სტრესი ძლიერი ტრიგერია, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ორგანიზმის ყველა სისტემაზე. ემოციური, ფიზიკური და ინტელექტუალური გადატვირთვა ძირითადად გამოიხატება შემდეგი სახით:
გაღიზიანებადობა და შფოთვა – ეს არის ყველაზე გავრცელებული რეაქცია სტრესზე, რაც გავლენას ახდენს, როგორც პირად მდგომარეობაზე, ისე სოციალურ ურთიერთობებზე;
გუნება-განწყობილების გაუარესება – დეპრესიის ნიშნები ხშირადაა დაკავშირებული სტრესთან;
მეხსიერებისა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება – გრძელვადიანი სტრესი აზიანებს ტვინის ფუნქციებს;
უძილობა – სტრესი ხშირად არღვევს ძილის ნორმალურ რეჟიმს.
პარლაზინი უნგურლი წარმოების ალერგიის სიმპტომების საწინააღმდეგო პრეპარატია. ის ფარმაცევტულ მაღაზიებში ექიმის რეცეპტის გარეშე, უშუალოდ დახლიდან გაიცემა.
ამ ბლოგში გთავაზობთ მოკლე გზამკვლევს მის შესახებ, ასევე განვიხილავთ თუ როგორ მოქმედებს პრალაზინი ჩვენს ორგანიზმზე და როდის არის მიზანშეწონილი მისი გამოყენება. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მკურნალობაში.
პრეპარატის აღწერა — როდის და რა დოზით გამოიყენება ის
სობიკორი სლოვენიაში წარმოებული პრეპარატია, რომელიც ტაბლეტების სახით არის წარმოდგენილი. ის აქტიურ ნივთიერება ბისოპროლოლს შეიცავს და ჰიპერტონიის და სტენოკარდიის სამკურნალოდ გამოიყენება.
სობიკორის ტაბლეტებში ბისოპროლოლის დოზირება განსხვავებულია. აფთიაქებში სობიკორი 2,5მგ,სობიკორი 5მგ და სობიკორი 10მგ-ია ხელმისაწვდომი. პრეპარატის ერთ შეკვრაში 30 ტაბლეტია.
ინფექციურ დაავადებათა ფართო ლანდშაფტზე, სოკოვანი დაავადებები უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს – ისინი განსაკუთრებით დიდ პრობლემას წარმოადგენენ მათთვის, ვისაც სხვადასხვა მიზეზით (ქიმიოთერაპია, ორგანოების გადანერგვა, აივ ინფექცია და ა.შ) იმუნიტეტი დაქვეითებული აქვს.
ბაქტერიული ინფექციებისგან განსხვავებით, რომლებიც, უმრავლეს შემთხვევაში, ანტიბიოტიკებით მკურნალობას ექვემდებარებიან, სოკოვან ინფექციას ბევრად კომპლექსური დაბრკოლებების წარმოქმნა შეუძლია – რეზისტენტულობა მკურნალობის მიმართ, ქრონიკული გვერდითი ინფექციები და ზოგჯერ მკურნალობასთან დაკავშირებული მძიმე გვერდითი ეფექტებიც კი.
სოკოვანი ინფექციების გახშირების ტენდენცია და კონკრეტული მედიკამენტების მიმართ რეზისტენტული ფორმების გაჩენა ეფექტიანი სამკურნალო საშუალების მნიშვნელობას ერთიორად ზრდის.
მიუხედავად იმისა, რომ სოკოს საწინააღმდეგო არაერთი პრეპარატი არსებობს, კონკრეტულ მდგომარეობას
დეპრესია ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ-ერთი გავრცელებული დარღვევაა, რომელიც მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს სხვადასხვა ფორმით. მას თან ახლავს მოწყენილობა, დაღლილობის შეგრძნება და ინტერესის კარგვა ისეთი რაღაცების მიმართ, რაც ადრე გაბედნიერებდათ.
ბუნებრივია, დეპრესია არ გამოიხატება მხოლოდ შინაგანი გრძნობებითა და ეფექტებით — ის თანაბრად ზემოქმედებს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, პირად ურთიერთობებზე და, ზოგადად, ცხოვრების ხარისხზე. საზოგადოება დეპრესიას, ხშირად, ზედაპირულად, პრიმიტიულად იაზრებს და მკურნალობას აუცილებლად არ თვლის — ეს დიდი შეცდომაა, რადგან სათანადოდ მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, დეპრესიის გავლენით უმძიმესი შედეგებიც დადგეს.
შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მედიკამენტურ მკურნალობას, რომელიც დაგეხმარებათ, დაიბრუნოთ კონტროლი ემოციებსა და ყოველდღიურობაზე. ერთ-ერთი ასეთი საშუალება ციპრალექსია, მედიკამენტი, რომელმაც
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account