აქციები და სიახლეები

  1. ფემინიტი — ვაგინალური სანთელი ვულვოვაგინიტის სამკურნალოდ

    ფემინიტი — ვაგინალური სანთელი ვულვოვაგინიტის სამკურნალოდ

    ფემინიტი ანტიბიოტიკების შემცველი, ადგილობრივი გამოყენების პრეპარატია. ის არგენტინაში იწარმოება და ვაგინალური სანთლების ფორმით არის ხელმისაწვდომი.

    ფემინიტის ვაგინალური სუპოზიტორია მეტრონიდაზოლს (300,00 მგ), მიკონაზოლის ნიტრატს (100,00 მგ), ნეომიცინის სულფატს (48,80 მგ), აზიურ ცენტელასა (15,00 მგ) და პოლიმიქსინის B სულფატს (4,40 მგ) შეიცავს.

    ერთ შეფუთვაში ფემინიტის 6 ან 12 ვაგინალური სანთელია. პრეპარატი PSP-ის აფთიაქებში რეცეპტის გარეშე გაიცემა.

    რისთვის იყენებენ ფემინიტს?

    Read more »
  2. აქვა მარისი — პრეპარატი, რომელიც ცხვირის ღრუს გაჯანსაღებას უზრუნველყოფს

    აქვა მარისი — პრეპარატი, რომელიც ცხვირის ღრუს გაჯანსაღებას უზრუნველყოფს

    აქვა მარისი (Aqua maris) არის ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დასატენიანებელი საშუალება, რომელიც სპრეის სახით არის ხელმისაწვდომი. საგულისხმოა, რომ ეს პრეპარატი არ შეიცავს კონსერვანტებსა და ქიმიურ დანამატებს. 

     

    აქვა მარისის ანოტაციის თანახმად,

    Read more »
  3. ტრიხოპოლი — ბაქტერიული და პარაზიტული ინფექციების სამკურნალოდ

    ტრიხოპოლი — ბაქტერიული და პარაზიტული ინფექციების სამკურნალოდ

    ტრიხოპოლი პოლონეთში წარმოებული პრეპარატია, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით მეტრონიდაზოლს შეიცავს. დამხმარე ნივთიერებების სახით მასში ასევე შედის მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, პოვიდონი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი და სტეარინმჟავა.

    მედიკამენტი პირის ღრუს გზით მისაღები და ვაგინალური ტაბლეტების სახით არის ხელმისაწვდომი. ტრიხოპოლის ვაგინალური სანთელი 500 მგ მეტრონიდაზოლს შეიცავს, პირის ღრუს გზით მისაღებ ერთ ტაბლეტში კი 250 მგ მეტრონიდაზოლი შედის.

    ტრიხოპოლი 500 მგ-ის ერთ შეკვრაში 10 ვაგინალური ტაბლეტია, ტრიხოპოლი 250 მგ-ის ერთ კოლოფში კი - 20 ტაბლეტი. PSP-ის აფთიაქებში პრეპარატი ორივე ფორმით ექიმის რეცეპტის საფუძველზე გაიცემა.

    რა არის ტრიპხოლი და რისთვის იყენებენ მას?

    Read more »
  4. ორლიპი — ჭარბი წონის საწინააღმდეგო საშუალება

    ორლიპი — ჭარბი წონის საწინააღმდეგო საშუალება

    ორლიპი (Orlip)  ფართოდ გავრცელებული სამკურნალო საშუალებაა, რომელიც ძირითადად სიმსუქნისა და სხეულის ჭარბი წონის სამკურნალოდ გამოიყენება, იმ შემთხვევაში როდესაც დიეტისა და ფიზიკური აქტივობის საშუალებით წონის კონტროლი რთულია. მისი მთავარი მიზანი ორგანიზმის მიერ საკვების ცხიმების შეწოვის შემცირებაა, რაც ხელს უწყობს წონის კლებას და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. 

     

    პრეპარატი შეიცავს  აქტიური ნივთიერება ორლისტატის, რომელიც მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაში და ინჰიბირებს (ბლოკავს) ლიპაზას – ფერმენტს, რომელიც ცვლის საკვების ცხიმს. 

     

    ქვემოთ უფრო დეტალურად გავერკვეთ ორლიპის მოქმედების მექანიზმში.

    რა ჩვენებების დროს ინიშნება  და როგორ მოქმედებს ორლიპი? 

    Read more »
  5. რა არის თავბრუსხვევა და რას შეუძლია მისი გამოწვევა

    რა არის თავბრუსხვევა და რას შეუძლია მისი გამოწვევა

    თავბრუსხვევა საკმაოდ გავრცელებული ჩივილია, რომლითაც ექიმებს ხშირად მიმართავენ. ამ ყველასთვის ნაცნობი სიმპტომის გამომწვევი მიზეზი ბევრნაირი არსებობს, მათ ცოტა მოგვიანებით განვიხილავთ, ახლა კი, შეგვიძლია დავსვათ კითხვა თუ რა არის თავბრუსხვევა. 

     

    თავბრუსხვევის აღწერისას შეგვიძლია მოვიშველიოთ შეგრძნებები, როგორიცაა სისუსტე, არამდგრადობა ან წონასწორობის დაკარგვა. წონასწორობის და კოორდინაციის დარღვევების მთავარი ადრესატი ჩვენი

    Read more »
  6. ხერხემლის ტკივილი — გამომწვევი მიზეზები მდებარეობის მიხედვით

    ხერხემლის ტკივილი — გამომწვევი მიზეზები მდებარეობის მიხედვით

    ხერხემლის ტკივილი ფართოდ გავრცელებული წუხილია, რომლითაც ექიმებს მიმართავენ. ხერხემლის ან ზურგის ტკივილის საკმაოდ ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, აქ მხოლოდ ზოგადი დაავადებების მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ. 

     

    ზოგადად ხერხემლის ტკივილის სიმპტომების შემჩნევისას რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია. როცა ტკივილებით შეწუხებული გადაწყვეტთ ექიმთან კონსულტაციას უმჯობესია, მას რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიაწოდოთ, მაგალითად თუ როგორი სიმპტომები ახლავს თან ტკივილის. ასევე ის თუ კონკრეტულად რა სახის ტკივილთან გვაქვს საქმე და ხერხემლის რომელ ნაწილში შეიგრძნობა ის.

    ხერხემლის ტკივილი მისი მდებარეობის მიხედვით  

    ხერხემალი ჩვენს ორგანიზმში ბევრ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, ის ძირითადად 33 მცირე ძვლისგან, მალისგან, შედგება, რომლებიც დაკავშირებულია ფასეტური სახსრებით და გადაჭმულია თავის ქალიდან გავის ძვლის ჩათვლით. ხერხემლის ფართობს ოთხ

    Read more »
გვერდი
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy