როტავიტ კარდიო 7გ 20 პაკეტი

განსაკუთრებული ფასი 30,89 GEL რეგულარული ფასი 43,13 GEL
მარაგშია
SKU
55517_870
გამოყენება როტავიტ კარდიოს გამოყენება რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებათა პროფილაქტიკის და კომპლექსური მკურნალობისათვის, ასევე მომატებული გონებრივი და ფიზიკური დატვირთვისა და ხანგრძლივად და/ან მძიმედ მიმდენარე სხვადასხვა დაავადებების გამოჯანმრთელების ფაზაში, მათ შორის პოსტოპერაციულ პერიოდშიც.

გამოყენების ინსტრუქცია
როტავიტ კარდიო

წამლის ფორმა
შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებალი ფხვნილი პაკეტში.
აღწერილობა: ღია ყვითელი ერთგვაროვანი ფხვნილი ფორთოხლის არომატით.

შემადგენლობა
1 პაკეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება:
ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) 1.0 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინ-5-ფოსფატი) 1.0 მგ
ვიტამინი B3 (ნიკოტინამიდი) 25.0 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 1.2მგ
ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) 400.0 მკგ
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) 2.0 მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) 50.0 მგ
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 5.0 მკგ
ვიტამინი E (ალფატოკოფეროლის აცეტატი) 10.0 მგ
კალიუმი (კალიუმის კარბონატი) 300.0 მგ
მაგნიუმი (მაგნიუმის სულფატი) 350.0 მგ
თუთია (თუთიის სულფატის მონოჰიდრატი) 8.0 მგ
სელენი (ნატრიუმის სელენიტი) 50.0 მკგ
კოენზიმ Q10 10% 100.0 მგ
ჩვეულებრივი კუნელის მშრალი ექსტრაქტი 20.0 მგ
გულის შავბალახას მშრალი ექსტრაქტი 20.0 მგ
დამხმარე ნივთიერებები: გაუწყლოებული ლიმონმჟავა, ასპარტამი, კალიუმის აცესულფამი, არომატიზატორი “ფორთოხალი”, სილიციუმის დიოქსიდი, მალტოდექსტრინი, გუმიარაბიკი.

დახასიათება
როტავიტ კარდიო არის სპეციალურად შრჩეული თანამედროვე დაბალანსებული კომბინაცია, რომელიც შეიცავს ვიტამინების კომპლექსს, მინერალურ ნივთიერებებს, მიკროელემენტებსა და მცენარეულ კომპონენტებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალოდ.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები და მიკროელემენტები:
- ააქტივებს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციებს ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის პირობებში;
- იღებენ მონაწილეობას ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ხელს უწყობენ ნორმალური ცხიმოვანი, ამინომჟავოვანი და ნახშირწყლოვანი ჰომეოსტაზის შენარჩუნებას;
- ამცირებენ სისხლის შედედების დროს და ააქტიურებენ ფიბრინოლიტიკურ აქტივობას;
- აუმჯობესებენ მიოკარდიუმის მეტაბოლიზმს, მიკროცირკულაციასა და ოქსიგენაციას, აძლიერებენ მის კუმშვად ფუნქციას;
- გააჩნიათ ანტიარითმული მოქმედება, რომელიც განსაკუთრებით გამოხატულია მიოკარდიუმის იშემიის პირობებში;
კოენზიმ Q10 – ორგანიზმის ბუნებრივი ნაერთია. ის გამომუშავდება და გვხვდება ორგანიზმის ყველა უჯრედში. კოენზიმ Q10 მონაწილეობს ენერგიის წარმოქმნაში, რომელიც განსაკუთრებით აუცილებელია მიოკარდიუმისა და კუნთების ფუნქციონირებაში. კოენზიმ Q Q10 ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, რითაც იცავს უჯრედებს დაზიანებისა და სიკვდილისაგან. კოენზიმ Q10 –ის მიღება აძლიერებს გულსა და სისხლძარღვებს, იმუნურ სისტემას, ააქტივებს ცხოველმოქმედებას, ანელებს უჯრედების დაბერების პროცესს.
კუნელის ექსტრაქტი – შეიცავს ფლავონოიდებს (კვერცეტინი, ჰიპერინი, ჰიპეროზიდი, ვიტექსინი), ორგანულ მჟავებს (ლიმონმჟავა, ოლეინმჟავა, ურსოლმჟავა, კრატეგუსის მჟავა, კოფეინმჟავა, ქლოროგენმჟავა), კაროტინოიდებს, ტანინებს, ცხიმოვანმჟავებს, პექტინებს, ტრიტერპენულ და ფლავონურ გლიკოზიდებს, ბეტა-სიტოსტერინს, ქოლინს, შაქარს და ვიტამინებს. კუნელის მოქმედი ნივთიერებები ამცირებენ ცნს-ისა და მიოკარდიუმის აგზნებადობას, ზრდიან ამ უკანასკნელის კუმშვადობას, აუმჯობესებენ კორონარულ და თავის ტვისნის სისხლისმიმოქცევას, ამცირებენ თავბრუსხვევას. კუნელი მონაწილეობს გულისცემის რითმის ნორმალიზებაში, რაც განპირობებულია ანტიარითმული მედიკამენტების III კლასის წარმომადგენლების მსგავსი მოქმედების მექანიზმით. ტრიტერპენული და ფლავონოიდური ნაერთების არსებობის გამო გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება, შერჩევითად აფართოებს თავის ტვინისა და მიოკარდიუმის სისხლძარღვებს; ხასიათდება ჰიპოტენზიური ეფექტით; ხელს უწყობს ვენური წნევის ნორმალიზებას, აუმჯობესებს სისხლძარღვთა კედლების ფუნქციონირებას.
შავბალახას ექსტრაქტს გააჩნია დამამშვიდებელი, ჰიპოტენზიური, უარყოფითი ქრონოტროპული და კარდიოტონური მოქმედება, რომელიც განპირობებულია მცენარის შეადგენლობაში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების თვისებებით (მათ შორის გლიკოზიდები, ალკალოიდები, ფლავონოიდები, საპონინები).

გამოყენება
როტავიტ კარდიოს გამოყენება რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებათა პროფილაქტიკის და კომპლექსური მკურნალობისათვის, ასევე მომატებული გონებრივი და ფიზიკური დატვირთვისა და ხანგრძლივად და/ან მძიმედ მიმდენარე სხვადასხვა დაავადებების გამოჯანმრთელების ფაზაში, მათ შორის პოსტოპერაციულ პერიოდშიც.

გამოყენების წესი და დოზირება
როტავიტ კარდიოს ფხვნილი იხსნება 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში. მოზრდილებსა და 12 წელზე უფროს მოზარდებს ენიშნებათ 1 პაკეტი დღეში ერთხელ ჭამის დროს. მკურნალობის ხანგრძლივობაა 20-40 დღე, შესაძლებელია კურსის განმეორება 1-3 თვეში.

უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- ფენილკეტონურია;
- 12 წლამდე ბავშვთა ასაკი.

გვერდითი მოვლენები
- იშვიათად ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
- ცალკეულ შემთხვევებში მსუბუქი დისპეპსიური მოვლენები (ტკივილი ეპიგასტრიუმში, მეტეორიზმი, დიარეა, შეკრულობა)

განსაკუთრებული მითითებები
არ არის რეკომენდებული როტავიტ კარდიოს მიღება ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსების შემცველ სხვა მედიკამენტებთან ერთად.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია იმ შემთხვევაში თუ კი დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფის შესაძლო რისკს.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
როტავიტ კარდიოს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება შეწავლილი არ არის.

ჭარბი დოზა
პრეპარატ როტავიტ კარდიოს მიღებისას რეკომედებული დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

გამოშვების ფორმა
შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი პაკეტში 7 გ.
20 პაკეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება ნესტისა და სინათლისაგან დაცულ, ბავშვე¬ბი¬სათვის მიუწ¬ვ¬დო¬მელ ადგილას არაუმეტეს 250С ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი
სავაჭრო მარკისა და რეგისტრაციის სერტიფიკატის მფლობელია კომპანია
“როტაფარმ ლიმიტედი”, დიდი ბრიტანეთი.
(“ROTAPHARM LIMITED”, GREAT BRITAIN).
დამზადებულია
“კენდი ლტდ”-ს მიერ, ბულგარეთი ( 8 გურმაზოვის შოსე, 2227 ბოჟურიშტე)
“KENDY LTD” Bulgaria (8 gurmazovsko shoes, 2227 Bozhurishte)

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy