Tekla Iordanishvili

  1. რა არის თრომბოფილია — როგორ ხდება მისი მკურნალობა ან პრევენცია

    რა არის თრომბოფილია — როგორ ხდება მისი მკურნალობა ან პრევენცია

    არც თუ დიდი ხნის წინ ადამიანის უეცარი სიკვდილი ან უნარშეზღუდვა ძირითადად ორი მიზეზით - ინფარქტით ან ინსულტით აიხსნებოდა.  მეოცე საუკუნის ბოლოს კი საზოგადოებაში თანდათან დამკვიდრდა ახალი ტერმინი - თრომბი, რომელსაც ხალხმა “შენელებული მოქმედების ნაღმი” უწოდა. 

    მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მე-19  საუკუნის ბოლოს გერმანელმა მეცნიერმა რუდოლფ ვირჩოვიმ თრომბოზის სხვადასხვა მიზეზები გამოყო, რის

    Read more »
  2. თვალის ანთება — გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობის გზები

    თვალის ანთება — გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობის გზები

    თვალის ანთება ბავშვებში, ასევე ზრდასრულებსა და მოხუცებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ეს მდგომარეობა ჩვენს ოთხფეხა ცხოველებსაც ხშირად აწუხებთ. თვალები სხეულის ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი ორგანოებია, ამიტომ ისინი ძალიან მგრძნობიარეა გარემო ფაქტორების მიმართ, იქნება ეს: ბაქტერიები, ვირუსები თუ სხვადასხვა სახის მექანიკური დაზიანება. 

     

    თვალის ანთება სიმპტომების მიხედვით სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამ გამოიწვია ანთებითი პროცესი და თვალის რა ნაწილში მიმდინარეობს ის. ზოგადად, ამ მდგომარეობას ახასიათებს: სიწითლე, ტკივილი და დისკომფორტი, დასივება, გამონადენი, ქავილი, წვა, მხედველობის დაბინდვა და სხვა.  

     

    მსუბუქ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, თვალის ანთება მკურნალობას საჭიროებს, რადგან გართულების დროს, შესაძლოა, ამ პრობლემამ მხედველობის დაკარგვამდეც კი მიგვიყვანოს. შესაბამისად, ნუ შეებრძოლებით თვალის ანთებას ხალხური საშუალებებით და დაუყოვნებლივ

    Read more »
  3. პიელონეფრიტი — რა უნდა ვიცოდეთ თირკმლის ყველაზე ხშირი პათოლოგიის შესახებ

    პიელონეფრიტი — რა უნდა ვიცოდეთ თირკმლის ყველაზე ხშირი პათოლოგიის შესახებ

    თირკმლის დაავადებები ბევრ ადამიანში პანიკურ შიშს იწვევს, რადგან იგი მოულოდნელ და აუტანელ ტკივილთან ასოცირდება. არ აქვს მნიშვნელობა დაავადების შედარებით მსუბუქ ფორმასთან გვაქვს საქმე თუ  რთულთან, თირკმლის ფუნქციის მოშლა უამრავ პრობლემას იწვევს, რომელიც პარალელურად ბევრ ორგანოზე ახდენს უარყოფით გავლენას. 

    როგორც  მედიკოსები ირწმუნებიან, ადამიანის ორგანოებიდან ყველაზე მეტი პათოლოგია  სწორედ თირკმელს ახასიათებს -  ნეფროზული სინდრომი, თირკმლის უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული დაავადება, თირკმლის ავტოიმუნური დაავადებები, თირკმლის ინფექციები და ა.შ. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. თუმცა აქედან ყველაზე ხშირად გავრცელებული დაავადებაა პიელონეფრიტი  - მას თირკმლის ავადმყოფობებს შორის როგორც სიხშირით, ასევე სიმძიმით პირველი ადგილი უკავია. ხოლო ზოგადად, ინფექციურ-ანთებით დაავადებებს შორის, ზედა სასუნთქი გზების ანთების შემდეგ, მეორეა.

    რა არის პიელონეფრიტი? 

    პიელონეფრიტი

    Read more »
  4. დუსპატალინი — პრეპარატი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვი კუნთების სპაზმების მოსახსნელად

    დუსპატალინი —  პრეპარატი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვი კუნთების სპაზმების მოსახსნელად

    დუსპატალინი (Duspatalin) არის წამალი, რომელიც პირდაპირ მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვ კუნთებზე, ხსნის სპაზმებს ისე, რომ ნაწლავების ნორმალურ პერისტალტიკას (კუჭის, ნაწლავების კედლების ტალღისებური რიტმული შეკუმშვა-გაფართოება) არ არღვევს. 

     

    მედიკამენტის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ ის მოზრდილ პაციენტებში შემდეგი მიზნებით გამოიყენება:

     

    • ნაწლავების ფუნქციური დარღვევებისა და მსხვილი ნაწლავის გაღიზიანების სინდრომის მკურნალობა;
    • მუცლის ღრუს სპაზმების სიმპტომატური მკურნალობა;
    • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეორადი სპაზმების შემცირება, რომლებიც ორგანული დაავადებებით არის გამოწვეული.

     

    Read more »
  5. დეკოლეროლი ფორტე — D ვიტამინის დეფიციტის აღმოსაფხვრელად

    დეკოლეროლი ფორტე — D ვიტამინის დეფიციტის აღმოსაფხვრელად

    დეკოლეროლი ფორტე თურქული წარმოების პრეპარატია, რომელიც წვეთებისა და კაფსულების სახით არის წარმოდგენილი. ის D ვიტამინის დეფიციტის ან უკმარისობის დროს გამოიყენება.

    აფთიაქებში ხელმისაწვდომია დეკოლეროლი ფორტე 15000სე 10 მლ, რომლის 1 მლ წვეთი

    Read more »
  6. ეპიდუო - აკნეს საწინააღმდეგო პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის

    ეპიდუო - აკნეს საწინააღმდეგო პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის

    ეპიდუო საფრანგეთში წარმოებული პრეპარატია, რომელიც გელის ფორმით არის ხელმისაწვდომი. ის ადაპალენსა და ბენზოილ პეროქსიდს შეიცავს. კერძოდ, 1 გრ გელში 1 მგ (0.1%) ადაპალენი და 25 მგ (2.5%) ბენზოილ პეროქსიდი შედის. ეპიდუოს ერთ ტუბში 30 გრამი გელია მოთავსებული. პრეპარატი რეცეპტის გარეშე გაიცემა.

    აფთიაქებში ასევე ხელმისაწვდომია ეპიდუო ფორტე, რომელშიც ადაპალენისა და ბენზოილ პეროქსიდის დოზა 1 გრ-ში, შესაბამისად, 3 მგ-სა (0.3%) და 25 მგ-ს (2.5%) შეადგენს. პრეპარატი აღნიშნული დოზირებითაც რეცეპტის გარეშე გაიცემა.

    რისთვის გამოიყენება ეპიდუო?

    Read more »
გვერდი
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy