პრეპარატი ნატალსიდი ადგილობრივი გამოყენების ჰემოსტატიკური საშუალებების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც რექტალური სანთლების სახით არის წარმოდგენილი. მედიკამენტის ძირითადი აქტიური ნივთიერება ნატრიუმის ალგინატია, რომლის დოზირება თითოეულ სანთელში 250 მგ-ს შეადგენს.
მუყაოს კოლოფში ორი ბლისტერია მოთავსებული, თითოეულ ბლისტერზე კი ნატალსიდის 5-5 სანთელი. პრეპარატი PSP-ის აფთიაქების ქსელში ექიმის რეცეპტის გარეშე გაიცემა.
დუსპატალინი (Duspatalin) არის წამალი, რომელიც პირდაპირ მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვ კუნთებზე, ხსნის სპაზმებს ისე, რომ ნაწლავების ნორმალურ პერისტალტიკას (კუჭის, ნაწლავების კედლების ტალღისებური რიტმული შეკუმშვა-გაფართოება) არ არღვევს.
მედიკამენტის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ ის მოზრდილ პაციენტებში შემდეგი მიზნებით გამოიყენება:
ნაწლავების ფუნქციური დარღვევებისა და მსხვილი ნაწლავის გაღიზიანების სინდრომის მკურნალობა;
მუცლის ღრუს სპაზმების სიმპტომატური მკურნალობა;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეორადი სპაზმების შემცირება, რომლებიც ორგანული დაავადებებით არის გამოწვეული.
დეკოლეროლი ფორტე თურქული წარმოების პრეპარატია, რომელიც წვეთებისა და კაფსულების სახით არის წარმოდგენილი. ის D ვიტამინის დეფიციტის ან უკმარისობის დროს გამოიყენება.
იმპოტენცია, იგივე სექსუალური დისფუნქცია არის მდგომარეობა, რომელიც კაცებში გამოხატულია ერექციის მიღწევის შეუძლებლობაში. ქალებში კი სექსუალური დისფუნქცია გამოიხატება სექსუალური ლტოლვის შემცირებასა და სექსუალური აღგზნების ან ორგაზმის მიღწევის უუნარობაში.
იმპოტენცია შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მათ შორისაა ფსიქოგენური, ნეიროგენული, სისხლძარღვოვანი, ენდოკრინული და ორგანული ფაქტორები.
პრობლემის მოგვარებას შეიძლება ხელი შეუწყოს ფიზიკურმა აქტივობამ, ალკოჰოლისა და ნიკოტინის შემცირებამ, ჯანსაღმა კვებამ და ა.შ. თუმცა ამასთან ერთად, რეკომენდებულია იმპოტენციის სამკურნალო მედიკამენტების მიღებაც. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტია მენემაქსი, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ PSP-ის აფთიაქებში.
აქსიტოპის (Axytop) შამპუნი და კრემი კანთან დაკავშირებული სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობის სამკურნალოდ არის განკუთვნილი. მოდით, პირველ რიგში, თითოეული მათგანის ჩვენება განვიხილოთ:
მონკასტა - ბრონქიალური ასთმის პრევენციისა და მკურნალობისთვის, ასევე, სეზონური ალერგიის სიმპტომების შესამსუბუქებლად განკუთვნილი პრეპარატია, რომელიც გამოდის ტაბლეტების სახით და შეგიძლიათ შეიძინოთ პსპ-ს აფთიაქებში.
რისგან შედგება პრეპარატი მონკასტა და როგორია მისი მოქმედების მექანიზმი?
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account