კალიკორდი ფორტე კაფს.850მგ N30

განსაკუთრებული ფასი 17,76 GEL რეგულარული ფასი 23,43 GEL
მარაგშია
SKU
55151_1712
რეკომენდაციები გამოყენებისათვის: • ორგანიზმში კალიუმის არასაკმარისი რაოდენობის შესავსებად; • არასრულფასოვანი კვებისას; • ინტენსიური სპორტით დაკავების დროს; • ძლიერი ოფლიანობისა...

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატის ინსტრუქცია
Kalicord 850 Forte / კალიკორდი 850 ფორტე
შემადგენლობა:
ერთი კაფსულა შეიცავს: 307 მგ კალიუმს (მოხმარების რეკომენდირებული ნორმა 15%).
აქტიური ნივთიერების ზემოქმედება
კალიუმი
კალიუმი - ეს არის მნიშვნელოვანი კატიონი ორგანიზმში, რომელიც მონაწილეობს ნერვული იმპულსის გავრცელებაში, ხელს უწყობს ორგანიზმში PH-ის ნორმალური დონის შენარჩუნებას, ასევე უჯრედებში ოსმოსური წნევის შენარჩუნებას, ზემოქმედებას ახდენს გაღიზიანებადობაზე და ორგანზმის სხვა ფუნქციებზე. საკმაოდ დიდი რაოდენობით გვხვდება კალიუმი კარტოფილში, ბანანში, ავოკადოში, ნესვში, ქიშმიშში, ფორთოხალში, ისპანახში, ლობიოში, ხორცში, რძეში, ყველში.
კალიუმის ცვლა ორგანიზმში რეგულირდება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონებით და თირკმელებით. კალიუმი ზემოქმედებას ახდენს გულის გამტარობის სისტემის უჯრედების ფუნქციაზე და ნერვული იმპულსის გამტარობაზე, ასტიმულირებს განივზოლიანი კუნთების მგრძნობელობას და ამით უზრუნველყოფს ამ კუნთების კუმშვადობას.
კალიუმის დაახლოებით 98 პროცენტი გროვდება უჯრედებში და კალიუმის მხოლოდ 0,4 პროცენტს შეიცავს სისხლის პლაზმა. გარკვეული მიზეზების გამო კალიუმის რაოდენობა უჯრედებში შეიძლება შემცირდეს, ამასთან ვითარდება ჰიპოკალიემია. ეს ხდება ზოგიერთი დიურეტიკის, გულის გლიკოზიდების გამოყენებისას, ღებინების, კუჭის აშლის, არასრულფასოვანი კვების, შიმშილის, ძლიერი ოფლიანობის, მაგნიუმის რაოდენობის შემცირების დროს (მაგნიუმი აუცილებელია კალიუმის ნორმალური შეთვისებისა და ორგანიზმში მისი ცვლისათვის), ალკოჰოლის ჭარბი გამოყენებისას, ინტენსიური სპორტით დაკავებისას.
ორგანიზმში კალიუმის შემცირებისას აღინიშნება მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, ასევე გულის რითმის დარღვევა, სისუსტის და კუნთებში ტკივილის შეგრძნება, აღინიშნება კუჭის შეკრულობა, წყურვილი, კანის სიმშრალე, ეცემა არტერიული წნევა. კალიუმის ციტრატი კალიუმის სხვა მარილებთან შედარებით ნაკლებად აღიზიანებს კუჭს, არ იწვევს სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მკვეთრ ზრდას, ზრდის ტუტეს კონცენტრაციას შარდში და ხელს უშლის თირკმელებში კენჭების წარმოქმნას(By DavidSGoldfarb, M.DDirector, KidneyStonePreventionProgram, St. VincentsHospitalProfessorofMedicineandPhysiology, NYUSchoolofMedicine).
რეკომენდაციები გამოყენებისათვის:
• ორგანიზმში კალიუმის არასაკმარისი რაოდენობის შესავსებად;
• არასრულფასოვანი კვებისას;
• ინტენსიური სპორტით დაკავების დროს;
• ძლიერი ოფლიანობისას;
• კალიუმის უკმარისობის გამო გულის რითმის დარღვევებისას;
• კუნთებში ტკივილის და სისუსტის შეგრძნების დროს.
დოზირება:
გამოიყენება თითო კაფსულა 1-2 ჯერ დღეში.
მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესი.
არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას.

წონა ნეტო: 30,3 გ.

შეფუთვა: 30 კაფსულა.

წარმოებულია: დსს “Aconitum”, , ქ. ინოვაცია 4, Lთ-54469, კაუნასი თავისუფალი ეკონომიკური ზონა, ლიტვა.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy