
ტრიხოპოლი პოლონეთში წარმოებული პრეპარატია, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით მეტრონიდაზოლს შეიცავს. დამხმარე ნივთიერებების სახით მასში ასევე შედის მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, პოვიდონი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი და სტეარინმჟავა.
მედიკამენტი პირის ღრუს გზით მისაღები და ვაგინალური ტაბლეტების სახით არის ხელმისაწვდომი. ტრიხოპოლის ვაგინალური სანთელი 500 მგ მეტრონიდაზოლს შეიცავს, პირის ღრუს გზით მისაღებ ერთ ტაბლეტში კი 250 მგ მეტრონიდაზოლი შედის.
ტრიხოპოლი 500 მგ-ის ერთ შეკვრაში 10 ვაგინალური ტაბლეტია, ტრიხოპოლი 250 მგ-ის ერთ კოლოფში კი - 20 ტაბლეტი. PSP-ის აფთიაქებში პრეპარატი ორივე ფორმით ექიმის რეცეპტის საფუძველზე გაიცემა.
რა არის ტრიპხოლი და რისთვის იყენებენ მას?
ტრიპხოლი ანტიბაქტერიული პრეპარატია, რომლის ვაგინალური სანთლებიც ტრიქომონადური და არასპეციფიკური ვაგინიტების დროს გამოიყენება.
მას მიმართავენ ბაქტერიული ვაგინიტის, ასევე მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს, როგორიცაა ენდომეტრიტი, სალპინგიტი, პელვიოპერიტონიტი, ტუბოვარიალური აბსცესი დროს, კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.
პრეპარატს იყენებენ ლამბლიოზისა და ამებიაზის შემთხვევაში. ჩვეულებრივ ანტიბიოტიკებთან ერთად ის ინიშნება ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების და შერეული ბაქტერიული ინფექციების დროს.
ბისმუთის პრეპარატებსა და ანტიბიოტიკებთან ერთად ტრიპხოლი რეკომენდებულია Helicobacter pylori ინფექციების მკურნალობისას თორმეტგოჯა ნაწლავის ან კუჭის წყლულით დაავადებული პაციენტებისთვის.
პრეპარატის მიღების წესი და დოზირება
დღეში ერთხელ მისაღებად რეკომენდებულია ტრიპხოლის ერთი ვაგინალური ტაბლეტი. მკურნალობა 7-10 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.
გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატში შემავალი მეტრონიდაზოლით მკურნალობის ხანგრძლივობა 10 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. გარდა ამისა, მკურნალობის კურსის გამეორება არ არის რეკომენდებული წელიწადში 2-3-ზე მეტჯერ.
რაც შეეხება ვაგინალური ტაბლეტების გამოყენების წესს, კონტურული შეფუთვიდან ტაბლეტი მაკრატლის დახმარებით უნდა ამოიღოთ, კონტურის გასწვრივ აპკის გაჭრის გზით. ამის შემდეგ, შეგიძლიათ, ტაბლეტი ანადუღარი, გაციებული წყლით დაასველოთ და საშოში ღრმად მოათავსოთ.
პირის ღრუს გზით მისაღები ტაბლეტების ფორმით გამოყენებისას, მკურნალობა ორივე სექსუალური პარტნიორის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს.
როგორც ქალების, ასევე მამაკაცების შემთხვევაში პერორალურად რეკომენდებულია 250 მგ 2-ჯერ დღეში. სასურველია, ტაბლეტები დილას და საღამოს, ჭამის დროს მიიღოთ. მკურნალობა 10 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.
ამებიაზის დროს, მოზრდილების შემთხვევაში, პერორალურად რეკომენდებული დოზა 750 მგ-ს, 3 ტაბლეტს შეადგენს, დღეში 3-ჯერ მისაღებად. მკურნალობის კურსი 5-დან 10 დღემდე უნდა გაგრძელდეს.
ბავშვების შემთხვევაში, ინიშნება 35-50 მგ/კგ სხეულის მასის წონაზე დღე-ღამეში, დღეში 3-ჯერ მისაღებად. მკურნალობა 10 დღის განმავლობაში გრძელდება.
ლამბლიოზის დროს, ბავშვებში, პერორალურად მისაღები ტაბლეტები ინიშნება შემდეგი დოზირებითა და რეჟიმით:
- 2-დან 5 წლამდე რეკომენდებულია 1/2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, სადღეღამისო დოზა 250 მგ-ს შეადგენს.
- 6-დან 10 წლამდე ინიშნება 1/2 ტაბლეტი, 3-ჯერ დღეში, სადღეღამისო დოზა 375 მგ-ს შეადგენს.
- 10 წლის ზევით რეკომენდებულია 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, სადღეღამისო დოზა 500 მგ-ს შეადგენს.
პრეპარატი ბავშვებს დილასა და საღამოს, 5-10 დღის განმავლობაში უნდა მივცეთ. საჭიროების შემთხვევაში, 4-6 კვირის შემდეგ, შესაძლებელია მკურნალობის კურსის განმეორება.
ანაერობული ინფექციების დროს, მეტრონიდაზოლის გამოყენება მონოთერაპიაში ან სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად შეიძლება. მკურნალობის პერიოდი 7 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.
მოზრდილებისა და 12 წელს ზევით ბავშვებში რეკომენდებულია 1-2 ტაბლეტი, დღეში 3-ჯერ, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მისაღებად.
ახალშობილებსა და 12 წლამდე ბავშვებში ინიშნება 7.5 მგ/კგ სხეულის მასის წონაზე, 3-ჯერ დღეში, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების პროფილაქტიკისთვის, მოზრდილებსა და 12 წელს ზევით ბავშვებში თავიდან რეკომენდებულია 1 გ, 4 ტაბლეტი ერთჯერადი დოზით. ამის შემდეგ თითო-თითო ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ უნდა მიიღოთ, ოპერაციისწინა შიმშილობის მომენტამდე.
5-დან 12 წლამდე ბავშვებში ინიშნება 125 მგ, ყოველი 8 საათის ინტერვალით, 2 დღე-ღამის განმავლობაში.
ახალშობილებსა და 5 წლამდე ბავშვებში რეკომენდებულია 5 მგ/კგ სხეულის მასისა, ყოველი 8 საათიანი ინტერვალით, ამ შემთხვევაშიც 2 დღე-ღამის განმავლობაში.
რა გვერდით მოვლენებს უნდა ველოდოთ ტრიხოპოლის გამოყენებისას
პრეპარატების დიდი ნაწილის მსგავსად, გვერდითი მოვლენები ტრიპხოლის მიღებასაც შეიძლება ახდეს თან. მათ შორის ვაგინალური სანთლების გამოყენების შემდეგ ზოგჯერ ქავილი, წვის შეგრძნება, ტკივილი და საშოს გაღიზიანება აღინიშნება. შეიძლება საშოდან სქელი, თეთრი, ლორწოვანი გამონადენიც შეინიშნოს, რომელიც უსუნოა ან მსუბუქი სუნი აქვს.
პრეპარატის მოხსნის შემდეგ ზოგჯერ გახშირებული შარდვა და საშოს კანდიდოზი ვლინდება.
რაც შეეხება სხვა გვერდით მოვლენებს, შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, გემოს შეგრძნების შეცვლა, პირის სიმშრალე, მადის დაქვეითება, სპასტიკური ტკივილები მუცლის ღრუში, გულისრევა, ღებინება, დიარეა ან ყაბზობა.
ალერგიული რეაქციებიდან ზოგჯერ აღინიშნება ჭინჭრის ციება, კანის საფარველის ქავილი და გამონაყარი. გარდა ამისა, პრეპარატმა შეიძლება თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, ასევე ლეიკოპენია ან ლეიკოციტოზი და სხვა გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account