
ხერხემლის ტკივილი ფართოდ გავრცელებული წუხილია, რომლითაც ექიმებს მიმართავენ. ხერხემლის ან ზურგის ტკივილის საკმაოდ ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, აქ მხოლოდ ზოგადი დაავადებების მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ.
ზოგადად ხერხემლის ტკივილის სიმპტომების შემჩნევისას რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია. როცა ტკივილებით შეწუხებული გადაწყვეტთ ექიმთან კონსულტაციას უმჯობესია, მას რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიაწოდოთ, მაგალითად თუ როგორი სიმპტომები ახლავს თან ტკივილის. ასევე ის თუ კონკრეტულად რა სახის ტკივილთან გვაქვს საქმე და ხერხემლის რომელ ნაწილში შეიგრძნობა ის.
ხერხემლის ტკივილი მისი მდებარეობის მიხედვით
ხერხემალი ჩვენს ორგანიზმში ბევრ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, ის ძირითადად 33 მცირე ძვლისგან, მალისგან, შედგება, რომლებიც დაკავშირებულია ფასეტური სახსრებით და გადაჭმულია თავის ქალიდან გავის ძვლის ჩათვლით. ხერხემლის ფართობს ოთხ ნაწილად ყოფენ: კისრის, გულმკერდის, წელისა და კუდუსუნის მალებად.
რა იწვევს კისრის ტკივილს
კისრის ტკივილი საკმაოდ გავრცელებული უსიამოვნებაა. მას ხშირად თან ახლავს კუნთების დაჭიმულობის, სპაზმების, მოძრაობის შეზღუდვის და თავის ტკივილის სიმპტომები. კისრის ხერხემლის ტკივილი ძირითადად მსუბუქია და დიდ საფრთხეს არ უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. კისრის ხერხემლის პრობლემების გამომწვევი მიზეზებია:
- კუნთების დაჭიმულობა, როდესაც ხანგრძლივად, მოუხერხებელ პოზიციაში გვიჭირავს თავი;
- ასაკობრივი სახსრების გაცვეთა, როდესაც ორგანიზმი ხერხემლის მალებში ოსტეოფიტებს (მცირე ძვლოვანი გამონაზარდი) წარმოქმნის სახსრების დაზიანების გამოსწორებისთვის, ხშირად ოსტეოფიტები ზურგის ტვინიდან განტოტვილ ნერვულ ქსოვილს აწვებიან და გვაწუხებენ ტკივილით;
- სხვადასხვა ტრავმები, რომლებიც ხასიათდება კისრის უეცარი მოქნევით;
- დაავადებები მაგალითად: რევმატოიდული ართრიტი, მენინგიტი და სიმსივნე.
ხერხემლის ტკივილი გულმკერდის არეში
გულმკერდის ხერხემლის ტკივილის ხშირად თან ახლავს შებოჭილობის, კუნთების სპაზმების, შეშუპების, ნეკნებისა და მკერდის გარშემო დაბუჟების სიმპტომები. გარდა კუნთების დაჭიმულობის ან ტრავმებისა, ხერხემლის ამ ნაწილში ტკივილებს სხვა რიგი დაავადებებიც იწვევს.
გულმკერდის არეში ხერხემლის პრობლემები ხშირად დაკავშირებულია ხერხემლის ოსტეოპოროზთან. ეს დაავადება გულისხმობს, დროთა განმავლობაში, ძვლის მასის განახლების შემცირებას, შესაბამისად ძირითადად მოხუცებულ ასაკში ვლინდება.
ოსტეოპოროზის დროს ხერხემლის მალები იცვითება და ადვილად იშლება.
გულმკერდის ხერხემლის არეში ასევე გვხვდება მოზარდებში გავრცელებული დაავადება სკოლიოზი. გამრუდებული მალები წნეხში ამყოფებს ზურგის ტვინის ნერვულ ქსოვილს და იწვევს ტკივილის.
ხერხემლის ტკივილი წელის არეში
ხშირ შემთხვევაში, წელის ტკივილი შეძენილია და მალევე ცხრება, მაგალითად თუ გრძნობთ ხერხემლის ტკივილს ერთ წერტილში, რომელიც არ ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე და კონკრეტული მექანიკური მოქმედების შესრულებისას ვლინდება, მაშინ იცოდეთ, რომ ეს ტკივილი მალევე ჩაცხრება.
სიმპტომების შესამსუბუქებლად, განსაკუთრებით კი ტკივილის გაყუჩებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ალგესტინის გელი. წელის არეში ასევე გვხვდება დაავადებები, რომლებსაც შეიძლება დასჭირდეს მედიცინური ჩარევა.
მალთაშუა თიაქარი ან მალთაშუა დისკის თიაქარი ხერხემლის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება განვითარდეს, თუმცა ყველაზე მეტად წელის არეში გვხვდება. ის ძირითადად ხერხემლის ასაკობრივ გაცვეთასთან არის დაკავშირებული. ხერხემლის მალებს პატარა ელასტიკური დისკები ყოფენ, რომლებიც აიოლებენ მათ მოძრაობას. დისკების ცენტრი ჟელესებრი სითხისგან შედგება, მათი გარე შრის დაზიანების ან გაცვეთისას შიდა სითხე გამოიდევნება და შედეგად ვიღებთ დეფორმირებულ მალთაშუა დისკს.
ტკივილთან ერთად მალთაშუა დისკის თიაქარს ხშირად თან ახლავს დაბუჟების და სისუსტის სიმპტომები. თიაქრის მსგავსი სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს ხერხემლის სტენოზითაც. ხერხემლის სტენოზი გულისხმობს ხერხემლის არხის შევიწროებას, რაც შემდეგ ზურგის ტვინის ნერვულ ქსოვილს აწვება და ტკივილს იწვევს.
კუდუსუნის მალების ტკივილი
კუდუსუნის მალების ტკივილი ხშირად მოკლევადიანია და გამოწვეულია რამე ტრავმის, მაგალითად დაცემის, ან მყარ ზედაპირზე ხანგრძლივი ჯდომის შედეგად.
კუდუსუნის მალებში ასევე ართრიტის (სახსრების ანთება) სახით შეიძლება მოგვევლინოს ტკივილი. ჰორმონალური ცვლილებების და ნაყოფის ზრდასთან დაკავშირებული წნეხის გამო, ორსულობის ან მშობიარობის დროს საკმაოდ მოსალოდნელია კუდუსუნის მალების ტკივილი.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account