
ორლიპი (Orlip) ფართოდ გავრცელებული სამკურნალო საშუალებაა, რომელიც ძირითადად სიმსუქნისა და სხეულის ჭარბი წონის სამკურნალოდ გამოიყენება, იმ შემთხვევაში როდესაც დიეტისა და ფიზიკური აქტივობის საშუალებით წონის კონტროლი რთულია. მისი მთავარი მიზანი ორგანიზმის მიერ საკვების ცხიმების შეწოვის შემცირებაა, რაც ხელს უწყობს წონის კლებას და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
პრეპარატი შეიცავს აქტიური ნივთიერება ორლისტატის, რომელიც მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაში და ინჰიბირებს (ბლოკავს) ლიპაზას – ფერმენტს, რომელიც ცვლის საკვების ცხიმს.
ქვემოთ უფრო დეტალურად გავერკვეთ ორლიპის მოქმედების მექანიზმში.
რა ჩვენებების დროს ინიშნება და როგორ მოქმედებს ორლიპი?
ორლიპი 122 მგ ინიშნება სიმსუქნისა და სხეულის ჭარბი წონის დროს, ჰიპოკალორიულ დიეტასთან ერთად.
მისი მოქმედების მექანიზმი ეფუძნება ლიპაზების აქტიურ უბნებთან კოვალენტური ბმების წარმოქმნას, რაც ლიპაზების ინაქტივაციას და საკვების ცხიმების დაშლის შეფერხებას იწვევს. შედეგად, ცხიმები პრაქტიკულად არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ორგანიზმი კალორიულ ნაკლებობას განიცდის, რაც იწვევს წონის შემცირებას. მიღებული დოზის 97% გამოიყოფა ფეკალური მასებით, მათ შორის 83% - შეუცვლელი სახით. ორლისტატის სრული ელიმინაციის დრო შეადგენს 3-5 დღეს.
ამგვარად, პრეპარატის სისტემატური გამოყენებით პაციენტს საშუალება აქვს დაამარცხოს ჭარბწონიანობა, შეამციროს წონა და გაიუმჯობესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა.
როგორი გვერდითი მოვლენებით ხასიათდება პრეპარატი?
როგორც წესი, პრეპარატის გვერდითი ეფექტები ძირითადი კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან არის დაკავშირებული და იგი ვლინდება გარდამავალი ხასიათით. აღნიშნული მოვლენები არასისტემური ხასიათისაა და ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან პირველი 3 თვის განმავლობაში. ქევმოთ გამოვყოთ ისინი:
საჭმლის მომნელებელი სისტემის შემთხვევაში:
- დეფეკაციის გახშირება;
- განავლის გათხიერება და მასში ცხიმის რაოდენობის გაზრდა;
- ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის და სწორი ნაწლავის არეში;
- მეტეორიზმი;
- დეფეკაციის მოთხოვნილება.
ალერგიული რეაქციები:
- კანზე გამონაყარი;
- ქავილი;
- ანგიონევროზული შეშუპება;
- ანაფილაქსიური რეაქციები.
როგორ და რა დოზირებით გამოვიყენოთ პრეპარატი — ორლიპოს ინსტრუქცია
პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, რომელიც მისი დანიშვნის საჭიროებას პაციენტის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრის შემდეგ დაადგენს.
როგორც წესი, კაფსულის მიღების დოზირება შემდეგია: თითო კაფსული (120 მგ) დღეში 3-ჯერ თითოეულ კვებაზე.
რაც შეეხება მისი მიღების წესს: პაციენტმა პრეპარატი უნდა მიიღოს ჭამის დროს ან ჭამიდან არაუგვიანეს 1 საათისა.
იმ შემთხვევაში თუ კვებას გამოტოვებთ ან საკვები არ შეიცავს ცხიმს, შესაძლებელია პრეპარატის მიღების გამოტოვებაც. ჩვეულებრივ, პრეპარატის რეკომენდებულ დოზაზე მეტის მიღება არ ზრდის მის თერაპიულ ეფექტურობას.
უსაფრთხოების ზომები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ორლიპის მიღებისას
ორლისტატით მკურნალობის დროს პაციენტი უმჯობესია იმყოფებოდეს ბალანსირებულ და ზომიერ ჰიპოკალორიულ დიეტაზე, რაც გულისხმობს საკვებში არაუმეტეს 30% ცხიმების შემცველობას.
როგორც წესი, საკვებ რაციონში ცხიმების უფრო მეტი შემცველობისას იზრდება კუჭ-ნაწლავის გვერდითი ეფექტების გამოვლინების ალბათობა. ნივთიერება ორლისტატით მკურნალობის დროს რეკომენდებულია ცხიმების დღიური რაოდენობა თანაბრად გადანაწილდეს თითოეულ კვებაზე.
გასახდომად ორლიპით მკურნალობის დროს პაციენტის წონის კლების ფონზე შეიძლება განვითარდეს სიმსუქნის თანმდევი პათოლოგიები – არტერიული ჰიპერტენზია, ლიპიდური ცვლის დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი. ამ შემთხვევაში საჭიროა პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის შემცირება.
ორლისტატის მიღებისას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შესაძლოა შემცირდეს ცხიმში ხსნადი ვიტამინების და ბეტა-კაროტინის შეწოვა. ორლისტატის უსაფრთხოება და ეფექტიანობა, პაციენტებში ღვიძლის და/ან თირკმლების ფუნქციური უკმარისობით, დადგენილი არ არის.
პრეპარატის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის ბავშვებში, ასევე, უსაფრთხოების კლინიკური მტკიცებულებების არარსებობის გამო, ორლიპი არ ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში.
აქვე შეგახსენებთ, ყველა სახის გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო გართულებები.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account