
სტრესი ძლიერი ტრიგერია, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ორგანიზმის ყველა სისტემაზე. ემოციური, ფიზიკური და ინტელექტუალური გადატვირთვა ძირითადად გამოიხატება შემდეგი სახით:
- გაღიზიანებადობა და შფოთვა – ეს არის ყველაზე გავრცელებული რეაქცია სტრესზე, რაც გავლენას ახდენს, როგორც პირად მდგომარეობაზე, ისე სოციალურ ურთიერთობებზე;
- გუნება-განწყობილების გაუარესება – დეპრესიის ნიშნები ხშირადაა დაკავშირებული სტრესთან;
- მეხსიერებისა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება – გრძელვადიანი სტრესი აზიანებს ტვინის ფუნქციებს;
- უძილობა – სტრესი ხშირად არღვევს ძილის ნორმალურ რეჟიმს.
როგორც წესი, სტრესი ზემოქმედებს ისეთ სისტემებზე, როგორებიცაა: ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, იმუნური, კუჭ-ნაწლავის და სასქესო სისტემები.
სტრესის მართვისთვის მნიშვნელოვანია რეგულარული ფიზიკური აქტივობა , ჯანსაღი კვება, დასვენება და მედიტაცია.
ზემოთ აღნიშნული პრობლემების ერთ-ერთი გავრცელებული დამხმარე მცენარეული პრეპარატია „სტრესალაბი“, რომელიც ხელს უწყობს სტრესის შემცირებას და ორგანიზმის ადაპტაციას. ქვემოთ, უფრო დეტალურად განვიხილოთ პრეპარატი.
რა ჩვენების დროს ინიშნება და როგორ მოქმედებს სტრესალაბი?
ამვილაბის სტრესალაბი აქტიურად გამოიყენება შემდეგი ჩვენებების შემთხვევაში:
- სტრესი;
- ფიზიკური და გონებრივი გადაღლა;
- ზოგადი სისუსტე;
- ასთენია;
- შრომისუნარიანობის დაქვეითება;
- ენერგიისა და/ან მოტივაციის არარსებობა;
- აპათია;
- გუნება - განწყობილების დაქვეითება;
- ემოციური დაძაბულობა;
- მოუსვენრობა;
- შიში და შფოთვა;
- ძილის დარღვევები;
- მომატებული აგზნებადობა;
- გაღიზიანებადობა;
- აზროვნების კონცენტრაციის დაქვეითება;
- ნერვული დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი;
- კლიმაქტერული სინდრომი;
- ანგიონევროზი;
- ვეგეტონევროზი.
რაც შეეხება სტრესალაბის კაფსულების მოქმედებას, იგი უსაფრთხო და ეფექტიანი მცენარეული კომპონენტებისაგან შემდგარი კომბინაციაა, რომელიც ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესის მიმართ. კაფსულები უზრუნველყოფს ნერვული, იმუნური, ენდოკრინული, სასქესო სისტემების მხარდაჭერას სტრესული სიტუაციების დროს. ჩვეულებრივ, სტრესალაბი ხსნის სტრესის სიმპტომებს, მოუსვენრობას, მღელვარებას, შიშს, შინაგან ემოციურ დაძაბულობას და გაღიზიანებას.
სტრესალაბი ხასიათდება დამამშვიდებელი მოქმედებით და არ იწვევს მიორელაქსაციას და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევას, ამგვარად, შესაძლებელია მისი გამოყენება სამუშაო დღის განმავლობაშიც, მას არ გააჩნია საძილე ეფექტი, თუმცა ძილის დარღვევის შემთხვევაში არეგულირებს ღამის ძილს.
დამამშვიდებელი მოქმედების გარდა სტრესალაბი აქვს ნოოტროპული მოქმედება, რაც გულისხმობს აზროვნების სისწრაფისა და ლოგიკურობის ზრდას, იგი ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციას და გონებრივი შრომისუნარიანობის მატებას. როგორც წესი, სტრესალაბი მნიშვნელოვნად ამცირებს ასთენიის ნიშნებს და ვაზოვეგეტატიურ სიმპტომებს, ამავე დროს კაფსულები აუმჯობესებს ისეთ ფსიქოლოგიურ მაჩვენებლებს, როგორებიცაა : ყურადღება, მეხსიერება, სენსორულ - მოტორული რეაქციების სისწრაფე და სიზუსტე.
ასთენიის დროს და ემოციურად ლაბილურ პაციენტებში მიღების პირველივე დღეებში უმჯობესდება განწყობა, იზრდება ინტერესი, ინიციატივა და აქტიური მოქმედების მოტივაცია, სედატიური ეფექტის და აგზნების გარეშე. სტრესალაბი ამაღლებს ორგანიზმის სასიცოცხლო ძალებს, დადებითად მოქმედებს სექსუალური დისფუნქციის დროს.
რა შედგენილობა აქვს კაფსულებს და როგორი დოზებით მივიღოთ იგი?
როგორც უკვე აღვნიშნეთ ამვილაბის სტრესალაბი მცენარეული პრეპარატია, რომლის შედგენილობაში შედის:
აშვაგანდა – ინდური მცენარე, რომლის ფესვები და ნაყოფი უძველესი დროიდან გამოიყენება, როგორც ზოგად მატონიზირებელი და ადაპტოგენური საშუალება ყოველდღიური და ქრონიკული სტრესის საწინააღმდეგოდ. როგორც წესი, აშვაგანდა აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს თავის ტვინში და ხელს უწყობს აღქმისა და აზროვნების პროცესების გაუმჯობესებას. აქვეითებს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონეს, ამაღლებს გუნება - განწყობილებას, ხსნის დაღლილობას, აუმჯობესებს მეხსიერებას, აწესრიგებს ძილს. გარდა ამისა, აშვაგანდა აძლიერებს იმუნიტეტს, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური მოქმედება, ასევე, იგი აუმჯობესებს სექსუალურ ფუნქციას ქალებსა და მამაკაცებში, ასტიმულირებს სქესობრივი ჰორმონების წარმოებას და აწესრიგებს ორგანიზმის ჰორმონალურ ბალანსს.
გლერძი იგივე “უკვდავების ბალახი” – ამ მცენარეს საუკეთესო მკურნალები იყენებდნენ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, მათ შორის, გასაახალგაზრდავებლად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლადაც. მცენარე მდიდარია მიკრო და მაკროელემენტებით, შეიცავს კალციუმს, რკინას, სელენს, მაგნიუმს, თუთიას, ქრომს და სხვა. გამოიყენება თავის ტვინის და ნერვული სისტემის დაავადებების, სტრესის, შიშების, დეპრესიის სამკურნალოდ. აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, ანელებს დაბერების პროცესს, ამაღლებს იმუნიტეტს და აქვს ანტიკანცეროგენული ეფექტი.
რეჰანი – საუკეთესო მცენარეული ანტიდეპრესანტია, რომელიც ხსნის დაღლილობას, სტრესს, აუმჯობესებს გუნება - განწყობილებას, მეხსიერებას. რეჰანი ძლიერი ანტიოქსიდანტია და გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, იგი ასევე აძლიერებს იმუნიტეტს და დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებაზე.
ვარდისფერი როდიოლა – ეს არის მცენარე, აძლიერებს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციებს სტრესის დროს. ამცირებს შფოთვას, შიშებს, ამაღლებს გუნება-განწყობილებას. გარდა ამისა, მას აქვს გამოხატული იმუნომოდულატორული, ანტიოქსიდაციური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
ჟენშენი - ძლიერი ადაპტოგენია, რომელიც ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას სტრესის მიმართ, უარყოფითი გარე ფაქტორებისადმი. ჟენშენი აღადგენს სასიცოცხლო ძალებს, ხსნის დაღლილობის შეგრძნებას, ამაღლებს შრომისუნარიანობას, ახდენს მატონიზირებელ მოქმედებას ორგანიზმზე, აუმჯობესებს მეხსიერებისა და აზროვნების ფუნქციებს, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციას, აუმჯობესებს სექსუალურ ფუნქციას, აძლიერებს იმუნიტეტს.
ელეუტეროკოკის ექსტრაქტი – გამოიყენება დეპრესიის, სტრესის, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის სამკურნალოდ. მას გააჩნია მასტიმულირებელი, მატონიზირებელი და ჰიპოგლიკემიური მოქმედება.
შიზანდრა იგივე ჩინური ლიმონურა – გამოიყენება სტრესის, დეპრესიის, ასთენიური სინდრომის და უძილობის სამკურნალოდ, მას აქვს გამოხატული დამამშვიდებელი ეფექტი, ეხმარება ორგანიზმს სასიცოცხლო ძალების სწრაფად აღდგენაში და აუმჯობესებს სექსუალურ ფუნქციას.
ამლა იგივე ინდური ხურტკმელი – წარმოადგენს C ვიტამინის ნატურალურ წყაროს, იგი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ზრდის ორგანიზმის გამძლეობას გარე სამყაროს არახელსაყრელი ფაქტორებისადმი, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამცირებს შიშებს, დაძაბულობას და ხსნის ქრონიკული დაღლილობის სინდრომს. ამლა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, აქვს შარდმდენი და ნაღვლმდენი ეფექტი.
მაკის ფესვის ექსტრაქტი – წარმოადგენს ანტიოქსიდანტების, ვიტამინებისა და მინერალების ბუნებრივ წყაროს. იგი აძლიერებს რეპროდუქციულ ფუნქციას ქალებსა და მამაკაცებში, არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს, ასტიმულირებს სქესობრივი ჰორმონების წარმოებას, აუმჯობესებს სპერმატოგენეზს მამაკაცებში, ამცირებს მენოპაუზის სიმპტომებს: წამოხურებას, ოფლიანობას, თავბრუსხვევას, თავის ტკივილს, ხასიათის ლაბიალურობას, გაღიზიანებადობას და ძილის დარღვევა. ასევე, არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს. მაკის ფესვი აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს ნერვულ უჯრედებში, ამცირებს სტრესის ჰორმონის კორტიზოლის გამომუშავებას, ასევე ასტიმულირებს ენდორფინების და სეროტონინის (ბედნიერების ჰორმონი) გამომუშავებას, შესაბამისად ასტაბილურებს ფსიქოემოციურ ფონს და აუმჯობესებს გუნება - განწყობილებას
რაც შეეხება პრეპარატის დოზირებას, სასურველია იგი მიიღოთ ექიმის რეკომენდაციით: 1 კაფსული 1-2 ჯერ დღეში.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე პრეპარატის მიღებამდე სასურველია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან. კაფსულების შენახვის პირობები ძალზე მარტივია, იგი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მიუხედავად იმისა, რომ კაფსულებს განსაკუთრებული გვერდითი ეფექტები და უკუჩვენებები არ გააჩნია, უმჯობესია ყველა სახის პრობლემის შემთხვევაში მიმართოთ ექიმს, რათა დროულად გაგეწიოთ სასურველი დახმარება.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account