ხერხემლის თიაქარი – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

მალთაშუა თიაქარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხერხემლის დაავადებაა, რომელიც წარმოადგენს ხერხემლის არხში მალთაშუა დისკის ბირთვის პროტრუზიას და გამოხატულია ფიბროზული რგოლის ერთიანობის დარღვევით.

ლოკალიზაციის მიხედვით გამოყოფენ:

  • ხერხემლის კისრის ნაწილის მალთაშუა თიაქარს;
  • ხერხემლის გულმკერდის ნაწილის მალთაშუა თიაქარს;
  • ხერხემლის გავა-წელის ნაწილის მალთაშუა თიაქარს. 

ზომების მიხედვით გამოიყოფა:

  • პატარა –2 მმ-მდე კისრის და 4 მმ-მდე წელის არეში;
  • საშუალო – 4 მმ-დან 7 მმ-მდე;
  • დიდი – 6 მმ-დან 9 მმ-მდე;
  • ძალიან დიდი – 9 მმ-დან ზევით.

მალთაშუა თიაქარი გვხვდება ორივე სქესის წარმომადგენლებში, თუმცა უფრო ხშირია კაცებში. ძირითადად გავრცელებულია 30-50 წლის ადამიანებში.  

დაავადების განვითარების მექანიზმი 

ხერხემალი შედგება მალებისგან და მალთაშუა დისკებისგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია სახსროვან-მყესოვანი აპარატით. თავად მალთაშუა დისკი კი შედგება შედარებით მკვრივი ფიბროზული კაფსულისა და მის შიგნით მდებარე ჟელესებრი სტრუქტურის მქონე პულპოზური ბირთვისგან. 

ოსტეოქონდროზის დროს მალთაშუა დისკზე ჩნდება ნაპრალები, ფიბროზული კაფსულის მთლიანობა ირღვევა და დატვირთვის შემთხვევაში, მისგან ნაწილობრივ ან სრულად გამოიდევნება ჟელესმაგვარი პულპოზური მასა. სწორედ ეს გახლავთ ხერხემლის მალთაშუა თიაქარი, რომელმაც ადამიანი შესაძლოა, ხერხემლის პერიფერიული ნერვებისა და ზურგის ტვინის ნერვის დაზიანებამდეც კი მიიყვანოს.

რა იწვევს მალთაშუა თიაქარს?

თიაქარი გახლავთ პათოლოგიური მდგომარეობა, რა დროსაც ორგანოები  იცვლიან ადგილს და კანქვეშ გამოდიან. თიაქარის გაჩენა შეიძლება უკავშირდებოდეს ასაკს, მემკვიდრეობით წინასწარგანწყობას, მუცლის კედლის ტრავმას, მუცლის წინა კედლის ნერვებისა ან სისხლძარღვების დაზიანებას, პოსტოპერაციულ ნაწიბურს. 

გარდა ამისა ხერხემლის თიაქარის გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს ხერხემლის ისეთი დაავადებები, როგორებიცაა: ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი ლორდოზი, და კიფოზი. 

მალთაშუა თიაქრის გამომწვევ რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება ასევე:

  • ჭარბი წონა - რაც იწვევს დამატებით ზეწოლას მალთაშუა დისკებზე, განსაკუთრებით კი წელზე;
  • არასწორი და სისტემატური ფიზიკური დატვირთვა (სიმძიმის აწევა, მოზიდვა, მიწოლა, მკვეთრი მოძრაობები, ბრუნვითი მოძრაობა და ა. შ.);
  • თამბაქოს მოწევა - ითვლება, რომ თამბაქოს მოწევა არღვევს მალთაშუა დისკის ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებას, რაც აღრმავებს დეგენერაციულ პროცესებს;
  • მანქანის ხანგრძლივად მართვა - დიდხანს ჯდომა და მანქანის ძრავის ვიბრაცია უარყოფითად მოქმედებს ხერხემალზე;
  • არააქტიური ცხოვრების წესი - ამ შემთხვევაში სუსტდება ზურგის კუნთები და იზრდება დატვირთვა მალთაშუა დისკებზე.

 რა სიმპტომები ახასიათებს მალთაშუა თიაქარს?

დაავადების სიმპტომები დამოკიდებულია თიაქარის ლოკალიზაციაზე:

კისრის ნაწილის მალთაშუა თიაქარს ახასიათებს: 

  • თავის ტკივილი და თავბრუსხვევა;
  •  ტკივილის მხარსა და მკლავში;
  • თითების მგრძნობელობის დაკარგვა და პარესთეზია;
  •  უძილობა და არტერიული წნევის ცვალებადობა (დაავადების გახანგრძლივების შემთხვევაში).

გულმკერდის მალთაშუა თიაქარს ახასიათებს: 

  • ტკივილი გულმკერდის არეში (განსაკუთრებით მკვეთრი მოძრაობებისას);
  • ღრმა სუნთქვა.

წელის ნაწილის მალთაშუა თიაქარს ახასიათებს: 

  • ტკივილი წელის არეში (რაც ხელს უშლის მოძრაობას)ლ
  • ფეხების, წვივების, თეძოების ტკივილი, რომელსაც ხშირად ახლავს მგრძნობელობის დაკარგვაც. 

ხერხემლის თიაქრის სიმპტომებს ახასიათებს: 

  • წელის ტკივილი (ნერვულ ღეროზე ზეწოლის შედეგად ეს ტკივილის ქვედა ან ზედა კიდურშიც ვლინდება);
  • ფეხებში ძალის დაქვეითება; 
  • შარდვის ფუნქციის მოშლა.

როგორია ხერხემლის თიაქრის გართულებები

თიაქრის ყველაზე ხშირი გართულებაა ჩაჭედვა ან ნაწლავთა მწვავე გაუვალობა, რაც  დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში იწვევს მუცლის ღრუს ორგანოების დაავადებებს. 

გარდა ამისა დაავადების გართულების შემთხვევაში შეიძლება, გამოვლინდეს პარეზი - არასრული ან ნაწილობრივი დამბლა. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მალთაშუა დისკი სკდება, მისგან გამოდევნილი პულპოზური მასა მთლიანად ავსებს მალთაშუა ხვრელს და სრულ ზეწოლას ახდენს იქ მდებარე სისხლძარღვებზე და ნერვულ დაბოლოებებზე.

მალთაშუა დისკის თიაქარმა შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტვინის დაზიანება (მიელოპათია). ზურგის ტვინის დაზინებას თან ახლავს კიდურების სრული უმოძრაობა, მგრძნობლობის სრული დარღვევა და შარდვისა და ნაწლავის ფუნქციების მოშლა.

როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

დაავადების დიაგნოსტიკა ხდება ექიმი-ნევროლოგის მიერ. ხშირად საჭირო ხდება ნეიროქირურგის და მანუალური თერაპევტის კონსულტაციაც.

მკურნალობის დასადგენად საჭიროა ჩატარდეს:

  • მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) - რომელიც გვაძლევს ზურგის ტვინის, ნერვული ფესვების, მალთაშუა დისკების და მიმდებარე იოგოვანი აპარატის დეტალურ ვიზუალიზაციას;
  • კომპიუტრული ტომოგრფია (კტ)  - რომელიც კარგად გამოსახავს ძვლოვან სტრუქტურებს, გვაძლევს საშუალებას შევაფასოთ ხერხემლის არხის ზომა და ფორმა, ასევე მალთაშუა დისკები.
  • ზოგ შემთხვევებში, დამატებით კეთდება ელექტრონეირომიოგრაფია, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად არის ნერვული ფესვი დაზიანებული.

როგორ მკურნალობენ ხერხემლის თიაქარს?

ხერხემლის თიაქრის მკურნალობა მოიცავს მედიკამენტურ თერაპიასა და ფიზიოთერაპიას. მაგალითად, სპეციალისტები ასეთ დროს ხშირად ნიშნავენ პრეპარატ ქონდროსპეის, რომელიც ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით. პრეპარატი აძლიერებს მყესებს და კუნთოვან სისტემას, შედეგად აუმჯობესებს სახსრების და ხრტილოვანი უბნების ქმედითუნარიანობას.

ასევე ეფექტიანია დაავადების მართვის პროცესში სამკურნალო ვარჯიშებისა და მასაჟების ჩართვა. როდესაც დაავადება არ ექვემდებარება კონსერვატულ მკურნალობას, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. 

როგორც თერაპიის პერიოდში, ასევე პოსტოპერაციულად რეკომენდებულია სპეციალური ქამრების ტარება, რომელსაც აქვს დამატებითი ჩანართები და ღვედები ხერხემლის სვეტისა და დაზიანებული ადგილის სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად. ეს ქამრები ამცირებენ დატვირთვას ხერხემალზე, ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნებას.

მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს ჰომეოპათიაც. იგი ემყარება ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას, დეტოკსიკაციას და ორგანიზმის დამცველობითი უნარების სტიმულაციას. ამის შედეგად ხდება დისკის სტრუქტურის აღდგენა და ანთებითი პროცესებით გამოწვეული ტკივილების მოხსნა. 

როდის არის აუცილებელი ხერხემლის მალთაშუა თიაქრის ქირურგიული მკურნალობა ?

ქირურგიული ჩარევა უალტერნატივოა ისეთი მძიმე გართულებების საპროფილაქტიკოდ, როგორიცაა თიაქრის ჩაჭედვა, ანთება და სხვა. რაც ადრე ჩატარდება ოპერაცია, გართულებების განვითარების რისკიც მით უფრო ნაკლებია.

რაც შეეხება ჩაჭედილ თიაქარს, მისი მკურნალობის მეთოდი მხოლოდ ოპერაციულია. ოპერაცია უნდა გაკეთდეს დაუყოვნებლივ (ჩაჭედვიდან პირველ 2 საათში), სასიცოცხლო ჩვენებით.

 

შეგვიძლია თუ არა დაავადების პროფილაქტიკა?

ხერხემლის მალთაშუა თიაქარის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია: სიმძიმეების აწევისგან თავის არიდება, სწორი ვარჯიში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონა, დაბალანსებული კვება, თამბაქოსგან და ალკოჰოლისგან თავის შეკავება, წონის კორექცია, ასევე, ანთებითი პროცესების და სხვა დაავადებების დროული გამოვლენა და მკურნალობა.