
იმპოტენცია, იგივე სექსუალური დისფუნქცია არის მდგომარეობა, რომელიც კაცებში გამოხატულია ერექციის მიღწევის შეუძლებლობაში. ქალებში კი სექსუალური დისფუნქცია გამოიხატება სექსუალური ლტოლვის შემცირებასა და სექსუალური აღგზნების ან ორგაზმის მიღწევის უუნარობაში.
იმპოტენცია შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მათ შორისაა ფსიქოგენური, ნეიროგენული, სისხლძარღვოვანი, ენდოკრინული და ორგანული ფაქტორები.
პრობლემის მოგვარებას შეიძლება ხელი შეუწყოს ფიზიკურმა აქტივობამ, ალკოჰოლისა და ნიკოტინის შემცირებამ, ჯანსაღმა კვებამ და ა.შ. თუმცა ამასთან ერთად, რეკომენდებულია იმპოტენციის სამკურნალო მედიკამენტების მიღებაც. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტია მენემაქსი, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ PSP-ის აფთიაქებში.
პრეპარატი მენემაქსი ნაჩვენებია ერექციული დისფუნქციის, იმპოტენციისა და ლიბიდოს დაქვეითების სამკურნალოდ.
როგორია მენემაქსის შედგენილობა და მოქმედების მექანიზმი
მედიკამენტი მენემაქსი გამოდის კაფსულების სახით და თითოეული კაფსული შეიცავს: L-არგინინი (500 მგ); ტრიბულუსი (150 მგ); იოჰიმბინი (25 მგ); ეპიმედიუმი (50 მგ); ტონგკატ ალი (40 მგ); Maca-ს ექსტრაქტი (40 მგ); ციმბირული ჟენშენი (30 მგ); გინგკო ბილობა (30 მგ); თუთია (30 მგ); სელენი (0.2 მგ); B ჯგუფის ვიტამინები (Vitamin B3 (10 მგ), Vitamin B6 (2 მგ), Vitamin B9 (0.2 მგ), Vitamin B12 (0.002 მგ).
მოდით განვიხილოთ თითოეული შემადგენელი ნივთიერება და მათი მოქმედების მექანიზმი:
L-არგინინი – მნიშვნელოვანი ამინომჟავაა, რომელიც ზრდის სისხლის მიწოდებას ყველა სასიცოცხლო ორგანოში, განსაკუთრებით მამაკაცის სასქესო ორგანოში. ამის შედეგად ხდება ერექციის გაუმჯობესება.
ტრიბულუსი – ზრდის ჰიპოფიზის მიერ მალუთეინიზირებელი ჰორმონის გამომუშავებას, რაც იწვევს ორგანიზმის მიერ ტესტოსტერონის გამომუშავების სტიმულაციას და ზრდის ლიბიდოს და ორგასტური შეგრძნებების მომატებას.
იოჰიმბინი – არის ბუნებრივი აფროდიზიაკი, რომელსაც გააჩნია სხეულის პერიფერიულ ნაწილებზე სისხლის მიმოქცევის აღმდგენი მოქმედება. იგი სელექტიურად ბლოკავს პრესინაფსურ ალფა-2 რეცეპტორებს.
ეპიმედიუმი – მცენარეული აფროდიზიაკია, რომელიც აუმჯობესებს მამაკაცთა სექსუალურ ფუნქციას და ააქტიურებს სპერმატოგენეზს, იგი იწვევს მღვიმოვანი სხეულის გლუვი კუნთების მოდუნებას, არტერიების გაფართოებას და მამაკაცის სასქესო ორგანოში სისხლის ნაკადის ზრდას.
ტონგკატ ალი - მცენარეული აფროდიზიაკი და მატონიზირებელი საშუალებაა, რომელიც ამაღლებს ტესტოსტერონის დონეს. ასევე აქვეითებს მღვიმოვანი სხეულის გლუვი კუნთების ტონუსს და აუმჯობესებს რის მამაკაცის სასქესო ორგანოს სისხლით მომარაგების პროცესს.
Maca-ს ექსტრაქტი – ტრადიციული აფროდიზიაკია, რომელიც ჰორმონალური ფონის შეუცვლელად აუმჯობესებს ლიბიდოს და სექსუალურ ფუქციას. ზრდის სპერმატოზოიდების რაოდენობას და მათი მოძრაობის უნარს. ეფექტურია ტიპური ანტიდეპრესანტებით გამოწვეული ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ. Maca მდიდარია ესენციური ამინომჟავებით, ალკალოიდებითა და საპონინებით, ასევე ცხიმოვანი მჟავებით, მინერალებით: Ca, P, Mg, K, Na, Cu, Zn, I, Fe , Mn, და ვიტამინებით: C, B1 და B2.
ციმბირული ჟენშენი - მასში შემავალი ელეუტეროზიდებისა და პოლისაქარიდების მეშვეობით, ახდენს მძლავრ იმუნომასტიმულირებელ და ანაბოლურ მოქმედებას, აძლიერებს კუნთებს და აქვეითებს გლუკოზის დონეს სისხლში.
გინკო ბილობა - ერექციული დისფუნქციის სამკურნალო ეფექტიანი ნივთიერებაა, რომელიც შეიცავს 40-მდე ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს, მათ შორის ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებსა და ამინომჟავებს. იგი მამაკაცებში 75%-ით აუმჯობესებს ერექტიულ ფუნქციას.
თუთია - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ. იგი დიდი რაოდენობით კონცენტრირდება წინამდებარე ჯირკვალში, ამაღლებს ტესტოსტერონის დონეს, აუმჯობესებს მამაკაცურ პოტენციალს და ლიბიდოს.
სელენი – არის ანტიოქსიდანტი, რომელიც მონაწილეობს სათესლე ჯირკვლის განვითარებაში, სპერმატოგენეზში, ერექციისა და განაყოფიერების პროცესში, ასევე ზრდის სპერმატოზოიდების რაოდენობას.
B ჯგუფის ვიტამინები (B3, B6, B9, B12) - აძლიერებენ ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალებების მოქმედებას.
როგორია პრეპარატის მიღების წესი და რეკომენდებული დოზები?
მენემაქსი მიიღება ექიმის დანიშნულების გარეშეც. რეკომენდებული დოზაა - 1 კაფსული დღეში 1-ჯერ. მკურნალობის კურსი უნდა გაგრძელდეს 3-6 თვე.
ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი პარალელურად იღებს წნევის დამწევ საშუალებებს, ანტიდეპრესანტებს და ანტიკოაგულანტებს.
იწვევს თუ არა პრეპარატი სერიოზულ გვერდითი მოვლენებს?
მენემაქსის მიღებას, ჩვეულებრივ, არ ახლავს გვერდითი მოვლენები. იშვიათად შეიძლება მან გამოიწვიოს მსუბუქი ჰიპოტენზია და მისი თანმდევი სიმპტომები.
პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია იმ პირებისთვის, რომლებსაც აქვთ ინდივიდუალური აუტანლობა მენემაქსში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გაფრთხილება: მენემაქსის მიღებისას მნიშვნელოვანია არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას!
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account