Monthly Archives: December 2024

  1. გამონაყარი სახეზე — პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

    გამონაყარი სახეზე — პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

    სახეზე გამონაყარი ბევრი ადამიანისთვის ხშირ და შემაწუხებელ პრობლემას წარმოადგენს. ის არა მხოლოდ ესთეტიკური დისკომფორტია, არამედ, რიგ შემთხვევებში, ორგანიზმის მდგომარეობაზეც მიუთითებს. ამასთან, გამონაყარის გავრცელება მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული — მათ შორის, გარემოზე, კანის მოვლის რუტინაზე, ცხოვრების წესსა და ორგანიზმის ფუნქციონირებაზე. 

     

    ერთი მხრივ, უნდა გამოვყოთ ჰორმონალური ცვლილებები, რაც ასაკისა და სხვა ფაქტორებით განსხვავდება. 

    • მოზარდობა: ამ პერიოდში ორგანიზმი აქტიურად გამოყოფს ანდროგენებს, რაც იწვევს ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერაქტივობას;
    • მენსტრუალური ციკლი: ქალებში ციკლის სხვადასხვა ფაზაში ჰორმონალური ცვლილებები ხშირად იწვევს გამონაყარს, განსაკუთრებით ნიკაპისა და ყბის ზონაში;
    Read more »
  2. დახურული კომედონები — რატომ უნდა მიმართოთ სპეციალისტს

    დახურული კომედონები — რატომ უნდა მიმართოთ სპეციალისტს

    დახურული კომედონები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ცხიმიანი და კომბინირებული ტიპის კანზე. თუმცა მის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი არ ფლობს სათანადო ინფორმაციას — თუნდაც იმაზე, თუ რას ნიშნავს რეალურად და როგორია მოვლის წესები. ამიტომაც, ბლოგში განვიხილავთ, რა არის დახურული კომედონები, რა საფრთხეები შეიძლება მოჰყვეს მათ უგულებელყოფას და რატომაა სპეციალისტის კონსულტაცია აუცილებელი.

     

    რა არის დახურული კომედონები და რატომ წარმოიქმნება ისინი?

     

    დახურული კომედონები კანის მცირე, თეთრი ან მქრქალი ფერის გამონაყარია. ისინი მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ცხიმოვანი ჯირკვლები ან მკვდარი უჯრედები ფოლიკულებს „ბლოკავს“.  განსხვავებით ღია კომედონებისგან (შავი წერტილები), დახურულ კომედონებს კანის ზედაპირზე მცირე ბორცვოვანი სტრუქტურა გააჩნია; ასევე, არ აქვს „ჰაერის შთანთქმის“ საშუალება, რაც მათ პიგმენტაციასაც უშლის ხელს. შესაბამისად, უფრო შეუმჩნეველი, მაგრამ

    Read more »
  3. როგორ მოვიშოროთ შავი წერტილები სახლის პირობებში?

    როგორ მოვიშოროთ შავი წერტილები სახლის პირობებში?

    შავი წერტილები სახეზე, იგივე კომედონები, კანის ყველაზე გავრცელებულ ესთეტიკურ პრობლემას წარმოადგენს. ეს უკანასკნელი მაშინ ჩნდება, როცა ფორები ცხიმითა და მკვდარი უჯრედებით იხშობა. ხოლო ჰაერთან კონტაქტის შედეგად, ეს ცხიმი ოქსიდირდება, რის გამოც მუქ ფერს იღებს. 

     

    ჩვეულებრივ, შავი წერტილები ცხვირზე, შუბლსა და ნიკაპზე განსაკუთრებით ხშირად ჩნდება. საბედნიეროდ, მათი მოშორება სახლის პირობებშიც შეიძლება — სწორედ ამასთან დაკავშირებით გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას.

     

    რატომ ჩნდება შავი წერტილები და როგორ მოვიშოროთ ისინი?

     

    ცოტა დეტალურად რომ განვიხილოთ, ამის წინაპირობად შეიძლება რამდენიმე ფაქტორი იქცეს: 

     

    • ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერაქტივობა — განსაკუთრებით, ცხიმიანი და კომბინირებული ტიპის კანის შემთხვევაში;
    Read more »
  4. პარკინსონის დაავადება და მისი მკურნალობის გზები

    პარკინსონის დაავადება და მისი მკურნალობის გზები

    პარკინსონი თავის ტვინის ქრონიკული და პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე და მოძრაობის დარღვევით მიმდინარეობს. დაავადება ხასიათდება ტრემორით, მეტყველების გაძნელებით და ზოგადად, კოორდინაციის დარღვევით. 

    ეს დაავადება ნელა მიმდინაროებს, თუმცა მისი ქრონიკულობა და პროგრესირებადობა ნიშნავს, რომ მისგან განკურნება შეუძლებელია, სიმპტომები კი დროთა განმავლობაში მძიმდება. 

    არსებობს პარკინსონის დაავადების შეფასების სკალა (MDS-UPDRS), რომელიც არის დაავადების კლასიფიკაციის მთავარი ინსტრუმენტი. 

    როგორ მოქმედებს პარკინსონის დაავადება ადამიანის სხეულზე? 

    პარკინსონის დაავადება იწვევს ადამიანის ტვინის კონკრეტული უბნის - ბაზალური განგლიების - მუშაობის გაუარესებას. მისი მიმდინარეობისას გადაგვარებას განიცდის ბაზალური განგლიების, კერძოდ, ე.წ. შავი სუბსტანციის ნერვული უჯრედები. 

    Read more »
  5. მშობიარობა - ქალების გზამკვლევი ორსულობისას

    მშობიარობა - ქალების გზამკვლევი ორსულობისას

    მშობიარობა არის ნაყოფის დაბადების ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც განსხვავდება ინდივიდიდან ინდივიდამდე და წინასწარ რთულია იმის განსაზღვრა, თუ როგორი იქნება იგი. 

    მშობიარობისთვის ოპტიმალური ასაკი და ხანდაზმული მშობიარობა

     

    ფაქტია, რომ ასაკთან ერთად ქალის შვილოსნობის უნარი მცირდება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ქალის ორგანიზმი ინდივიდუალურია და მედიცინაც მნიშვნელოვნად განვითარდა, გვიანი ორსულობისა და მშობიარობის ასაკიც გაიზარდა.

     

    ზოგადად, რეპროდუქციისთვის ოპტიმალურ ასაკად მიიჩნევა 18-30 წელი და შვილოსნობის პიკი 20-29 წელია. თუმცა ეს მხოლოდ პირველ ორსულობასა და მშობიარობას ეხება, მეორე და მომდევნო შვილის გასაჩენად კი სხვა ასაკებიც ოპტიმალურად მიიჩნევა.

     

    დღეისთვის გვიან ორსულობად და ხანდაზმულ მშობიარობად მიიჩნევა პირველი ორსულობა 35 წლის შემდეგ.

     

    Read more »
  6. ვარჯიში — ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების საუკეთესო გზა

    ვარჯიში — ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების საუკეთესო გზა

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ვარჯიში არის ჩონჩხისა და კუნთების მიერ განხორციელებული ნებისმიერი მოძრაობა, რომელიც მოითხოვს ენერგიის დახარჯვას. 

     

    რა მიზნითაც არ უნდა დაიწყოს ადამიანმა “მოძრაობა”, აღსანიშნავია, რომ რეგულარული ფიზიკური აქტივობა/ვარჯიში  მნიშვნელოვნად აუჯობესებს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას - ხელს უწყობს არაგადამდები დაავადებების პრევენციას, ამცირებს დეპრესიისა და შფოთვის რისკს, ხელს უწყობს კუნთებისა და ძვლოვანი სისტემის სიჯანსაღეს.

     

    დღის რომელ მონაკვეთშია რეკომენდებული ვარჯიში? 

     

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს გლობალური გაიდლაინები ვარჯიშის შესახებ. გაიდლაინებში დეტალურად არის აღწერილი თუ რა სიხშირის, ინტენსივობისა და ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ვარჯიში.

    აღსანიშნავია, რომ არ არსებობს

    Read more »
გვერდი
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy