გლისაიტი 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 20,30 GEL რეგულარული ფასი 31,37 GEL
მარაგშია
SKU
57578_2589
გამოყენების ჩვენება -თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები (თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ათეროსკლეროზი და ჰიპერტონული დაავადება); -მეხსიერების, მეტყველების დარღვევა, ყურადღების დეფიციტის სინდრომი; -ენდოგენური დეპრესია, გართულებული გონებრივი დისფუნქციით; -დაბალი ინტელექტუალური ფუნქციები; -თავის ტკივილი და თავბრუსხვევა....

გლისაიტი

ბიოლოგიურად აქტიური დანამატის გამოყენების ინსტრუქცია

სავაჭრო სახელწოდება: გლისაიტი.

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: კომბინირებული პრეპარატი.

სამკურნალო ფორმა: ტაბლეტები.

შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები:
გამა-ამინო-ერბო მჟავა (GABA) 125 მგ;
L-გლუტამინი 100 მგ;
გლიცინი 75 მგ;
B6 ვიტამინი 500 მკგ;
ფოლიუმის მჟავა 50 მკგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნოოტროპული საშუალება.


ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ფარმაკოდინამიკა:
გლისაიტი ნოოტროპული საშუალება, აღადგენს ენერგეტიკულ და მეტაბოლურ პროცესებს თავის ტვინში, აუმჯობესებს ნერვული პროცესების დინამიკას, აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს გლუკოზის უტილიზაციას თავის ტვინით და ასევე ტოქსიკური პროდუქტების გამოყოფას.
გამა-ამინო-ერბო მჟავა (GABA) ასრულებს ორგანიზმში ცენტრალური ნერვული სისტემის ნეირომედიატორის ფუნქციას. ის შეუცვლელია თავის ტვინში ნივთიერებათა ცვლისთვის. გამა-ამინო-ერბო მჟავა ორგანიზმში წარმოიქმნება სხვა ამინომჟავასგან – გლუტამინისგან. ის ამცირებს ნეირონების აქტივობას და ეწინააღმდეგება ნერვული უჯრედების ჰიპერაღგზნებადობას. გამა-ამინო-ერბო მჟავა ხსნის დაძაბულობას და ფლობს დამამშვიდებელ მოქმედებას მიჩვევის განვითარების რისკის გარეშე. ეს ამინომჟავა გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის და ეპილეფსიის კომპლექსური მკურნალობის დროს. ამ გზით ის ფლობს რელაქსაციურ მოქმედებას, ის გამოიყენება სქესობრივი ფუნქციის დარღვევების სამკურნალოდ. ასევე, გამა-ამინო-ერბო მჟავა ინიშნება ყურადღების დეფიციტის სინდრომის დროს.
L-გლუტამინი – არის პირობითად ჩანაცვლებადი ამინომჟავა, მისი სინთეზი ადამიანის ორგანიზმით არ ხდება საკმარისი რაოდენობით და მისი დიდი ნაწილი ორგანიზმში ხვდება საკვებით.
გლუტამინი ერთის მხრივ ფლობს ზომიერ და ამორჩევით ფსიქომასტიმულირებელ, ენერგეტიკულ, აღმგზნებ და ნაწილობრივად ნოოტროპულ მოქმედებას, მეორეს მხრივ, ზრდის გამა-ამინო-ერბოს მჟავის დონეს, რომელიც საჭიროა თავის ტვინის ნორმალური ფუნქციისთვის. სწორედ გამა-ამინო-ერბოს მჟავა არის ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემის მნიშვნელოვანი შემაკავებელი ნეირომედიატორი, რომელიც მონაწილეობას იღებს თავის ტვინის ნეირომედიატორულ და მეტაბოლურ პროცესებში.
გარდა ამისა, L-გლუტამინი არის ნერვული ფუნქციონირების ერთ-ერთი ძირითადი ენერგეტიკული სუბსტრატი, ასევე აქტიურად მონაწილეობს თავის ტვინის ქსოვილების აღდგენის და რეგენერაციის პროცესებში, ეწინააღმდეგება ნერვული სისტემის დაბერების პროცესებს.
გლიცინი - ანელებს კუნთოვანი ქსოვილის დეგენერაციას, რადგან არის კრეატინის წყარო – ნივთიერების, რომელსაც შეიცავს კუნთოვანი ქსოვილი და გამოიყენება დნმ-ის და რნმ-ის სინთეზის დროს. გლიცინი საჭიროა ნუკლეინის მჟავების, ნაღვლის მჟავების და ჩანაცვლებადი ამინომჟავების სინთეზისთვის ორგანიზმში. გლიცინი სასარგებლოა დაზიანებული ქსოვილის აღდგენისთვის, რადგან დიდი რაოდენობით შედის კანის და შემაერთებელი ქსოვილის შემადგენლობაში. ის საჭიროა ცენტრალური ნერვული სისტემისთვის და წინამდებარე ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ის ასრულებს შემაკავებელი ნეირომედიატორის ფუნქციას და ამ გზით შესაძლებელია შეაფერხოს ეპილეფსიური კრუნჩხვები. ის გამოიყენება მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის სამკურნალოდ, გლიცინი შესაძლებელია ეფექტური იყოს ჰიპერაქტივობის დროს.
B6 ვიტამინი – ხელს უწყობს თავის ტვინის და ნერვული სისტემის ფუნქციის შენარჩუნებას, საჭიროა B12 ვიტამინის შეწოვისთვის. B6 ვიტამინის დეფიციტი ვლინდება გაღიზიანებადობით და ძილიანობით.
ფოლიუმის მჟავა – B ჯგუფის ვიტამინია, ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინების, პირიმიდინების სინთეზში, ქოლინის ცვლაში.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი გლისაიტის ფარმაკოკინეტიკა არ არის წარმოდგენილი.

გამოყენების ჩვენება
-თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები (თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ათეროსკლეროზი და ჰიპერტონული დაავადება);
-მეხსიერების, მეტყველების დარღვევა, ყურადღების დეფიციტის სინდრომი;
-ენდოგენური დეპრესია, გართულებული გონებრივი დისფუნქციით;
-დაბალი ინტელექტუალური ფუნქციები;
-თავის ტკივილი და თავბრუსხვევა;
-ინსულტის და თავის ტვინის ტრავმების შემდეგ პაციენტების მამოძრავებელი და ფსიქიკური აქტივობის გასაუმჯობესებლად;
-ძილის დარღვევა;
-ქრონიკული ცერებრალურ-სისხლძარღვოვანი ენცეფალოპათია და მეხსიერების დარღვევა, ყურადღების, მეტყველების დარღვევით, თავბრუსხვევით და თავის ტკივილით;
-ალკოჰოლური ენცეფალოპათიები და პოლინევრიტები;
-ზრდის და გონებრივი განვითარების ჩამორჩენა ბავშვებში;
-ბავშვთა ცერებრალური პარალიჩი;
-კინეტოზის სიმპტომოკომპლექსი (ზღვის დაავადება);
-ფსიქოემოციური დაძაბულობის მატება;
-პრედმენსტრუალური სინდრომი;
-კრუნჩხვითი სინდრომი და სხვა;
ბავშვებში:
-ინფექციური (ჩირქოვან-სეპტიური პროცესები, პნევმონია) და სხვა დაავადებები (ადრეული ასაკის ბავშვების კომპლექსური თერაპია; ანემია, ჰიპოტროფია, რაქიტი და ალერგიული დიათეზი დასუსტებულ ბავშვებში; ჩვილი ბავშვების ნაადრევი გადაყვანა ხელოვნურ კვებაზე და კვება დონორის რძით).

უკუჩვენება
-ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ;
-თირკმელების მწვავე უკმარისობა;
-ბავშვთა ასაკი (1 წლამდე);
-ორსულობა (I ტრიმესტრი);
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
უკუნაჩვენებია ორსულობის I ტრიმესტრში. ორსულობის II და III ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ჩვენებით და მკურნალი ექიმის კონტროლით. პრეპარატი გლისაიტის გამოყენების დროს საჭიროა ბუნებრივი კვების შეწყვეტა.

გამოყენების წესი და დოზები:
მიიღება 1 ტაბლეტი კვების დროს, დღეში 2-ჯერ ან ექიმის რეკომენდაციით.
ალკოჰოლური ენცეფალოპათიის და პოლინეიროპათიის დროს დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.
მკურნალობის კურსი 1-2 თვე.
მიღების შემდგომი კურსისთვის საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი ეფექტები:
გარდამავალი დისპეპტიური მოვლენები, არტერიული წნევის ცვალებადობა (მკურნალობის პირველ დღეებში).

ჭარბი დოზა:
სიმპტომები: ძლიერდება გვერდითი ეფექტები.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება.

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან:
აძლიერებს სამკურნალო საშუალებების ეფექტებს, რომლებიც აუმჯობესებენ ცნს-ის ფუნქციას.
ბენზოდიაზეპინები ახდენენ მოქმედების პოტენცირებას.

განსაკუთრებული მითითებები:
საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა პრეპარატი გლისაიტის გამოყენებისას პაციენტებში ლაბილური არტერიული წნევით მკურნალობის პირველ დღეებში, რადგან შესაძლებელია არტერიული წნევის მნიშვნელოვანი ცვალებადობა.

გამოშვების ფორმა:
10 შემოგარსული ტაბლეტი თითოეულ ბლისტერში.
3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა:
მითითებულია შეფუთვაზე.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი
ურეცეპტოდ.

სავაჭრო ნიშნის და სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
VEGAPHARM LLP.,
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

წარმოებულია
SENSILAB Polska Sp. z o.o. – S.K.A.
კონსტანტინუვ-ლოძინსკი, პოლონეთი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy