ომეგა ელეგანტი 1000მგ 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 28,61 GEL რეგულარული ფასი 39,74 GEL
მარაგშია
SKU
56052_2418

ჩვენება: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია.

ომეგა ელეგანტი 1000მგ კაფსულა N30

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საკვები ნარევები და საკვების მაკორეგირებელი დანამატები

ჯენერიკი: Omega-3, Vit.E

საკვები დანამატი. არ არის მედიკამენტი.

მიღებამდე გთხოვთ ყურადღებით გაეცანოთ ინსტრუქციას.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს. 

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს:

თევზის ქონი-1000 მგ.

დოკოზაჰექსაენი (DHA)-120 მგ.

ეიკოზაპენტაენი (EPA)-180 მგ.

ვიტამინი E-2,2 სე.

დამხმარე ნიერებები: ჟელატინი, მცენარეული გლიცერინი, შერეული ტოკოფეროლი, შეიცავს თევზის ინგრედიენტებს (ანჩოუსი,სკუმბრია,სარდინები).

თერაპიული ეფექტი:

• ჰიპოლიპიდემიური,

• ანტითრომბოციტული,

• ანტიარითმული,

• ჰიპოტენზიური,

• ანთების საწინააღმდეგო

ჩვენებები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია. ნერვული სისტემის დაავადებები, თვალის დაავადებები, რევმატოლოგიური დაავადებები, დერმატოლოგია.

მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში 12 წლის ზევით  1-2 კაფსულა დღეში ჭამის დროს.

მკურნალობის ხანგრძლივობა: 1,5-3 თვე.

ხანგრძლივი მოხმარების პერიოდი და განმეორებითი მიღება ექიმთან შეთანხმებით.

უკუჩვენება: ინდივიდუალური მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, 12 წლამდე ასაკი, ორსულება და ლაქტაციის პერიოდი.

სიფრთხილის ზომები:

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

საკვები დანამატები არ ცვლიან ბალანსირებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს, ამიტომ დაუშვებელია მათი გამოყენება როგორც სრულფასოვანი კვების შემცვლელი.

გამოშვების ფორმა: კაფსულები 1286,6 მგ, N 30 კაფსულა ბოთლში.

შენახვის პირობები: 

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 15-30°C ტემპერატურაზე. 

ვარგისობის ვადა: 36 თვე.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy