გალეგადეპი 30 ტაბლეტი
გალეგადეპი
შემადგენლობა:
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
კალციუმის კარბონატი...........................................................................295 მგ.
კამის თესლის ექსტრაქტი (Foeniculum vulgaris)……………………150 მგ.
ხბოშუბლას ღეროს და ყვავილის ექსტრაქტი (Galega officinalis)….65 მგ.
მარიგოლდის ყვავილის ექსტრაქტი (Tagetes erecta)………………..15 მგ.
ვიტამინი D ................................................................................................7,5 მკგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები: კამას აირებისგან განმათავისუფლებელი და
სპაზმოლიზური მოქმედების გარდა აქვს გალაქტოგენური თვისებები. მისი გამოყენება
ზრდის მელოგინეებში რძის გამომუშავებას. ხბოშუბლა ხელს უწყობს რძის
გამომუშავებას, აუმჯობესებს სარძევე ჯირკვალში სისხლის მიმოქცევას და მის
ტროფიკას, რითაც გამოიხატება მისი გალაქტოპოეტინური ეფექტი მეძუძურ ქალებში.
არა მარტო ზრდის რძის რაოდენობას, არამედ აუმჯობესებს მის ხარისხს. მარიგოლდის
ყვავილების ექსტრაქტი შეიცავს 20% ლუთეინს. ლუთეინი იცავს ბავშვის მხედველობის
ორგანოს დაზიანებისაგან, აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები.ლუთეინის
ერთადერთი წყარო ახალშობილებისათვის დედის რძეა, რადგან ლუთეინი შედის
მხოლოდ ახალ ბოსტნეულში, რომელიც არ არის ახალშობილთა რაციონში. კალციუმი
და ვიტამინი D ხელს უწყობს ძვლებისა და კბილების ფორმირებას და განვითარებას.
ბავშვი კალციუმს ღებულობს დედის რძიდან ძუძუთი კვების დროს. თუ დედის
ორგანიზმი განიცდის კალციუმის დეფიციტს, მაშინ ვითარდება ოსტეოპოროზი.
მეძუძურობის დროს კალციუმისა და ვიტამინი D-ს მიღება აღმოფხვრის მათი
დეფიციტის განვითარების ალბათობას, ძვლების დემინერალიზაციის განვითარების
რისკს და ხელს უწყობს მეძუძური დედის ძვლოვანი სისტემის გამაგრებას.
ჩვენება: ლაქტაციის გასაუმჯობესებელი საშუალება;
დოზირება: მიიღება ერთი ტაბლეტი 1- ჯერ დღეში, ჭამის წინ.
უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები: პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ
მომატებული მგრძნობელობა.
პროდუქტის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ არის დაფიქსირებული.
გაფრთხილება: შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადამეტება არ შეიძლება. საკვები დანამატების გამოყენება არ
შეიძლება დიეტის დროს, მრავალფეროვანი კვების სანაცვლოდ.
შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ ადგილას, სითბოს წყაროსგან მოშორებით.
შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი № 30
საკვები დანამატი.
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: Erbozeta S. p. A.
Strada delle Seriole 41/43
Loc. Galavotto (z.ind.Gualdicciolo)
47894 Chiesanuova (RSM)
სან-მარინოს რესპუბლიკა
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account