საფბოუნი სუსპენზია 150მლ
SafBone
საფბოუნი
შემადგენლობა:
საფბოუნის სიროფის ყოველი 15მლ შეიცავს: კალციუმი - 510 მგ, ვიტამინ D3 - 2 მკგ, მაგნიუმი -56,25 მგ, თუთია -12,5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები : წყალი, ლიმონმჟავა, სოიოს ლეციტინი, ფრუქტოზა, პოტასიუმ სორბატი, სოდიუმ ბენზოატი, სორბიტოლი, ჟოლოს არომატიზატორი, ქსანტანის გუმფისი.
ფარმაკოდინამიკა: საფბოუნის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები არეგულირებს კალციუმის ცვლას, ზრდის ძვლის სიმკვრივეს, აკმაყოფილებს ორგანიზმის დღე-ღამურ მოთხოვნილებას თუთუასა და მაგნიუმზე.
კალციუმი აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისთვის, კბილების მინერალიზაციისთვის, მონაწილეობს ნერვული პროცესების რეგულაციისა და ნერვული იმპულსის გადაცემაში, კუნთების ფუნქციონირებაში, ინსულინის სინთეზში, სისხლის შედედებაში და იმუნური პასუხის რეგულირებაში.
ვიტამინი D3 აუცილებელია კალციუმის აბსორბციისა და უტილიზაციისათვის, აძლიერებს დნმ-ის სინთეზს ოსტეობლასტებში, ამუხრუჭებს კალციუმის რეზორბციას ზვლოვანი ქსოვილიდან.
მაგნიუმი წარმოადგენს უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო სასიცოცხლოდ აუცილებელ ელემენტს, რომელიც იმყოფება ორგანიზმის ყველა ქსოვილებში და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. მაგნიუმი მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ როლს თამაშობს კუნთებში იონური ბალანსის შესანარჩუნებლად, ამცირებს ნერვულ - კუნთოვან დაძაბულობას , ავლენს სედაციურ ეფექტს , მოქმედებს ძვლოვანი ქსოვილის განვითარებასა და მინერალიზაციაზე .
თუთია - მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილების მეტაბოლიზმში, დადებითად მოქმედებს კალიუმ-ფოსფორის ცვლაში, აძლიერებს არაორგანული ფოსფორის შეთვისებას. თუთია მნიშვნელოვანია ბავშვის ორგანიზმის ჯანსაღი განვითარებისთვის. ბავშვებში თუთიის დეფიციტი იწვევს ზრდაში ჩამორჩენას, ინფექციებისადმი მიდრეკილებას, დიარეას.
ჩვენებები:
- კალციუმის დეფიციტი
- აქტიური ზრდის პერიოდი ბავშვებში, კბილების ამოჭრის პერიოდი
- კარიესის პროფილაქტიკა
- რაქიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
- ძვლოვანი ჩონჩხის ფორმირების დარღვევა
- კრუნჩხვითი სინდრომი( კალციუმის დეფიციტის ფონზე)
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან არააქტიური ნივთიერებების მიმართ ;
ჰიპერკალციემია , ჰიპერკალციურია.
დოზირება: 0-დან 6 თვემდე 2,5 მლ 2-ჯერ დღეში.
6 თვიდან 1 წლამდე 2,5 მლ 3-ჯერ დღეში.
1-დან 5 წლამდე 5 მლ 2-ჯერ დღეში.
5- დან 12 წლამდე 5 მლ 3-ჯერ დღეში.
გამოყენების წინ აუცილებელია ფლაკონის შენჯღრევა.
გამოშვების ფორმა: სიროფი, 150 მლ, მუქი შუშის ფლაკონში მზომი ჭიქით.
მწარმოებელი: OFI, იტალია
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account