
ნაწლავებში აირების წარმოქმნა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და დიდ დისკომფორტს იწვევს. აირების წარმოქმნას არაერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად: გაზიანი სასმელების (ლიმონათი, კოკა-კოლა და ა.შ.) მიღება, ზოგიერთი საკვების მიღება (მაგ: წითელი ხორცი, პარკოსნები, კომბოსტო, აგრეთვე საკვები, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს). ასევე აირების წარმოქმნის მიზეზი ხდება სწრაფი ჭამა ან ჭამის დროს საუბარი (ამ დროს საკვებთან ერთად ადამიანი ჰაერსაც ყლაპავს), ნაწლავური მიკრობები და ბაქტერიები, ფუნქციური დარღვევები და ა.შ.
ასეთ დროს, პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ადამიანმა უბრალოდ შეცვალოს კვების რეჟიმი და მოერიდოს იმ საკვებს, რაც გაზების წარმოქმნას უწყობს ხელს, შამციროს გაზიანი სასმელების რაოდენობა, მიირთვას აუჩქარებლად, დაკავდეს ფიზიკური აქტივობით და ა.შ.
თუმცა, თუ პრობლემა მაინც რჩება და ძლიერი დისკომფორტით მიმდინარეობს, გირჩევთ, კვლევებისთვის და მკურნალობისთვის ექიმს მიმართოთ, რომელიც ნაწლავებში აირწარმოქმნის შემამცირებელ პრეპარატებს დაგინიშნავთ. ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია ეუკარბონი, რომელიც მართალია ურეცეპტოდ გაიცემა, მაგრამ საუკეთესო შედეგის მისაღებად საჭიროა ექიმითან კონსულტაცია.
რა არის ეუკარბონი — შედგენილობა
ეუკარბონი აირწარმომქმნის შემამცირებელი საშუალებაა, რომელსაც მონელების მარეგულირებელი და მსუბუქი საფაღარათო მოქმედება გააჩნია.
პრეპარატი შედგება: სენას ფოთლებისგან (folium sennae), რევანდის ფესვის ექსტრაქტისგან (extractum rhei), მცენარეული ნახშირისგან (carbo ligni), გასუფთავებული გოგირდისგან (sulfur depuratum).
მცენარეულ ნახშირს გააჩნია სხვადასხვა სახის ტოქსიური მეტაბოლური ნივთიერებების შეწოვის უნარი, რაც შემდეგ ორგანიზმიდან რევანდის ფესვებისა და სენას საფაღარათო ეფექტის შედეგად გამოიდევნება. გასუფთავებულ გოგირდს კი მსუბუქი საფაღარათო ეფექტი აქვს.
როდის მიიღება ეუკარბონი
ეუკარბონი მიიღება შემდეგი მდგომარეობებისას:
- ნაწლავის მოქმედების შენელება;
- ყველა ფორმის ყაბზობა;
- ნაწლავში ფერმანტაციისა და ლპობის პროცესი;
- ნაწლავში აირების დაგროვება, შებერილობა;
- ნაწლავის ინტოქსიკაცია;
- ჰემოროიდული გენეზის ყაბზობა.
ვისთვის არ შეიძლება ეუკარბონი?
თუ პაციენტი ალერგიულია ეუკარბონის შედგენილობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ, პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის.
ეუკარბონის მიღება არ არის რეკომენდებული ოკლუზიის დროს, ნაწლავის ანთებისა და უცნობი წარმოშობის მუცლის ტკივილის დროს, ასევე წყლისა და მინერალების ბალანსის მძიმე ფორმის დარღვევის დროს, კუჭის და ნაწლავის წყლულის დროს, აპენდიციტის დროს.
არ შეიძლება პრეპარატის მიღება 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ასევე ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
ეუკარბონის შესაძლო გვერდითი ეფექტები და უკუჩვენებები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი ეფექტები ეუკარბონსაც გააჩნია, თუმცა ეს ხდება იშვიათად.
პრეპარატის შესაძლო გვერდით მოვლენებს წარმოადგენს:
- მუცლის ტკივილი, დიარეა;
- შარდის წითლად შეფერვა (რასაც კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია);
- გულისრევა, ღებინება;
- მინერალური მარილების დაკარგვა, განსაკუთრებით კალიუმის მარილების, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე და ყაბზობის გაუარესება ნაწლავის აქტივობის შესუსტების გამო (დიდი დოზების ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში).
რაც შეეხება უკუჩვენებებს, ესენია:
- პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- ნაწლავის გაუვალობა, ნაწლავის ანთება, ტკივილი მუცლის არეში;
- ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავის ანთება;
- პრეპარატი უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
ეუკარბონის მიღების წესი და დოზირება
სასურველი ეფექტის მისაღებად საჭირო დოზა ინდივიდულურია და მას მკურნალი ექიმი განსაზღვრავს.
12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის, მსუბუქი საფაღარათო ეფექტისთვის და შებერილობის შესამცირებლად, ჩვეულებრივ დოზაა — 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, კვების დროს ან კვების შემდეგ. ძლიერი საფაღარათო ეფექტისთვის პრეპარატის დოზა განსხვავებულია — საღამოს დოზა 3-4 ტაბლეტამდე უნდა გაიზარდოს. გაითვალისწინეთ, რომ ეუკარბონის მაქსიმალურმა დოზამა დღეში 8 ტაბლეტს არ უნდა გადააჭარბოს.
არ მიიღოთ პრეპარატი 1-2 კვირაზე მეტ ხანს, თუ ამის რეკომენდაცია ექიმისგან არ არსებობს.
გაითვალისწინეთ: ეუკარბონი არ გამოყენება წონის დასაკლებად!
როგორია ეუკარბონის ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან?
არ არის რეკომენდებული ეუკარბონის მიღება, თუ პაციენტი იღებს საგულე საშუალებებს, რადგან გაძლიერებული ჰიპოკალემიის დროს (კალიუმის ნაკლებობა) ზოგიერთი საგულე საშუალების (საგულე გლიკოზიდები) ეფექტიანობა შეძლება გაიზარდოს.
ამიტომ, თუ იღებთ ან უახლოეს წარსულში იღებდით რომელიმე ამგვარ მედიკამენტს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემსაც, ამის შესახებ მკურნალ ექიმს უნდა აცნობოთ.
რა შეიძლება გამოიწვიოს ეუკარბონის დოზის გადაჭარბებამ ან გამოტოვებამ?
ეუკარბონის დოზის გადაჭარბების ერთადერთი ნიშანი შეიძლება იყოს ფაღარათი. ასეთ შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა.
რაც შეეხება ეუკარბონის დოზის გამოტოვებას, თუ თქვენ შემთხვევით დოზა გამოტოვეთ, არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის ასანაზღაურებლად.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account