D-zitol - დეზიტოლი 30 ტაბლეტი

85,21 GEL
მარაგშია
SKU
67342_2060

ჩვენება:პრედიაბეტი ინსულინრეზისტენტობა,IIტიპის დიაბეტი,ვისცერალური სიმსუქნე(ქალებში, მამაკაცებში, მოზარდებში)

შემადგენლობა:

დ-ქირო-ინოზიტოლი 250მგ

მიო-ინოზიტოლი-200მგ

ფოლიუმის მჟავა-400 მკგ

დ-ქირო ინოზიტოლი -მიო ინოზიტოლის აქტიური მეტაბოლიტი, რომელიც ორგანიზმში წარმოიქმნება ფერმენტ ეპიმერაზას მოქმედებით მიო ინოზიტოლისაგან. ის არეგულირებს ჭარბი გლუკოზის გლიკოგენად გარდაქმნის პროცესს, ამცირებს ადროგენების კონცენტრაციას, ზრდის პროგესტერონის დონეს, არეგულირებს პროლაქტინის დონეს და FSH/LH-ის თანაფარდობას.
დ-ქირო ინოზიტოლი ასტიმულირებს ქალისა და პლაცენტის ადიპოციტური უჯრედებიდან ადიპონექტინის სინთეზს, არეგულირებს ლეპტინის დონეს და შესაბამისად ზრდის ცხიმების კატაბოლიზმის პროცესს.

დ-ქირო ინოზიტოლი-დიდი რაოდენობით წარმოდგენილია იმ უჯრედებში, რომლებიც პასუხს აგებენ გლიკოგენის შენახვაზე (ღვიძლი, კუნთები, ცხიმი).

დ-ქირო-ინოზიტოლი- ჩართულია ინსულინით ინდუცირებული სიგნალის გადაცემაში.  ადამიანები ინსულინრეზისტენტობით: საკვერცხეების პოლიკისტოზის PCOS, დიაბეტის და სიმსუქნის დროს,  განსხვავებით ჯანმრთელი პირებისაგან,  კარგავენ დიდი რაოდენობით დ-ქირო-ინოზიტოლს

მიო ინოზიტოლი -მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინსულინმგრძნობელობის აღდგენაში.

მიო ინოზიტოლი ზრდის გლუკოზის უჯრედულ შთანთქმას და ჩართულია ფოლიკულო მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH ) ფუნქციონირებაში.

მიო ინოზიტოლის კონცენტრაციის დონე პირდაპირ კავშირშია კვერცხუჯრედის ხარისხთან.

ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) -წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც აუცილებელია სისხლწარმოქმნისა და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ფოლიუმი  პასუხისმგებელია ორგანიზმში უჯრედულ დონეზე მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებზე, როგორებიცაა: დნმ-ის სინთეზი, უჯრედების დაყოფა და ზრდა, ერითროციტების სინთეზი.
დეზიტოლი უზრუნველყოფს:
- ჰორმონალური ბალანსის რეგულაცია
- მენსტრუალური ციკლის აღდგენას
- ინსულინისადმი რეზისტენტობის დაქვეითებას
- მოცირკულირე ინსულინის და ანდროგენების რაოდენობის დაქვეითებას

- გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკის შემცირებას
- როგორ ქალებში ასევე მამაკაცებში აკნეს, ალოპეციის და ჰირსუტიზმის შემცირებას,    ნახშირწყლოვანი და ლიპიდური ცვლის რეგულაციას
- სხეულის მასის ინდექსის (BMI) შემცირებას
- ჰორმონალური დისბალანსით გამოწვეული სიმსუქნის დროს წონის შემცირებას
- სისხლში ლეპტინის კონცენტრაციის რეგულაციას
- ლეპტინისადმი რეცეპტორების რეზისტენტობის შემცირებას
- ჰომოცისტეინის დონის დაქვეითებას
ჩვენებები:
- პრედიაბეტი/ინსულინრეზისტენტობა
- IIტიპის დიაბეტი
-  გესტაციური დიაბეტი
- მეტაბოლური სინდრომი
- ვისცერალური სიმსუქნე (ქალებში, მამაკაცებში, მოზარდებში)

- დისლიპიდემია
- საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი (PCOS)
- ჰიპერანდროგენული ჰირსუტიზმი, აკნე, სებორეა
- (ქალებში, მამაკაცებში, მოზარდებში)
- ვულგარული აკნე,
- მეორადი ჰიპოგონადიზმი (მოზარდ მამაკაცთა LOH )

დოზირება:

1ტაბლეტი ერთჯერ დღეში

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy