რისი წამალია დონორმილი — მედიკამენტის ანოტაცია

დონორმილი საძილე პრეპარატებისა და ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორების ფარმაკოლოგიური ჯგუფს მიეკუთვნება. მისი საერთაშორისო დასახელება დოქსილამინია, მედიკამენტის შედგენილობაშიც მოქმედი და აქტიური ნივთიერება სწორედ დოქსილამინია. 

 

სააფთიაქო ქსელებში დონორმილი სხვადასხვა ფორმით გვხვდება, მაგალითად:

 

პაციენტს, რომელსაც ძილის დარღვევები, ან უძილობა აწუხებს, შესაძლოა ექიმმა სწორედ დონორმილი დაუნიშნოს.

 

დონორმილი და განსაკუთრებული მითითებები

 

პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ დონორმილი არ უნდა მიიღოთ თვითნებურად. პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ექიმის დანიშნულებით. 

 

როდესაც დაიწყებთ დონორმილის მიღებას, უარი უნდა თქვათ პარალელურად ალკოჰოლის მოხმარებაზე. ასევე, თუკი მართავთ ავტომობილს, ან სხვა სატრანსპორტო საშუალებას, ყურადღებით იყავით, რადგანაც დონორმილის მიღების პარალელურად იზრდება ძილიანობის რისკი. 

 

ექიმთან კონსულტაციის დროს, სანამ დონორმილის გამოყენებას დაიწყებთ, აცნობეთ მას, თუკი იღებთ სხვა სამკურნალო პრეპარატებს. რადგანაც, მაგალითად, დონორმილის გამოყენება ბარბიტურატებთან, ბენზოდიაზეპინებთან, კლონიდინთან, ოპიოიდურ ანალგეზურ საშუალებებთან, ნეიროლეფსიურ და ანქსიოლიზურ საშუალებებთან ერთად აძლიერებს ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველ მოქმედებას. შესაბამისად, თქვენივე უსაფრთხოებისთვისაა მნიშვნელოვანი, წინასწარ ჩააყენოთ მკურნალი ექიმი საქმის კურსში სხვა პრეპარატებთან დაკავშირებით. 

 

თუკი დონორმილის მიღება დაიწყეთ და ისეთი სიმპტომები გამოიხატა, როგორიცაა კანის სიწითლე, სხეულის ტემპერატურის მატება, ძილიანობა დღის საათებშიც, თვალის გუგების გაფართოება, შფოთვა, აკომოდაციის დარღვევა, უხასიათობა, კრუნჩხვები, ან სხვა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას, რადგანაც ეს სიმპტომების აღწერილი დონორმილის დოზის გადაჭარბების ქვეთავში. შესაბამისად დაგჭირდებათ სიმპტომური მკურნალობა. 

 

როგორია გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები

 

შარდვის გაძნელება, აკომოდაციის დარღვევა, პირის სიმშრალე, ყაბზობა, ძილიანობა დღის საათებში არის გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს დონორმილის მიღებისას. ამიტომ ყურადღებით იყავით და ნებისმიერ საეჭვო გამოვლინებაზე, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. 

 

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე უკუჩვენებების გათვალისწინება, ანუ შემთხვევები, როდესაც დონორმილი საერთოდ არ უნდა მიიღოთ. 

 

პირველ რიგში ყურადღებით გაეცანით მედიკამენტის შედგენილობას და თუკი, რომელიმე კომპონენტის მიმართ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა, ან ალერგიული რეაქცია აღგენიშნებათ, არ მიიღოთ დონორმილი. 

 

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ დონორმილი საერთოდ არ, ან სიფრთხილით ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ამ პერიოდში პრეპარატის დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ექიმმა, რისკებისა და სარგელის შეჯერებით. არ უნდა მიიღონ დონორმილი ბავშვებმა და 15 წლამდე მოზარდებმა, ასევე პაციენტებმა, რომელთაც აწუხებთ გლაუკომა და წინამდებარე ჯირკვლის ადენომით გამოწვეული შარდვის გაძნელება. 

 

ანოტაციის მიხედვით, დონორმილი ამცირებს ჩაძინების პერიოდს, ზრდის ძილიანობის ხანგრძლივობასა და ხარისხს და არ ცვლის ძილის ფაზებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 

 

როგორც ანოტაციაში, მიღების წესის ქვეთავში წერია, მედიკამენტი დაძინებამდე 15 წუთით ადრე უნდა მიიღოთ, თუმცა დეტალები, ბუნებრივია, თქვენს მკურნალ ექიმთან უნდა შეათანხმოთ.