ვარფარინი (WARFARIN) არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად ან ამ სამედიცინო მდგომარეობის სამკურნალოდ. ის წარმოადგენს ანტიკოაგულანტს (სისხლის გამათხელებელი), რომელიც სისხლის შედედების უნარს ამცირებს.
ანოტაციის თანახმად, ამ პრეპარატის გამოყენების ჩვენებები ასეთია:
მწვავე ვენური თრომბოზი (მდგომარეობა, როდესაც ღრმა ვენებში, ძირითადად ქვედა კიდურებში, წარმოიქმნება სისხლის კოლტები (თრომბი), რაც ხელს უშლის სისხლის ნორმალურ დინებას) და ფილტვის არტერიის ემბოლია (ჰეპარინთან ერთად) — მყარი მასებით (როგორც წესი, სისხლის კოლტებით) ფილტვის არტერიის დახშობა;
ზენტელი (Zentel) მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიპარაზიტული მედიკამენტია, რომელიც გამოიყენება პარაზიტებით გამოწვეული სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობის სამკურნალოდ. ასეთებია:
ნემატოდოზები (ენტერობიოზი, ასკარიდოზი, ნეკატოროზი, ანკილოსტომიდოზი, ტრიქოცეფალოზი). საგულისხმოა, რომ ნემატოდოზები წარმოადგენს დაავადებათა ჯგუფს, რომლებიც გამოწვეულია ნემატოდებით — მრგვალი ჭიებით. ისინი პარაზიტულად ცხოვრობენ ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების ორგანიზმებში;
ლამბლიოზი (ნაწლავური ინფექცია, გამოწვეული პარაზიტი Giardia lamblia-თი);
სტრონგილოიდოზი (ინფექცია, რომელიც გამოწვეულია Strongyloides-ით, პარაზიტული ჭიით);
გრიპოსტოპი ლატვიაში წარმოებული პრეპარატია, რომელიც სიროფის ფორმით არის წარმოდგენილი. ის ბუნებრივი კომპონენტებისგან არის დამზადებული და პროპოლისს (0,31 გრ), ფიჭვის კვირტების ექსტრაქტს (0.31 გრ), ცაცხვის ყვავილების ექსტრაქტი (3,05 გრ), ასკორბინის მჟავას/ვიტამინი C (1,22 გრ), L-ლიზინსა (2,44 გრ) და ინულინს (3,67 გრ) შეიცავს.
პრეპარატი 100 მლ-იანი დოზირებით არის ხელმისაწვდომი. PSP-ის აფთიაქებში გრიპოსტოპი 100 მლ სიროფის შეძენა რეცეპტის გარეშე შეგიძლიათ.
ვალტრექსი თურქეთსა და ესპანეთში წარმოებული ანტივირუსული პრეპარატია, რომელიც ტაბლეტების ფორმით არის წარმოდგენილი. ის აქტიური ნივთიერების სახით ვალაციკლოვირს შეიცავს, რომლის დოზირება ტაბლეტებში განსხვავებულია. აფთიაქებში ხელმისაწვდომია
ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას მიგვიღია ტრავმა, სხეულზე გაგვჩენია სისხლჩაქცევა ან გვქონია დაჟეჟილობა. ბუნებრივია, პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებიც სწრაფად გაუმკლავდება არსებულ სიტუაციას, ამიტომაც საფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია მარტივად გამოსაყენებელი ანთების საწიინააღმდეგო – ალგესტინის გელი.
ტერბისილი ფარმაკოლოგიური საშუალებაა, რომელსაც სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. სანამ მის მოხმარებას დაიწყებთ, რეკომენდებულია, რომ სოკოვანი ინფექციის არსებობა ლაბორატორიულად დადასტურდეს. ამის შემდეგ, ექიმი გირჩევთ, რა ფორმითა და დოზირებით გამოიყენოთ პრეპარატი.
ის სამი სახითაა წარმოდგენილი: ტაბლეტები, კრემი და სპრეი. ტერბისილი თურქული და უნგრული წარმოებით გვხვდება.
ტერბისილის ანოტაცია
ტერბისილი, ხშირად მოხსენიებული როგორც ტერბიზილი ანტიმიკოტიკური საშუალებაა, რომელიც ალილამინების ჯგუფში ერთიანდება. მასში სხვადასხვა ნივთიერება შედის, რომელთაგანაც უმთავრესი მოქმედება ტერბინაფინს გააჩნია. კერძოდ, ესაა ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი, რომელსაც სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ის ტერბისილის სამივე ფორმაში გვხვდება.
ტერბინაფინი სოკოს უჯრედულ მემბრანაში სტეროლის ბიოსინთეზზე სქვალენეპოქსიდაზის დათრგუნვის გზით მოქმედებს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account