
დახურული კომედონები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ცხიმიანი და კომბინირებული ტიპის კანზე. თუმცა მის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი არ ფლობს სათანადო ინფორმაციას — თუნდაც იმაზე, თუ რას ნიშნავს რეალურად და როგორია მოვლის წესები. ამიტომაც, ბლოგში განვიხილავთ, რა არის დახურული კომედონები, რა საფრთხეები შეიძლება მოჰყვეს მათ უგულებელყოფას და რატომაა სპეციალისტის კონსულტაცია აუცილებელი.
რა არის დახურული კომედონები და რატომ წარმოიქმნება ისინი?
დახურული კომედონები კანის მცირე, თეთრი ან მქრქალი ფერის გამონაყარია. ისინი მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ცხიმოვანი ჯირკვლები ან მკვდარი უჯრედები ფოლიკულებს „ბლოკავს“. განსხვავებით ღია კომედონებისგან (შავი წერტილები), დახურულ კომედონებს კანის ზედაპირზე მცირე ბორცვოვანი სტრუქტურა გააჩნია; ასევე, არ აქვს „ჰაერის შთანთქმის“ საშუალება, რაც მათ პიგმენტაციასაც უშლის ხელს. შესაბამისად, უფრო შეუმჩნეველი, მაგრამ არცთუ ნაკლებად შემაწუხებელია.
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რის საფუძველზე ჩნდება დახურული კომედონები, თუმცა წინაპირობად ბევრი ფაქტორი შეიძლება იქცეს:
- ჰორმონალური დისბალანსი — ჰორმონების ცვლილება (მაგალითად, მოზარდობის, ორსულობის, მენოპაუზის ან მენსტრუალური ციკლის დროს) იწვევს ცხიმოვანი ჯირკვლების გადაჭარბებულ მუშაობას, რაც ხელს უწყობს ფორების ბლოკირებას და, შესაბამისად, კომედონების წარმოქმნას;
- კანის არასწორი რუტინა — შეუფერებელი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება, განსაკუთრებით ისეთების, რომლებიც ბლოკავს ფორებს, ხშირად ხდება დახურული კომედონების გამომწვევი მიზეზი;
- კანის არასათანადო გაწმენდა — თუ კანის ზედაპირიდან რეგულარულად არ ხდება მაკიაჟის, ცხიმისა და დღის განმავლობაში დაგროვილი ჭუჭყის მოშორება, ეს ხელს უწყობს ფორების ბლოკირებას;
- მკვდარი უჯრედების დაგროვება — ექსფოლიაციის ნაკლებობის შემთხვევაში, მკვდარი უჯრედები ფორებში გროვდება და ქმნის ერთგვარ „საფარს“, რომელიც ცხიმის ნორმალურ გამოდინებას აფერხებს;
- გარე ფაქტორები — გარემოს დაბინძურება, როგორიცაა მტვერი და ტოქსიკური ნაწილაკები, მნიშვნელოვნად მოქმედებს ფორების დახშობაზე;
- სტრესი და ცხოვრების წესი — ნერვული ფონი, არასათანადო კვება და ძილის ნაკლებობა ხელს უწყობს ორგანიზმის ჰორმონალურ დისბალანსს, რაც ავტომატურად აისახება კანის მდგომარეობაზე.
რატომაა პრობლემის უგულებელყოფა სახიფათო?
შესაძლოა, საწყის ეტაპზე დახურულ კომედონებს არცთუ ისე დიდ პრობლემად მიიჩნევდეთ, თუმცა პრობლემის უგულებელყოფას ხშირად გაცილებით არასასიამოვნო შედეგებამდე მივყავართ.
პირველ რიგში, არსებობს ანთების რისკი — დახურული კომედონები შეიძლება გადაიზარდოს ანთებით აკნეში. უფრო დეტალურად რომ ავხსნათ, ფორებში არსებული ცხიმი და მკვდარი უჯრედები ქმნის ხელსაყრელ გარემოს ბაქტერიებისთვის, რაც იწვევს პაპულებისა და პუსტულების წარმოქმნას. თავის მხრივ, ამ მდგომარეობას თან ახლავს ტკივილი, სიწითლე და შეშუპება.
ამავდროულად, თუ კომედონების მოშორება ძალდატანებით ან არასწორად სცადეთ, შესაძლოა, კანი დაზიანდეს. ამას კი ნაწიბურების ან მუქი პიგმენტური ლაქების გაჩენა მოჰყვება — ხოლო პრობლემის გამოსწორება ხშირად ხანგრძლივი და რთული პროცესია. ამასთან, არსებობს ბაქტერიების კანის ღრმა ფენებში შეღწევის რისკი.
ესეც რომ არა, დროთა განმავლობაში არასწორი მოვლა ან მათი დაგროვება ფორების გაფართოებას იწვევს, რაც კანის ტექსტურასაც აუარესებს. ხანგრძლივ პერსპექტივაში, დაუმუშავებელი კომედონები შეიძლება ისეთ ქრონიკულ მდგომარეობაში გადაიზარდოს, როგორიცაა კისტოზური აკნე, რაც გაცილებით რთულ და ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს.
როგორ უნდა მოვუაროთ დახურულ კომედონებს?
პირველ რიგში, აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია, ვინაიდან სწორედ დერმატოლოგი განსაზღვრავს კომედონების წარმოქმნის რეალურ მიზეზს. ასევე, ხშირ შემთხვევაში საჭიროა სპეციალური პროცედურის ჩატარება, როგორიცაა ქიმიური პილინგი ან მექანიკური წმენდა.
ბუნებრივია, აუცილებელია შესაფერისი რუტინის შემუშავება და ისეთი კოსმეტიკური საშუალებების შერჩევა, რომლებიც დახურული კომედონების გავრცელებასა და ალაგებას უწყობს ხელს.
მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს Ducray-ის კომედონების საწინააღმდეგო კრემი — Keracnyl Glycolic+. ზოგადად, ბრენდის ეს სერია აკნესადმი მიდრეკილი კანის მოსავლელადაა განკუთვნილი. კონკრეტულად აღნიშნული კრემი კი სწორედ დახურული კომედონებისა და შავი წერტილების საწინააღმდეგოდ შეიქმნა. მისი უნიკალური ფორმულა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას, კანის ტექსტურის გაუმჯობესებასა და ზედმეტი ცხიმიანობის შემცირებას.
მთავარი „საიდუმლო“ კრემის აქტიურ ინგრედიენტებში მდგომარეობს:
- გლოკოლის მჟავა კანის ნაზ ექსფოლიაციაში მონაწილეობს, რაც ფორების გახსნას უწყობს ხელს;
- Myrtacine — ბუნებრივი ექსტრაქტი ეხმარება კანის ბაქტერიული ფლორის დაბალანსებას და გამონაყარის შემცირებას;
- ცელასტროლის 100%-იანი დამამშვიდებელი აქტიური ნივთიერება კი ანტებით პროცესს ამცირებს.
მთლიანობაში, დუკრეს Keracnyl Glycolic+ წმენდს ფორებს, აუმჯობესებს კანის ტექსტურად, ამცირებს ზედმეტი ცხიმის გამოყოფას და გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება.
ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ Caudalie-ის ცხიმიანი და კომბინირებული კანის ფლუიდი. ეს დამატენიანებელი მქრქალი ფლუიდი მოქმედებს ლაქებზე, გაფართოებულ ფორებზე, შავ წერტილებსა და, ცხიმიანი კანის ბზინვარებაზე. მთლიანობაში, ამცირებს აკნეს ნაწიბურებსა თუ შავ წერტილებს, აუმჯობესებს კანის ტექსტურას.
ეფექტურია ISIS PHARMA-ს თინ დერმი გელი — განკუთვნილია ცხიმიანი, მსუბუქი და ზომიერი აკნეს მქონე კანისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია სახეზე და სხეულის ლოკალიზებული ადგილების (გულმკერდი, ზურგ ) ყოველდღიური მოვლისთვის. ღრმად ასუფთავებს და ქერცლავს კანს მინარევებისაგან, არეგულირებს ჭარბ ცხიმს მისი α-PURE კომპლექსის წყალობით, რომელიც არეგულირებს ცხიმიანობას, ხელს უწყობს მკვდარი უჯრედების ჩამოფცქვნას, აფერხებს ბაქტერიების პროლიფერაციას და ახშობს ანთებას. კარგად წმენდს და აგლუვებს კანს, აუმჯობესებს კანის ტექსტურას, აქრობს კანის სიპრიალეს.
დაბოლოს, გაითვალისწინეთ, დახურული კომედონები ხშირად გვაფიქრებინებს, რომ ეს მხოლოდ მცირე ესთეტიკური დისკომფორტია. თუმცა პრობლემის სწორი შეფასება და პროფესიონალური მიდგომა აუცილებელია გართულებების თავიდან ასაცილებლად. სწორედ ამიტომ, აუცილებელია დერმატოლოგთან ვიზიტი და შესაბამისი საშუალებების გამოყენება.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account