იზრუნე ჯანმრთელობაზე

  1. რა არის ფენიბუტი? — პრეპარატი, რომელიც ტვინს მუშაობაში ეხმარება

    რა არის ფენიბუტი? — პრეპარატი, რომელიც ტვინს მუშაობაში ეხმარება

    უკვე არაერთი ფარმაკოლოგიური საშუალება არსებობს, რომლებითაც შეგვიძლია, განწყობა და ფსიქოლოგიური ფუნქციონირება — მათ შორის მეხსიერება, ძილი და მოტივაცია — გავიუმჯობესოთ. ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტია ფენიბუტი, რომელიც ერთდროულად ფსიქოსტიმულატორი და ნოოტროპული საშუალებაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი მთავარი მიზანი ისაა, რომ ჩვენს ტვინს უკეთ მუშაობაში დაეხმაროს.  

    ფენიბუტსა და მსგავსი მოქმედების სხვა პრეპარატებს ძირითადად ექიმი ნიშნავს, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ მისი მიღება დამოუკიდებლად არ უნდა გადაწყვიტოთ. ბლოგში ფენიბუტის ანოტაციიდან მნიშვნელოვან დეტალებს გაგაცნობთ და ამ მედიკამენტს დეტალურად მიმოვიხილავთ. 

    Read more »
  2. რა არის რეტინოლი — ნივთიერება ნაოჭების წინააღმდეგ

    რა არის რეტინოლი — ნივთიერება ნაოჭების წინააღმდეგ

    რეტინოლი A ვიტამინის ცხიმში ხსნადი ფორმაა, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ჯანსაღი კანის, მხედველობისა და იმუნური ფუნქციის შენარჩუნებაში. 

    იგი ფართოდ გამოიყენება კანის მოვლის საშუალებებში მისი უნარის გამო, ხელი შეუწყოს უჯრედების ცვლას და კოლაგენის წარმოებას, რაც მას ეფექტურს ხდის კანზე გაჩენილი წვრილი ხაზების, ნაოჭების და აკნეს შესამცირებლად.

    რეტინოლი ღრმად აღწევს კანში და ასტიმულირებს ახალი უჯრედების წარმოქმნას. შედეგად კანი ხდება გლუვი და იძენს ერთიან, თანაბარ შეფერილობას, უმჯობესდება სტრუქტურაც.

    დერმატოლოგები ხშირად უსვამენ ხაზს, თუ რამდენად სასარგებლო და მნიშვნელოვანი პროდუქტია რეტინოლი სახისთვის. 

    როგორ და როდის გამოიყენება რეტინოლი?  

    კოლაგენის წარმოების სტიმულირებისთვის და ნაოჭების წინააღმდეგ საბრძოლველად

    Read more »
  3. ენტეროლი და მისი მოქმედების მექანიზმი ფაღარათის მკურნალობაში

    ენტეროლი და მისი მოქმედების მექანიზმი ფაღარათის მკურნალობაში

    ალბათ, ძნელად შეხვდებით ისეთ ადამიანს, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ ჰქონია ფაღარათი, ანუ დიარეა. იგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კლინიკური სიმპტომია, რომელიც ერთნაირად ვლინდება როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში. 

    დიარეის გამომწვევი შესაძლოა იყოს როგორც ვირუსები (როტავირუსი, ნოროვირუსი, საპოვირუსი, ადენოვირესების E ჯგუფი), ასევე ბაქტერიები (ეშერიხია, შიგელა, სალმონელა, კამპილობაქტერი, იერსინია, კლოსტრიდია და სხვა) და პარაზიტები (გიარდია დუოდენალისი). 

    როდის ვითარდება დიარეა?  

    დიარეა შესაძლოა განვითარდეს ისეთი მიზეზებით, როგორიცაა:

    • გარკვეული მედიკამენტების მიღება, როგორიცაა მაგალითად:
    Read more »
  4. ტრიმეიკი — პრეპარატი, რომელიც მაღალ არტერიულ წნევას ებრძვის

    ტრიმეიკი — პრეპარატი, რომელიც მაღალ არტერიულ წნევას ებრძვის

    მაღალი არტერიული წნევა, იგივე ჰიპერტენზია, არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმში სისხლი მომატებული წნევით მიმოიქცევა. ეს გულს უბიძგებს, მეტი ძალისხმევით იმუშაოს, რაც რისკის შემცველია. სწორედ ამიტომ, წნევის შესამცირებლად ექიმები პაციენტებს სხვადასხვა მედიკამენტს უნიშნავენ.

     

    ერთ-ერთი მათგანი ტრიმეიკია, აპკიანი გარსის მქონე ტაბლეტი, რომელშიც

    Read more »
  5. ჰემოქსიპარინი — თრომბის წარმოქმნისა და სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალება

    ჰემოქსიპარინი — თრომბის წარმოქმნისა და სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალება

    თრომბის წარმოქმნასა და სისხლის შედედებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნა შეუძლია, მაგრამ ამ

    Read more »
  6. დოპროკინი — რა უნდა ვიცოდეთ გულისრევის საწინააღმდეგო პრეპარატის მიღებამდე

    დოპროკინი — რა უნდა ვიცოდეთ გულისრევის საწინააღმდეგო პრეპარატის მიღებამდე

    ჯანმრთელობის შენარჩუნება, ალბათ, ადამიანის პროდუქტიულობის შენარჩუნების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მიუხედავად ამისა, მრავალი ინდივიდის წინაშე  ყოველდღიურად დგება პრობლემები, რომელთან ჭიდილსაც ჩვენი დრო, ენერგია და მოტივაცია ეწირება. 

    საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები ამის კარგი მაგალითია — ამ კუთხით ნებისმიერმა დარღვევამ შეიძლება ბევრი გეგმა შეგიცვალოს, ან  ხშირად, დისკომფორტისა და უხერხულობის წინაშეც დაგაყენოს. 

    დისპეფსიას (კუჭ-ნაწლავის ნორმალური მოქმედების მოშლა) თან ახლავს მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება — თითოეულ მათგანს კი შესწევს ძალა, ერთი ჩვეულებრივი დღე 24-საათიან ტანჯვად აქციოს. 

    კუჭ-ნაწლავის მოქმედების დარღვევით გამოწვეული დისკომფორტი სცდება ფიზიკურ საზღვრებს. ამ სიმპტომების მაღალი სიხშირით გამოვლენას ადამიანის დათრგუნვა, შფოთვების გამოწვევა, გამართული სოციალური ცხოვრებისგან ჩამოშორება შეუძლია.

    Read more »
გვერდი
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy