
ინფექციურ დაავადებათა ფართო ლანდშაფტზე, სოკოვანი დაავადებები უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს – ისინი განსაკუთრებით დიდ პრობლემას წარმოადგენენ მათთვის, ვისაც სხვადასხვა მიზეზით (ქიმიოთერაპია, ორგანოების გადანერგვა, აივ ინფექცია და ა.შ) იმუნიტეტი დაქვეითებული აქვს.
ბაქტერიული ინფექციებისგან განსხვავებით, რომლებიც, უმრავლეს შემთხვევაში, ანტიბიოტიკებით მკურნალობას ექვემდებარებიან, სოკოვან ინფექციას ბევრად კომპლექსური დაბრკოლებების წარმოქმნა შეუძლია – რეზისტენტულობა მკურნალობის მიმართ, ქრონიკული გვერდითი ინფექციები და ზოგჯერ მკურნალობასთან დაკავშირებული მძიმე გვერდითი ეფექტებიც კი.
სოკოვანი ინფექციების გახშირების ტენდენცია და კონკრეტული მედიკამენტების მიმართ რეზისტენტული ფორმების გაჩენა ეფექტიანი სამკურნალო საშუალების მნიშვნელობას ერთიორად ზრდის.
მიუხედავად იმისა, რომ სოკოს საწინააღმდეგო არაერთი პრეპარატი არსებობს, კონკრეტულ მდგომარეობას მორგებული სწორი მედიკამენტის არჩევა მაინც რთული პროცესია. შესაძლო ვარიანტებს შორის, სუპრემაზა ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია, რომელსაც ექიმები ხშირად ენდობიან.
რა არის სუპრემაზა — ანოტაცია
სუპრემაზა სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო პრეპარატია, რომლის მოქმედ ნივთიერებასაც ფლუკონაზოლი წარმოადგენს. ის, ძირითადად ინიშნება კრიპტოკოკოზების და კანდიდოზების სამკურნალოდ. ასევე, ლორწოვანი გარსების კანდიდოზისას – ოროფარინგეალური, ეზოფაგური, არაინვაზიური ბრონქ-ფილტვის კანდიდოზი, კანდიდურია, კანის და ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, პირის ღრუს ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი — ამ შემთხვევათაგან თითოეულში.
ექიმი სუპრემაზათი მკურნალობას გირჩევთ, თუ გაქვთ დაავადება, რომელიც გამოწვეულია დერმატოფიტებით, მაგალითად, ტერფის, გლუვი კანის მიკოზების დროს, როცა გარეგანი თერაპია არაეფექტურია.
სუპრემაზა ეფექტიანია სარტყლისებრი ლიქენის და ონიქომიკოზის მკურნალობისთვისაც, ისევე როგორც მწვავე ან რეციდიული ვაგინალური კანდიდოზის შემთხვევაში.
მკურნალობა შეიძლება დაიწყოს მიკრობიოლოგიური ან ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების მიღებამდე: შემდგომში შეიძლება საჭირო გახდეს სპეციფიური ფუნგიციდური თერაპიის შერჩევა მიღებული შედეგების მიხედვით.
როგორია პრეპარატის მიღების წესი და დოზირება
როგორც ნებისმიერი მედიკამენტის, ისე სუპრემაზას შემთხევაში, მნიშვნელოვანია, მკაცრად დაიცვათ მიღების წესი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენს ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოთ. შესაბამისად, ნუ მიიღებთ პრეპარატს ექიმის დანიშნულების გარეშე — ასე საკუთარ თავს საუკეთესოდ გაუფრთხილდებით.
ფლუკონაზოლის დღიური დოზა დამოკიდებულია ინფექციის სახეზე და სიმძიმეზე. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სიმპტომების სრულ გაქრობამდე და ნორმალური ლაბორატორიული მაჩვენებლების მიღებამდე. გამონაკლისია საშოს მწვავე კანდიდოზი, რომლის განკურნებისთვისაც საკმარისია პრეპარატის ერთჯერადი 150მგ დოზა. მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტა იწვევს რეციდივს. ჩვეულბრივ, კრიპტოკოკური მენინგიტის და რეციდიული ოროფარინგეალური კანდიდოზი შიდსით დაავადებულებში მოითხოვს ხანგრძლივ მკურნალობას.
რასაკვირველია, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში სუპრემაზას მიღებას განხვავებული წესები აქვს.
მოზრდილებში:
- საწყისი დოზა კანდიდემიის, დისემინირებული და სხვა სისტემური კანდიდოზის დროს შეადგენს 400მგ-ს პირველ დღეს, მეორე დღიდან 200-400მგ-ს დღეში.
- კრიპტოკოკური მენინგიტისას და სხვა ლოკალიზაციის კრიპტოკოკური ინრექციებისას პირველ დღეს ინიშნება 400მგ, შემდეგ 200-400მგ დღეში ერთხელ.
- სიცოცხლისთვის საშიში ინფექციებისას, რომლებიც გამოწვეულია Cryptococcus Neoformans-ით, დღიური, ერთჯერადი დოზა შეიძლება შეადგენდეს 800მგ-ს.
- რიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკისთვის შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში მკურნალობის კურსის დასრულებამდე უნდა გადავიდნენ 200მგ-იან დოზაზე, მკურნალობა ხანგრძლივია.
- ოროფარინგეალური კანდიდოზისას ჩვეული დღიური დოზა შეადგენს 50-100მგ-ს, 7-14 დღის განმავლობაში. მძიმე იმუნოდეფიციტური მდგომარეობებისას პრეპარატი უნდა დაინიშნოს უფრო ხანგრძლივად.
- პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზისას ჩვეული დღიური დოზა შეადგენს 50მგ-ს 14 დღის განმავლობაში, ერთდროული გამოყენებისას ადგილობრივი ანტისეპტიური თერაპიისა.
- სხვა ლოკალიზაციის ლორწოვანი გარსების კანდიდოზის მკურნალობისას, მაგ. ეზოფაგიტის, არაინვაზიური ბრონ-ფილტვის ინფექციების, კანდიდურიის, ლორწოვანი გარსებიჩვეული დღიური დოზა-50-100მგ, მკურნალობის ხანგრძლივობა 14-30 დღეა.
- ტერფის, წელის და მუხლის მიკოზებისას, რომლებიც გამოწვეულია დერმატოფიტებით, აგრეთვე კანის კანდიდოზის დროს, სუპრემაზა ინიშნება კვირაში ერთხელ ინიშნება 150მგ-ის ან ყოველდღე 50მგ-ის დოზით.
- სარტყლისებრი ლიქენის მკურნალობისას რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს სუპრემაზას 50მგ-ს 2-4 კვირის განმავლობაში ან 300მგ-ს დღეში ერთხელ 2 კვირის განმავლობაში
- ონიქომიკოზის მკურნალობისას რეკომენდებულია სუპრემაზა 150მგ კვირაში ერთხელ. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამ ფრჩხილის დაზიანებული ნაწილი მთლიანად არ შეიცვლება ჯანმრთელით, რასაც, ჩვეულებრივ, 3-6 თვე სჭირდება.
- მწვავე ვაგინალური კანდიდოზის მკურნალობისას ინიშნება ერთჯერადი პერორალური (პირის ღრუს საშუალებით მისაღები) დოზა 150მგ.
ბავშვებში:
ბავშვების შემთხვევაში, დოზირება და კურსის ხანგრძლივობა, ისევე როგორც მოზრდილებში, დგინდება ინდივიდუალურად კლინიკური სურათის და მიკრობიოლოგიური გამოკვლევების მიხედვით. ჩვეულებრივ ფლუკონაზოლი მიიღება ერთხელ დღეში.
- ლორწოვანი გარსების კანდიდოზისას პირველ დღეს 6მგ/კგ, შემდეგ 3მგ.კგ დღეში.
- სისტემური კანდიდოზისას ან კრიპტოკოკური ინფექციის დროს დაავადების სიმძიმის მიხედვით ინიშნება 6-12მგ/კგ დღეში.
რაც შეეხებათ ხანდაზმულ პაციენტებს, თირკმელების ნორმალური ფუნქციისას ინიშნება ჩვეულბრივი დოზები. თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისას, როცა კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 50მლ/წთ-ზე, აუცილებელია დოზის შემცირება.
გაფრთხილება: მიუხედავად ბლოგში მოცემული დოზებისა, მაინც მოერიდეთ სუპრემაზას დამოუკიდებლად მიღებას და მკურნალობის დაწყებამდე, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია პროფესიონალთან.
მნიშვნელოვანი სიფრთხილის ზომები და უკუჩვენებები
როგორც ნებისმიერ პრეპარატი, გვერდით მოვლენებს ზოგ შემთხვევაში სუპრემაზაც იწვევს. ამ პრეპარატით გამოწვეული შესაძლო გვერდითი ეფექტების ჩამონათვალი მოკლე არ არის, თუმცა ნუ შეშინდებით, სუპრემაზათი გონივრული, სწორი მკურნალობის შემთხვევაში, ეს რისკები მინიმუმამდე შემცირდება.
მოერიდეთ სუპრემაზას გამოყენებას, თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერება ფლუკონაზოლის ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
გაითვალისწინეთ, რომ ფლუკონაზოლის გამოყენება არ შეიძლება იმ ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ ტერფენადინს, ციზაპრიდს ან ასთემიზოლს. პრეპარატის ერთდროული გამოყენება აგრეთვე არ შეიძლება საშუალებებთან ერთად, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს (კარდიოგრამის ორ პუნქტს შორის ინტერვალი), როგორიცა ფიმოზიდი ან ქინიდინი.
იმ ავადმყოფებში, რომლებშიც ფლუკონაზოლით თერაპიის კურსის დროს აღინიშნებათ ღვიძლის ფუნქციური ტესტების გაუარესება, საჭიროა უფრო მკაცრი კონტროლი. თუ თერაპია გრძელდება, თერაპიის მოსალოდნელი სარგებელი აუცილებლად უნდა აჭარბებდეს ღვიძლის ტოქსიური უკმარისობის რისკს. ღვიძლის დაავადებების ნიშნების გამოვლენისას ფლუკონაზოლით თერაპიის კურსი უნდა შეწყდეს.
ზოგიერთი აზოლის წარმოებულის გამოყენებას უკავშირებდნენ QT ინტერვალის გახანრძლივებას. ფლუკონაზოლის გამოყენებისას ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნებოდა “ტორსადე დე პოინტეს” შეტევები. იმის მიუხედავად, რომ ფლუკონაზოლი დაკავშირებული არ იყო QT ინტერვალის გახანრძლივებასთან, მისი გამოყენება საჭიროა სიფრთხილით არითმიისადმი განწყობილ პაციენტებში.
გაითვალისწინეთ, რომ ფლუკონაზოლით თერაპიის კურსის დაწყებამდე აუცილებელია ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია (ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოკალციემია).
გვერდით მოვლენათა შორის იშვიათად ვხვდებით კანის ექსფოლიატიურ რეაქციებს, სტივენს-ჯონსონის სინდრომს, ტოქსიურ ეპიდერმულ ნეკროლიზს.
შეძენილი იმუნოდეფიციტის მქონე პირებში უფრო ხშირად აღინიშნება კანის მძიმე რეაქციები. გამონაყარის გამოვლენისას, რომელიც დაკავშირებულია კანის ზედაპირული სოკოვანი ინფექციის მკურნალობასთან, სუპრემაზათი მკურნალობა უნდა შეწყდეს. თუ გამონაყარი უჩნდება ინვაზიური ან სისტემური მიკოზის მქონე პაციენტს, აუცილებელია მკაცრი კონტროლი — კანის ბუშტუკოვანი დაზიანებების გამოვლენისას ან მრავლფორმული ექსუდაციური ერითემისას ფლუკონაზოლით მკურნალობის კურსი აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ.
ზედოზირების შემთხვევაში, შესაძლებელია სხვადასხვა გვერდითი მოვლენების განვითარება, რომელთა კორეგირება წარმოებს ექიმთან კონსულტაციით შესაბამისი მკურნალობის გამოყენებით სამკურნალო დაწესებულებაში.
მედიკამენტის შენახვის პირობები და სხვა მონაცემები
სუპრემაზა შეინახეთ არა უმეტეს 30˚C ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლის სხივებისათვის დაფარულ ადგილას. ასევე, შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია პაკეტზე. დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ ვადაში იგულისხმება თარიღში აღნიშნული თვის ბოლო დღე.
საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პარალელურად, ყურადღების მიღმა გარემოც არ უნდა დაგრჩეთ — ნუ გადააგდებთ სუპრემაზას გამდინარე წყალში, კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. მორჩენილი პრეპარატების უტილიზაციაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ.
სოკოვანი ინფექცია განაჩენი არ არის – მეტიც, მისი დამარცხება მოსალოდნელზე ბევრად მარტივია, თუ ექიმის მითითებების შესაბამისად გამოიყენებთ ისეთ ძლიერმოქმედ მედიკამენტს, როგორიც სუპრემაზაა.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account