ ასკორბატი, L-ასკორბინის მჟავა) ვიტამინი D ( ერგოკალციფეროლი) 400 სე ვიტამინი E 150 სე ( დ-ალფა-ტოკოფეროლის სუქცინატი) თიამინი - 75 მგ რიბოფლავინი - 75 მგ ნიკოტინმჟავა ( ნიაცინამიდის ასკორბატი) .. 75 მგ ვიტამინი B6 ( მარილმჟავას პირიდოქსინი) 75 მგ ფოლიუმის მჟავას 400 მკგ ვიტამინი B12 ( კობალამინი) 75 მკგ ბიოტინი ... 75 მკგ პანთოტენის მჟავა 75 მგ
|
კალციუმი 20 მგ რკინა (რკინის ბისგლიცინატი ხელატი ††) ..1.3 მგ იოდი 150 მკგ მაგნიუმი 10 მგ თუთია 10 მგ სელენი ( L-სელენომეთიონინი 25 მკგ სპილენძი 1 მგ მანგანუმი 1 მგ ქრომი 25 მკგ მოლიბდენი 25 მკგ კალიუმი 1.8 მგ ინოზიტოლი 75 მგ ქოლინი ( ქოლინის ბიტარტრატი) 31 მგ რუტინი 37.5 მგ
|
ციტრუსის ბიოფლავონოიდების კომპლექსი 25 მგ ბეტაინი HCI 25 მგ ჰისპერიდინი 8.5 მგ ბორი 0.5 მგ
კაროტინოიდების მიქსი 86 მკგ (ალფა და ბეტა-კაროტინი, ლუტეინი,ზიქსანტინი, კრიპტოქსანტინი) ფხვნილი 4 მგ (მანგოლდი [ფოთოლი და ღეროვანი], აცეროლას კომპლექსი ოხრახუში [ფოთოლი და ღეროვანი], ვარდის ფურცლები
|
ჩვენება:
- ჰიპო და ავიტამინოზის, მინერალების ნაკლებობის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება, დაღლილობა, სისუსტე, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა;
- გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება, მძიმე ავადმყოფობის, ქირურგიული ოპერაციების ან რადიოთერაპიის შემდეგ;
- სხვადასხვა წარმოშობის ანემიები;
- ფიზიკური გამძლეობის ასამაღლებლად სპორტსმენებში;
- სტრესის შედეგების პროფილაქტიკა;
- კლიმაქტერული პერიოდი ქალებში;
- იმპოტენცია მამაკაცებში;
- სექსუალური ასეთენია და უნაყოფობა;
- სქესობრივი მომწიფების პერიოდში ვიტამინებზე გაზრდილი მოთხოვნილება;
- დიეტაზე მყოფ პირთათვის;
- დაუბალანსებელი და არასრულფასოვანი კვების დროს;
- თმის ცვენის და მტვრევადობის დროს;
- ნევროზების, შაქრიანი დიაბეტის, სახსრების ანთებითი დაავადებების, თვალის, კანის დაავადებების და სხვა ქრონიკული დაავადებებისას;
- ორგანიზმის იმუნიტეტის ასამაღლებლად.
ვიტამინები - მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური პროცესების კატალიზატორების და რეგულატორების სახით.
მინერალური ნივთიერებები - აუცილებელი ელემენტებია ადამიანის ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის პროცესებისთვის, უზრუნველყოფენ ბუნებრივ ქიმიურ ბალანსს. მონაწილეობენ ორგანიზმის უჯრედებისა და ქსოვილების ფორმირებაში, ფერმენტული სისტემების აქტივაციაში.
A ვიტამინი - მონაწილეობს მხედველობის პიგმენტის ფორმირებაში, ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ცილის სინთეზის რეგულაციაში; უზრუნველყოფს ეპითელური ქსოვილების მთლიანობას; არეგულირებს ორგანიზმის ზრდას; ანელებს დაბერების პროცესს; ასტიმულირებს უჯრედული იმუნიტეტის რეაქციებს.
B ვიტამინების კომპლექსი - უზრუნველყოფს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, B ჯგუფის ვიტამინები ერთობლივად აგებენ პასუხს ენერგეტიკულ ცვლაზე, იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, ზრდის პროცესებსა და უჯრედთა გამრავლებაზე. B ჯგუფის ვიტამინების ერთობლივი მოქმედება ბევრად უფრო შედეგიანია, ვიდრე თითოეულის ცალ-ცალკე.
C ვიტამინი - მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების რეგულაციაში, უზრუნველყოფს კოლაგენის სინთეზს; მონაწილეობს ფოლის მჟავისა და რკინის მეტაბოლიზმში, აგრეთვე სტეროიდული ჰორმონების და კატექოლამინების სინთეზში.
E ვიტამინი - ანტიოქსიდანტური თვისებებით ხასიათდება, უზრუნველყოფს მემბრანის უჯერი ცხიმოვანი მჟავების დაცვას ლიპოოქსიდაციისგან; მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების, კოლაგენური და ელასტიური ბოჭკოების ფორმირებაში.
D3 ვიტამინი - ასტიმულირებს კალციუმის , ფოსფატების და მაგნიუმის შეწოვას ნაწლავებიდან, ააქტიურებს ძვლების ცილოვანი სტრომის სინთეზს და კალციუმის ჩალაგებას ძვლის ქსოვილსა და დენტინში, აფერხებს ძვლის ქსოვილის რეზორბციას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნას.
ციტრუსის ბიოფლავონოიდების კომპლექსი - გამოირჩევა ანტიოქსიდანტური თვისებებით, მონაწილეობს უჯრედულ სასიგნალო სისტემებში და ქრონიკული დაავადებების პრევენციაში (შაქრიანი დიაბეტი და ოსტეოპოროზი). მოქმედების სპექტრი: P ვიტამინური აქტიურობა, სპაზმის მოხსნა, სისხლში გლუკოზის დონის და წნევის კორექცია, ნაღვლმდენი ეფექტი.
კაროტინოიდები - ბიოლოგიურად აქტიური ცხიმში ხსნადი მცენარეული პიგმენტებია, რომლებიც მონაწილეობენ A და K ვიტამინების სინთეზში.
ქოლინი - არის B ჯგუფის ვიტამინი, აცეტილქოლინის, ფოსფოლიპიდების და ბეტაინის პრეკურსორი. აფერხებს ღვიძლის ცხიმოვან გადაგვარებას.
აცეროლა (ველური, ბარბადოსის ალუბალი) - მდიდარია C, A და B ჯგუფის ვიტამინებით, ასევე შეიცავს რკინას, კალციუმს, ფოსფორს და ამინომჟავა ჰისტიდინს, რომელიც აძლიერებს ორგანიზმში კოლაგენის სინთეზს. ის ძლიერი ანტიოქსიდანტია. აძლიერებს იმუნიტეტს. აქვს მატონიზირებელი და აღმდგენი მოქმედება. აცეროლა გამოიყენება ვირუსული და ინფექციური დაავადებების დროს (A,B,C,D ჰეპატიტი და ციროზი), ქრონიკული და მძიმე დაავადებების შემდგომი რეაბილიტაციის დასაჩქარებლად. საპროფილაქტიკოდ რეკომენდებულია გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პათოლოგიების პროფილაქტიკის მიზნით. აქვს თმისცვენის საწინააღმდეგო მოქმედება, ხელს უწყობს ფრჩხილების ზრდას.
ოხრახუში - შეიცავს ეთერზეთებს, A, B1, B2, B9, PP, E, C ვიტამინებს, ბეტა-კაროტინს, ორგანულ მჟავებს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, ფოსფორს, რკინას და სელენს, რომელიც ხელს უწყობს სისხლძარღვთა ელასტიურობას. ოხრახუში გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დარღვევების, დისპეფსიის, საშვილოსნოდან სისხლდენის, ქრონიკული გასტრიტის, შეკრულობის, ანთებითი პროცესების და ფილტვის აბსცესის დროს. იგი აუმჯობესებს მამაკაცებში შვილოსნობის ფუნქციას, გამოიყენება პროსტატის ჯირკვლის სამკურნალოდ.
მანგოლდი - შეიცავს მინერალებს (კალციუმი, კალიუმი, ფტორი და სხვა), ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმოვან მჟავებს, ეთერზეთებს, პექტინებს, საპონინებს, ტრიტერპენოიდებს, მცენარეულ სტეროიდებს, ფერმენტებს, ქლოროფილს, ალკალოიდებს, კაროტინოიდებს. გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს, ამჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ასტიმულირებს ლაქტაციას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ამცირებს შაქრის და ზრდის ჰემოგლობინის დონეს სისხლში. ამერიკაში ონკოლოგიის ნაციონალურ ინსტიტუტში ჩატარებული კვლევების თანახმად, მანგოლდი ანეიტრალებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არსებულ კანცეროგენებს, შემოგარსავს მათ და ეხმარება ორგანიზმიდან მათ გამოდევნაში.
სხვა ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი (ფერი), სილიკომანგანუმი, მცენარეული გლიცერინი, მალტოდექსტრინი.
არ შეიცავს: წებოვანას, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობელს და კონსერვანტებს
დოზირება: 1 ტაბლეტი დღეში საკვებთან ერთად.ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
გამოშვების ფორმა: 60 ტაბლეტი
მწარმოებელი: სოლგარი აშშ
რაოდენობა | 60 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account