კრიომეგა+ 15 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 27,06 GEL რეგულარული ფასი 37,57 GEL
მარაგშია
SKU
56074_1712
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ნიშვნელოვანია გულის და ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ასევე ხელს უწყობენ კარგი მხედველობის შენარჩუნებას*. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ცენტრალური ნერვული სისტემის უჯრედების სტრუქტურული ნაწილებია....

კრიომეგა +
ომეგა-3-ის კარგად შესათვისებელი ფორმა სუფთა კრილის ცხიმისაგან.
კრილი.
კრილი ბინადრობს პლანეტის ყველაზე სუფთა ოკეანეში, არის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ორგანიზმი, ამიტომ განსხვავდება განსაკუთრებული სისუფთავით, ტოქსინების, ქიმიური დამაბინძურებლების და მძიმე მეტალების არარსებობით. ეს დამაბინძურებლები ხშირად გვხვდება თევზში. კრილი შეიცავს ბევრ ფოსფორს და ომეგა-3-ის ფოსფოლიპიდურ ცხიმოვან მჟავებს, ასევე ნატურალურ ანტიოქსიდანტს - ასტაქსანტინს. კრილის ცხიმი ითვლება ომეგა 3-ის ყველაზე სუფთა წყაროდ.
კრილის მოპოვების პროცესი.
კრილი - წარმოადგენ ძალიან მგრძნობიარე კიბოსნაირს, ამიტომ მათი მაღალი ხარსხის შესანარჩუნებლად საჭიროა თევზჭერის უმაღლესი ტექნოლოგიების გამოყენება. იყენებენ მბზინვარე ბადეს, რომელიც მაგრდება სპეციალურ მილზე და ამგვარად კრილი წყალთან ერთად დელიკატურად ამოყავთ გემის გემბანზე.
გაუმჯობესებული წარმოების პროცესი იძლევა კრილის დამუშავების საშუალებას ხომალდზე სპეციალურ მოწყობილებებში და მის გარდაქმნას მაღალი ხარისხის პროდუქტად - კრილის ცხიმად. კრილის ცხიმი კრიომეგა +
მზადდება მხოლოდ ერთი სახეობის კრილისაგან.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისათვის
ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს უწოდებენ შეუცვლელს. ადამიანის ორგანიზმი მათ ვარ გამოიმუშავებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი საკვებთან ერთად მიღება.
მაგრამ, ხშირად ჩვენი კვება არ არის სრულფასოვანი, ომეგა-3-ის მიღებული რაოდენობა კი უფრო ხშირად - არასაკმარისი.
უმეტესი კვლევების შედეგები ადასტურებენ, რომ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები - ეიკოზაპენტოინის მჟავა (EPA) და დოკოზაჰექსაინის მჟავა (DHA) მნიშვნელოვანია გულის და ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ასევე ხელს უწყობენ კარგი მხედველობის შენარჩუნებას*.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ცენტრალური ნერვული სისტემის უჯრედების სტრუქტურული ნაწილებია. ამ მიზეზით ცხიმოვანი მჟავები EPA და DHA საკმარისი რაოდენობით ხელს უწყობენ ტვინის განვითარების და მისი ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას.
*დადებითი ეფექტი ვლინდება დღეში 250 მგ EPA-ს და DHA გამოყენებისას.
რითი განსხვავდება კრილისაგან მიღებული ომეგა-3?
კრილის ცხიმი შეიცავს ომეგა-3 ფოსფოლიპიდურ ცხიმოვან მჟავებს, თევზის ქონისგან განსხვავებით, რომელიც შეიცავს ომეგა-3-ს ტრიგლიცერიდების სახით. ფოსფოლიპიდური სტრუქტურა იძლევა ორფენიანი ფოსფოლიპიდების ფორმირების საშუალებას, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია უჯრედული მემბრანებისათვის, ანუ, ფოსფოლიპიდები ხელს უწყობენ ჩვენს სხეულს ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავების ეფექტურ შეთვისებაში და უჯრედულ მემბრანებში უფრო სწრაფად ინტეგრირებას, უშუალოდ ქსოვილებში შეღწევას.
ტრიგლიცერიდები ასრულებენ სხვა ფუნქციას ორგანიზმში, რომელიც განსხვავდება ფოსფოლიპიდების ფუნქციისაგან. ძირითადად ტრიგლიცერიდები გამოიყენება ენერგიის მისაღებად. თუ ომეგა-3 შეჯერებულია ტრიგლიცერიდებით, ზოგიერთი ცხიმოვანი მჟავა იწვება და გამოყოფს ენერგიას ან უბრალოდ იყოფა ორგანიზმში როგორც ცხიმოვანი მარაგი.
ბოლო კლინიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ფოსფოლიპიდური ომეგა-3 კრილისგან წარმოადგენს ომეგა-3-ის ყველაზე სასურველ ფორმას*.
*The Power of Phospholipids: The Superior Source of Омега-3s, Oslo, Norway.

ძალიან პატარა კაფსულაა. მოსახერხებელი გამოსაყენებლად.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზმის უჯრედებსა და ორგანოებში ერთნაირი ბიოლოგიური ბიოშეღწევადობის მისაღწევად, საჭიროა უფრო ნაკლები ფოსფოლოპიდური ომეგა-3, ვიდრე ტრიგლიცერიდული ომეგა-3. შედეგად კრილის ცხიმის კაფსულები უფრო ხშირად ბევრად პატარაა თევზის ქონის კაფსულებთან შედარებით. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ, კრილის ცხიმი იყოფა კუჭის წვენში უსიამოვნო გემოს წარმოქმნის გარეშე.
ასტაქსანტინი - ძლიერი ანტიოქსიდანტი.
ანტარქტიდული კრილი - წარმოადგენს უხერხემლო კიბოსნაირ ზოოპლანქტონს, რომლებიც ცურავენ დიდი გუნდით და იკვებებიან მიკროსკოპული შლამით.
რადგანაც კრილი იკვებება შლამით, რომელიც გამოიმუშავებს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, თავად კრილი ითვლება ცხიმოვანი მჟავების წყაროდ. ეს შლამი ასევე არის ანტიოქსიდანტის ასტაქსანტინის წყარო, რომელიც აძლევს კრილის ცხიმს თავისებურ წითელ ფერს. გარდა ამისა, ასტაქსანტინი მოქმედებს როგორც ნატურალური კონსერვანტი, რომელიც იცავს ცხიმს ჟანგვისაგან და ხელს უწყობს ხანგრძივი დროის მანძილზე მის ახლად შენარჩუნებას.
თევზის ქონი ვარგისია გამოსაყენებლად დაახლოებით 3 თვის განმავლობაში, ამიტომ მისი ვარგისიანობის ვადის გასაგრძელებლად გამოიყენება გარკვეული კონსერვანტები. განსაკუთრებული ნელი ჟანგვა იძლევა კრილის ცხიმის ოთახის ტემპერატურაზე შენახვის საშუალებას.
საინტერესო ფაქტები კრილის შესახებ.
• სიტყვა “კრილი” წარმოიქმნა ნორვეგიული ენიდან და ნიშნავს “ვეშაპის საკვებს”
• ანტარქტიდული კრილის გავრცელების ფართობი აღწევს დაახლოებით 36 მილიონ კვადრატულ მეტრს.
• კრილის პოპულაცია ორჯერ აღემატება ადამიანის პოპულაციას.
• კრილი – წარმოადგენენს ძალიან მგრძნობიარე კიბოსნაირებს, რომლებიც შეიძლება სპონტანურად დაიღუპონ სტრესულ სიტუაციებში.
• სამრეწველო მიზნებისათვის კრილის დაჭერა დაიწყეს 1961-1962 წლებში. პირველად ამ საქმიანობას შეუდგნენ საბჭოთა სამეცნიერო-კვლევითი გემები.
• კრილის გადამუშავება ხორციელდება მხოლოდ მანამდე, სანამ ის ახალია, ანუ, დაჭერიდან 2-3 საათის შემდეგ.
• კრილის ცხიმი გამოიყენება როგორც ომეგა-3-ის ყველაზე საუკეთესო, ყველაზე ეფექტური და ხელმისაწვდომი წყარო ბოლო 9 წლის განმავლობაში (ევროპაში - ბოლო 4 წელი).
• კრილის ცხიმი ჩვეულებრივ ვარგისია 2-დან 3 წლამდე, თევზის ქონი დამატებითი დანამატების და კონსერვანტების გარეშე უფრო ხშირად შეიძლება გამოყენებული იქნას 3 თვემდე.
• კვების მრეწველობაში ძალიან დაფასებულია კრილის კუდის ხორცი. ეს პროდუქტი გამოიყენება ზღვის ეკოლოგიური პროდუქტების სახით, განსხვავდება ნაზი გემოთი, რომელიც გავს ლობსტერის გემოს, იგი მდიდარია ომეგა-3-ის ცხიმით, ვიტამინებით, მინერალებით და ანტიოქსიდანტებით.
მწარმოებელი:
დახურული სააქციო საზოგადოება Aconirum, ინოვაციის ქ. 4, LT-54469, კაუნასის სპეციალური ეკონომიკური ზონა, ლიტვა.
ბროშურაში მითითებული ყველა ინფორმაცია მომზადდა კლინიკური კვლევების მიმოხილვის საფუძველზე: 2011: The Power of Phospholipids: The Superior Source of Оmega-3s, Oslo, Norway.

 

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა15
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy