
სახეზე გამონაყარი ბევრი ადამიანისთვის ხშირ და შემაწუხებელ პრობლემას წარმოადგენს. ის არა მხოლოდ ესთეტიკური დისკომფორტია, არამედ, რიგ შემთხვევებში, ორგანიზმის მდგომარეობაზეც მიუთითებს. ამასთან, გამონაყარის გავრცელება მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული — მათ შორის, გარემოზე, კანის მოვლის რუტინაზე, ცხოვრების წესსა და ორგანიზმის ფუნქციონირებაზე.
ერთი მხრივ, უნდა გამოვყოთ ჰორმონალური ცვლილებები, რაც ასაკისა და სხვა ფაქტორებით განსხვავდება.
- მოზარდობა: ამ პერიოდში ორგანიზმი აქტიურად გამოყოფს ანდროგენებს, რაც იწვევს ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერაქტივობას;
- მენსტრუალური ციკლი: ქალებში ციკლის სხვადასხვა ფაზაში ჰორმონალური ცვლილებები ხშირად იწვევს გამონაყარს, განსაკუთრებით ნიკაპისა და ყბის ზონაში;
- ორსულობა და მენოპაუზა: ეს პერიოდები განსაკუთრებით მგრძნობიარეა კანის მიმართ, რადგან ჰორმონალური ცვლილებები მნიშვნელოვნად მოქმედებს ორგანიზმზე.
მეორე მხრივ კი, სახის სხვადასხვა ზონაში წარმოქმნილ გამონაყარს განსხვავებული წინაპირობა და გამომწვევი მიზეზი აქვს. სწორედ ამ საკითხს შევეხებით ბლოგში.
რაზე მიგვანიშნებს გამონაყარი სახის ზონების მიხედვით?
შეიძლება ითქვას, რომ სახის კანი ჩვენი ჯანმრთელობის ერთგვარი სარკეა. ის არამარტო გარე ფაქტორების ზემოქმედებაზე რეაგირებს, არამედ ხშირად სიგნალს გვაძლევს ორგანოებში მიმდინარე პროცესებზე. თანაც სხვადასხვა ზონაზე წარმოქმნილი გამონაყარი შეიძლება სხეულის კონკრეტული ნაწილების დისფუნქციაზე მიგვანიშნებდეს.
მოდით, განვიხილოთ თითოეული მათგანი:
შუბლი: საჭმლის მომნელებელი სისტემა და სტრესი — შუბლზე გამონაყარი ხშირად უკავშირდება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს, განსაკუთრებით ღვიძლსა და ნაწლავებს. შესაძლოა, მთავარი წინაპირობა იყოს ცხიმიანი ან არაჯანსაღი საკვების ჭარბი მოხმარება. ასევე, ყოველდღიურად არასაკმარისი ოდენობის წყლის მიღება.
ამავდროულად, საგულისხმოა ძილის ნაკლებობა და სტრესი, რაც ორგანიზმში ჰორმონალურ დისბალანსს იწვევს.
წარბებს შორის სივრცე: ღვიძლი — თუ წარბებს შორის ხშირად ჩნდება გამონაყარი, ეს შეიძლება ღვიძლის გადატვირთვაზე მიუთითებდეს. სმის მიზეზი კი ხშირად ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ცხიმიანი საკვები ან ნაკლები ფიზიკური აქტივობა ხდება.
ცხვირი: გული და სისხლის მიმოქცევის სისტემა — ხშირ შემთხვევაში, ცხვირზე გაჩენილი გამონაყარი სისხლის მიმოქცევის ან არტერიული წნევის პრობლემებს უკავშირდება. ასევე, ცხიმიანი საკვების ჭარბად მიღებამ ან ქოლესტერინის მაღალმა დონემაც შეიძლება ამ ზონაზე გამონაყარი გამოიწვიოს.
ლოყები: ფილტვები და გარემოს ზემოქმედება — ლოყებზე გამონაყარი ფილტვებისა და გარემოს დაბინძურებასთან ასოცირდება. ეს ზონა განსაკუთრებით მგრძნობიარეა სიგარეტის კვამლისა და ჰაერის დაბინძურების მიმართ. ამასთან, ხშირად მობილური ტელეფონის ზედაპირი ან ბინძური ხელები ამ ზონაზე ბაქტერიების გავრცელების წყაროა.
ნიკაპი და ყბა: ჰორმონალური დისბალანსი — ნიკაპის ზონაზე გამონაყარი ყველაზე ხშირად ჰორმონალური დისბალანსის ნიშანია. თანაც ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება მენსტრუალური ციკლის დროს. გარდა ამისა, სტრესიც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ამ ზონაზე გამონაყარს იწვევს.
ტუჩების გარშემო: საჭმლის მომნელებელი სისტემა — ტუჩების ირგვლივ გამონაყარი შეიძლება კუჭისა და ნაწლავების პრობლემებზე მიუთითებდეს. ეს გამოწვეულია ცხარე ან მჟავე საკვების მიღებით.
ასაკობრივი გამონაყარი — გამომწვევი მიზეზები და მისი მკურნალობის უსაფრთხო გზები
საგულისხმოა, რომ გარდა ზემოხსენებული პრობლემებისა, ასაკობრივი გამონაყარიც უნდა გავითვალისწინოთ. თანაც, თუ მოზარდობის პერიოდში აკნე ხშირად ნორმალურ ჰორმონალურ ცვლილებებს უკავშირდება, ზრდასრულ ასაკში მისი გაჩენა უფრო კომპლექსური და მრავალმხრივი მიზეზების შედეგია.
უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, ეს არის სახის, ზურგისა და სხეულის სხვა ნაწილებზე გაჩენილი გამონაყარი, რომელიც ზრდასრულ ასაკში იჩენს თავს — ჩვეულებრივ, 25-30 წლის შემდეგ. მისი სიმპტომები ხშირად მოიცავს დახურულ კომედონებს, ანთებით გამონაყარსა და კანის სიწითლეს.
რა იწვევს ასაკობრივ გამონაყარს?
- ჰორმონალური დისბალანსი — ზრდასრულ ასაკში, განსაკუთრებით ქალებში, ჰორმონალური ფონის ცვლილებები (მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ორსულობა, მენოპაუზა) ხშირად იწვევს გამონაყარს. ასევე, ტესტოსტერონის დონის მატება ზრდის ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობას, რაც ფორების დახშობასა და ანთებასთანაა დაკავშირებული;
- სტრესი — ნერვული ფონი მნიშვნელოვნად ზრდის კორტიზოლის დონეს და ცხიმოვანი ჯირკვლებიც აქტიურდება. შესაბამისად, ბაქტერიების გამრავლებისა თუ ანთებითი პროცესების მიმდინარეობისთვის ხელსაყრელი გარემო იქმნება;
- კანის არასწორი რუტინა — შეუფერებელი კოსმეტიკის გამოყენება, რომელიც ფორებს ახშობს, საგრძნობლად ამწვავებს მდგომარეობას. ასევე, ზედმეტი წმენდაც აშრობს კანს და აძლიერებს ცხიმის გამომუშავებას, რაც გამონაყარის გაჩენას უწყობს ხელს;
- ცხოვრების სტილი და კვება — ზედმეტი ტკბილეული, ცხიმიანი ან მჟავე საკვები ორგანიზმში ანთებითი პროცესების გაძლიერებას უწყობს ხელს. ასევე, ძილის ნაკლებობა და სიგარეტის მოხმარებაც ამძიმებს კანის მდგომარეობას;
- მედიკამენტები — ზოგიერთი პრეპარატი, მაგალითად, ჰორმონალური კონტრაცეპტივები ან ანტიდეპრესანტები, კანის მდგომარეობას აუარესებს.
როგორ ვუმკურნალოთ გამონაყარს?
გამონაყარის მკურნალობა დამოკიდებულია მის მიზეზებზე, ტიპსა თუ სიმძიმეზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია მიზეზის სწორად დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობის შერჩევა. თუმცა ვიდრე დერმატოლოგისგან მიიღებთ შესაბამის რჩევებს, ზოგად რეკომენდაციას გაგიზიარებთ.
პირველ რიგში, გამონაყარის თავიდან ასაცილებლად კანის სათანადოდ გასუფთავებაა საჭირო. ამ მხრივ შეგიძლიათ, გამოიყენოთ Cerave-ს გამწმენდი გელი ნორმალური და ცხიმიანი კანისთვის. ინტენსიური გამწმენდი გელი 3 უმნიშვნელოვანესი კერამიდის კომპლექსით, ჰიალურონის მჟავით, ნიაცინამიდისა და ქოლესტეროლის შემადგენლობით, უზრუნველყოფს ცხიმიანი კანის ღრმა წმენდას. აშორებს ჭარბ ცხიმს, ჭუჭყსა და მაკიაჟს — თანაც ისე, რომ არ აზიანებს კანის დამცავ ბარიერს. აახლებს კანს. განკუთვნილია ნორმალური, ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის. ამასთან, მისი გამოყენება შეიძლება სახეზე და სხეულზე.
ასევე, ეფექტურია ბიოდერმას Sebium დასაბანი გელი კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის. ეს გელი რეკომენდებულია ცხიმიანი და კომბინირებული კანის მოვლისთვის. შექმნილია ინოვაციურ ფორმულაზე დაყრდნობით, რომელიც უზრუნველყოფს კანის სრულყოფილ მოვლასა და გაწმენდას. გელი არეგულირებს კანზე ცხიმის გამოყოფას, აქრობს ცხიმოვან სიპრიალეს კანზე, სათუთად წმენდს კანს და ამდიდრებს ყველა იმ კომპონენტით, რაც საჭიროა ცხიმიანი კანისთვის.
შემდეგი პროდუქტია Kool Beauty-ის ნიაციამიდის ორფაზიანი შრატი. ის განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის, განსაკუთრებით იდეალურია ცხიმიანი და კომბინირებული, აკნესკენ მიდრეკილი, ფორებიანი კანისთვის. მოქმედებს როგორც დეფექტების საწინააღმდეგო ძლიერი ფარი. თუთიის მაღალი კონცენტრაციის წყალობით, ხელს უწყობს სიწითლის, აკნესა და შავი წერტილების შემცირებას. არეგულირებს ცხიმის გამოყოფას, ამცირებს სიწითლესა და ლაქებს. დღითი დღე კანი იწმინდება და ფორები ვიწროვდება. სალიცილის მჟავას ამქერცლავი მოქმედების მეშვეობით, შრატი ხელს უწყობს გამონაყარის და სხვა ნაკლოვანებების შესამჩნევ შემცირებას.
ხოლო A'pieu-ის ლოკალური შრატი Tea Tree განკუთვნილია მათთვის, ვისაც აწუხებს აკნეს შემდგომი ლაქები. შრატი შეიცავს ჩაის ხის ზეთს, რომელიც ეხმარება კანის გაწმენდას და ერთგვაროვანი იერის შენარჩუნებას. ზოგადად, ჩაის ხის ზეთი ცნობილია თავისი ბუნებრივი თვისებებით, რომლებიც ხელს უწყობს სუფთა კანის იერს.
დაბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს მზის დამცავი. ამ კონკრეტული შემთხვევისთვის ეფექტურია ბიოდერმას Photoderm AKN SPF30 — რეკომენდებულია კომბინირებული და ცხიმიანი, აკნესადმი მიდრეკილი სახის კანისთვის, თინეიჯერებისა და ზრდასრულებისთვის. მზის დამცავს გააჩნია ლაქების საწინააღმდეგო ეფექტი, უზრუნველყოფს კანის მქრქალ ეფექტს, აძლიერებს კანის დამცველობით ფუნქციას, ამცირებს მზისგან უჯრედების დაზიანების რისკს. ამასთან, Fluidactiv™ პატენტი არეგულირებს ცხიმის წარმოქმნას და იცავს ფორებს დახშობისა და მზის შემდგომ პერიოდში კანზე ლაქების წარმოქმნისგან.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account