აქსიტოპი - კანთან დაკავშირებული სამედიცინო მდგომარეობების სამკურნალო საშუალება

აქსიტოპის (Axytop) შამპუნი და კრემი კანთან დაკავშირებული სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობის სამკურნალოდ არის განკუთვნილი. მოდით, პირველ რიგში, თითოეული მათგანის ჩვენება განვიხილოთ:

 

შამპუნი:

 

  • სებორეული დერმატიტი;
  • თავის პიტირიაზი (კანის დაავადება, რომელიც ქერტლის მსგავსი აქერცვლით ხასიათდება);
  • ნაირფერი პიტირიაზი;

 

ზემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მდგომარეობები შეიძლება დაკავშირებული იყოს სოკოსთან — Pityrosporum (Malassezia).

 

კრემი:

 

  • კანის კანდიდოზი (ვულვიტის ჩათვლით);
  • tinea (სებორეული დერმატიტი და ნაირფერი ლიქენი, რომლებიც გამოწვეულია Pityrosporum-ით);
  • კანის დერმატოფიტური ინფექციები (სოკოების ჯგუფის მიერ გამოწვეული მიკოზური ინფექციები, რომლებიც ჩვეულებრივ ლოკალიზებულია კანის, თმის ან ფრჩხილების ზედაპირულ შრეებზე), როგორებიც არის: tinea corporis, tinea pedis, tinea manus, tinea cruris — ინფექციები, რომელთა გამომწვევიც არის Epidermophyton spp., Microsporon spp., Trichophyton spp.

 

აქსიტოპის შამპუნისა და კრემის შეძენას პსპ-ს აფთიაქებში შეძლებთ.

როგორია აქსიტოპის გამოყენების წესები და დოზირება?

 

აქსიტოპის კრემი და შამპუნი გამოიყენება მოზრდილ ადამიანებში, მოზარდებისა და ხანდაზმულების ჩათვლით. შამპუნის მოხმარების წესი ასეთია: 

 

  • თმა და სკალპი წყლით მთლიანად დაისველეთ;
  • თავზე სითხე იმ რაოდენობით წაისვით, რომ დასაბანად საკმარისი ქაფი წარმოიქმნას. შამპუნი სკალპში ნაზად შეიზილეთ, 3-5 წუთის განმავლობაში ასე დატოვეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ.

 

რაც შეეხება დოზირებას, მოდით, ის სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობისთვის განვიხილოთ:

 

  • სებორეული დერმატიტი და ქერტლი: კვირაში ორჯერ, 2-4 კვირის განმავლობაში.

პროფილაქტიკა: 1-2 კვირაში ერთხელ.

  • ნაირფერი პიტირიაზი: დღეში ერთხელ, მაქსიმუმ 5 დღის განმავლობაში.

პროფილაქტიკა: მკურნალობის ერთი კურსისას შეიძლება გამოყენებულ იქნას დღეში ერთხელ, მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში მზეზე გასვლამდე.

 

როგორ გამოიყენება აქსიტოპის მალამო 

 

Tinea pedis-ის შემთხვევაში, კრემი დაზიანებულ უბანზე დღეში ორჯერ გამოიყენება. მსუბუქი ინფექციებისთვის მკურნალობის ხანგრძლივობა, როგორც წესი, 1 კვირას შეადგენს. უფრო მძიმე და ვრცელი ინფექციების შემთხვევაში, რეციდივების გამოსარიცხად, მკურნალობა ნიშნებისა და სიმპტომების გაქრობიდან რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.

 

მალამოს გამოყენება დაზიანებულ უბნებზე ყოველდღიურად, ინფექციის სიმწვავიდან გამომდინარე უნდა მოხდეს.

 

მკურნალობა ყველა ნიშნისა და სიმპტომის გაქრობიდან რამდენიმე დღის მანძილზე უნდა გაგრძელდეს. კურსის ხანგრძლივობა tinea corporis-ის შემთხვევაში – 3-4 კვირას შეადგენს, ხოლო tinea versicolr-ის სამკურნალოდ – 2-3 კვირას.

 

თუ მკურნალობის 4-კვირიანი პერიოდის შემდეგ პაციენტს არანაირი კლინიკური გაუმჯობესება არ აღენიშნება, საჭიროა დიაგნოზის გადახედვა. ინფექციის განმეორების თავიდან ასაცილებლად კი, მის კერასთან მიმართებაში აუცილებელია ზოგადი ჰიგიენური ზომების მიღება.

 

შამპუნისა და კრემის შემთხვევით შიგნით მიღებისას დამხმარე და სიმპტომური ზომები უნდა გატარდეს. ასპირაციის პრევენციისთვის კუჭის ამორეცხვა და ღებინება არ უნდა მოხდეს.

 

როგორია აქსიტოპის უკუჩვენებები?

 

როგორც შამპუნის, ისე კრემის ანოტაციაში მითითებულია, რომ აქსიტოპი არ უნდა გამოიყენონ პაციენტებმა, რომლებსაც მისი ინგრედიენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა აღენიშნებათ.

 

რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს კრემს?

 

აქსიტოპის კრემის ზოგადი გვერდითი ეფექტები ასეთია:

 

  • კანის წვის შეგრძნება;
  • ქავილი და/ან ერითემა (კანის ნებისმიერი პათოლოგიური სიწითლე) დატანის ადგილზე.

 

შამპუნის ანოტაციაში კი გვერდითი მოვლენები მითითებული არ არის.


გაითვალისწინეთ: ნებისმიერი შემთხვევაში, აქსიტოპის შამპუნი და კრემი ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე უნდა გამოიყენოთ და არა — თვითნებურად.