Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი Mg+K 20 პაკეტი

განსაკუთრებული ფასი 24,73 GEL რეგულარული ფასი 29,09 GEL
მარაგშია
SKU
85047_651

ჩვენება: ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა, კუნთების ტკივილი და სპაზმი.

დოპელჰერცი აქტივი Mg+K

მაგნიუმის და კალიუმის იდეალური კომბინაცია პირში ხსნადი გრანულები ფორთოხლის არომატით

ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნება აუცილებელია კუნთების და ნერვული უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მაგნიუმი და კალიუმი არის ორი მინერალი, რომლებიც არა მხოლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კუნთების შეკუმშვასა და ნერვული იმპულსების გადაცემაში, ისინი ასევე მონაწილეობენ ენერგიის გამომუშავებაში.

მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკული პროცესების განხორციელებაში, მონაწილეობს: ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და ნუკლეინის მჟავების ცვლის პროცესში, ასევე ხელს უწყობს ინსულინის სინთეზს. მონაწილეობს ნერვ-კუნთოვან გამტარობაში, აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გატარებას კუნთოვან ქსოვილში, ამცირებს გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას.

კალიუმი მონაწილეობს კუნთების და ნერვული ქსოვილის ნორმალურ ფუნქციონირებაში, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტაბოლიზმის ისეთ საბაზისო პროცესებში, როგორიცაა წყალმარილოვანი ცვლა, მჟავატუტოვანი წონასწორობა, სისხლის ოსმოსური და არტერიული წნევის შენარჩუნება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კალიუმის არასაკმარისი მიღება ასოცირებულია ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ძვლოვანი მასის შემცირება (ოსტეოპოროზი) და თირკმელკენჭოვანი დაავადება. მეტაანალიზმა აჩვენა, რომ კვების რაციონში კალიუმის შემცველობის 1.64 გრამით გაზრდამ 21%-ით შეამცირა ინსულტის რისკი და დააქვეითა არტერიული წნევის მაჩვენებლები.

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) აძლიერებს მაგნიუმის შეწოვის პროცესს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და აუმჯობესებს ცილების და გლიკოგენის მეტაბოლიზმს. მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ვიტამინი B12 ხელს უწყობს ენერგიის ნორმალურ მეტაბოლიზმს და ამცირებს დაღლილობას.

ჩვენება:

  • სპორტსმენები - ფიზიკური აქტივობის გაუმჯობესება და დაღლილობის შემცირება
  • ძილის დარღვევა, მომატებული ნერვული აგზნებადობა
  • ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
  • კუნთების ტკივილი და სპაზმი
  • პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული პერიოდი
  • არტერიული ჰიპერტენზია, გულის რითმის დარღვევები
  • ნერვ-კუნთოვანი დარღვევები

შემადგენლობა:

ორი მიკროპალეტი შეიცავს:Mg - 400 მგ; K - 300 მგ; ვიტამინი B6 - 5 მგ; ვიტამინი B12 - 20 მკგ.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს, არის 100%-ით ვეგანური.

დოზირება:

მიიღება 2 მიკროპალეტი დღეში 12 წლის ასაკიდან.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

№20 მიკროპალეტი, პირში ხსნადი გრანულები ფორთოხლის არომატით.

მწარმოებელი:

Queisser Pharma - გერმანია.

ასევე, იხილეთ : Doppelherz System - დოპელჰერც სისტემი Mg 400მგ 20 პაკეტი

მეტი ინფორაცია
Units20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy