
შავი წერტილები სახეზე, იგივე კომედონები, კანის ყველაზე გავრცელებულ ესთეტიკურ პრობლემას წარმოადგენს. ეს უკანასკნელი მაშინ ჩნდება, როცა ფორები ცხიმითა და მკვდარი უჯრედებით იხშობა. ხოლო ჰაერთან კონტაქტის შედეგად, ეს ცხიმი ოქსიდირდება, რის გამოც მუქ ფერს იღებს.
ჩვეულებრივ, შავი წერტილები ცხვირზე, შუბლსა და ნიკაპზე განსაკუთრებით ხშირად ჩნდება. საბედნიეროდ, მათი მოშორება სახლის პირობებშიც შეიძლება — სწორედ ამასთან დაკავშირებით გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას.
რატომ ჩნდება შავი წერტილები და როგორ მოვიშოროთ ისინი?
ცოტა დეტალურად რომ განვიხილოთ, ამის წინაპირობად შეიძლება რამდენიმე ფაქტორი იქცეს:
- ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერაქტივობა — განსაკუთრებით, ცხიმიანი და კომბინირებული ტიპის კანის შემთხვევაში;
- კანის არასწორი რუტინა — მაკიაჟისა თუ ყოველდღიური დაბინძურების არასათანადოდ მოცილება;
- ჰორმონალური დისბალანსი — განსაკუთრებით, მოზარდობის პერიოდში;
- გარე ფაქტორები — მტვერი, დაბინძურებული გარემო და სტრესი;
- შეუფერებელი კოსმეტიკა — პროდუქცია, რომელიც ფორებს ახშობს.
რა თქმა უნდა, ჩამოთვლილი მეთოდებიდან, ყველასთვის ყველა ერთნაირად ეფექტიანი არ იქნება. ასე ვთქვათ, „შავ წერტილებთან“ გამკლავების გზები ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული — პირველ რიგში, გამომწვევ მიზეზებზე.
- სახის დაორთქვლა ფორების გასახსნელად — წმენდას გაცილებით დიდი შედეგი ექნება, თუკი პირველ რიგში კანის ზედაპირს გაახურებთ და ფორები გაიხსნება. ამის გაკეთება ძალიან მარტივია: აადუღეთ წყალი, ჩაამატეთ გვირილა, პიტნა ან რაიმე ეთერზეთი (ჩაის ხე, ლავანდა). შემდეგ, სახე მიუშვირეთ ორთქლს, თან თავზე პირსახოცი დაიფარეთ, რათა ორთქლი პირდაპირ მოხვდეს კანს. 5-10 წუთში ფორები სრულად გაიხსნება.
ფორების გახსნის შემდეგ კი შეგიძლიათ, ნიპეს ზოლინგენი გამოიყენოთ შავი წერტილების მოსაცილებლად. ორმხრივი თავის მქონე ხელსაწყო განკუთვნილია ზედაპირული და ღრმად ჩამჯდარი ფერიმჭამელების მოსაცილებლად, როგორც სახის ასევე სხეულის ზედაპირიდან.
- ფორების გამწმენდი პლასტირი — სახლის პირობებში შეგიძლიათ გამოიყენოთ ფორების გამწმენდი სტიკერები, რომლებიც სპეციალურად შავი წერტილების მოსაშორებლადაა შექმნილი. ასეთია A’pieu-ს შავი წერტილების 3-ეტაპიანი პლასტირი გამოიყენოთ. ის ეფექტურად აშორებს შავ წერტილებს და კრავს ფორებს. ერთჯერადი გამოყენების პლასტირი მყარად ეკვრის კანს, თუმცა არ იწვევს მის გამოშრობასა და გაღიზიანებას.
- ნიღაბი — შეგიძლიათ, ნიღაბი თავად მოამზადოთ ძალიან მარტივად. კვერცხის ცილა თხელ ფენად წაისვით კონკრეტულ ზონაზე, დაიფინეთ ქაღალდის ხელსახოცი და დაელოდეთ გაშრობას. შემდეგ კი ნაზად მოიშორეთ.
- ცხვირის პაჩი — ვინაიდან შავი წერტილები ყველაზე ხშირად სწორედ ცხვირის ზონაზე ჩნდება, შეგიძლიათ სპეციალური პაჩი გამოიყენოთ. მაგალითად, Tonymoly-ის პაჩი Egg. ამ უკანასკნელს გააჩნია მაღალტექნოლოგიური ფორმულა, რომელიც დამზადებულია კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილითა და ნახშირით, რათა ადვილად აღმოფხვრას შავი და თეთრი წერტილები. ღრმად ასუფთავებს ფორებს და არეგულირებს ცხიმის გამომუშავებას. კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილი აქრობს სიწითლეს, კანის ანთებით პროცესს და ამშვიდებს კანს. ხოლო ნახშირი ხელს უწყობს კანის ტექსტურისა და ელასტიკურობის აღდგენას.
რას უნდა მოვერიდოთ?
გაითვალისწინეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ შავი წერტილების ხელით მოშორება — ამან შეიძლება კანის დაზიანება, ანთებითი პროცესი ან ნაწიბურების გაჩენა გამოიწვიოს.
ასევე, ნუ გამოიყენებთ უხეშ სკრაბებს, რათა თავიდან აიცილოთ კანის ბარიერის დაზიანება და ანთება. და, რა თქმა უნდა, დღის ბოლოს აუცილებლად მოიშორეთ მაკიაჟი, ვინაიდან კოსმეტიკური საშუალებების უმეტესობა ფორებს ბლოკავს, რაც ხელს უწყობს შავი წერტილების გაჩენას.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account