
სწორი მაკიაჟის შერჩევა, შეიძლება, იყოს დამღლელი პროცესი. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ განსხვავებულ კანის ტიპს განსხვავებული მიდგომა და პროდუქცია სჭირდება.
თუ გაქვთ ცხიმიანი, მშრალი, კომბინირებული ან მგრძნობიარე კანი, თქვენი კანის მახასიათებლების გაგება პირველი ნაბიჯია სრულყოფილი პროდუქტების მოსაძებნად, რომლებიც არა მხოლოდ უკეთ გამოკვეთენ თქვენს ბუნებრივ სილამაზეს, არამედ ინარჩუნებენ კანის ჯანმრთელობასაც.
სწორ ტონალურს, კორექტორსა და დამამშვიდებელ პროდუქტებს შეუძლიათ ყველაფერი შეცვალონ და უზრუნველყონ, რომ თქვენი მაკიაჟი მდგრადი იყოს მთელი დღის განმავლობაში და თავიდან აიცილოთ ისეთი პრობლემები, როგორიცაა ზედმეტი ბზინვარება, მშრალი ლაქები ან გაღიზიანება.
ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შევარჩიოთ ყველაზე შესაფერისი მაკიაჟის პროდუქტები, რომლებიც მორგებულია თქვენს საჭიროებებზე.
შევარჩიოთ კანის დამატენიანებელი
განურჩევლად იმისა, თუ როგორი ტიპის კანი გაქვთ, პირველი, რაც მაკიაჟის დატანამდე დაგჭირდებათ, კანის დატენიანებაა. ისევე, როგორც მოვლის სხვა საშუალებები, დამატენიანებელიც კანის ტიპის მიხედვით უნდა შეირჩეს.
Bioderma - ბიოდერმა Atoderm ინტენსიური დამატენიანებელი ბალზამი მშრალი კანისთვის
დატენიანება და კარგი მომზადება განსაკუთრებულად სჭირდება მშრალ კანს. ამაში კი ბიოდერმას ინტენსიური დამატენიანებელი ბალზამი დაგეხმარებათ.
ბალზამის უნიკალური ფორმულა სპეციალურად იმისთვისაა შექმნილი, რომ მშრალ, გაღიზიანებულ კანს მყისიერი შვება მოჰგვაროს და ინტენსიურად გამოკვებოს, დაატენიანოს ის. გარდა იმისა, რომ ბალზამი მაღალ დონეზე ატენიანებს კანს, ის ამაგრებს კანის ბარიერსაც და იცავს მას დამატებით დაზიანებისგან. არ არის ცხიმიანი და აქვს ნაზი, სასიამოვნო სურნელი. გაითვალისწინეთ, რომ პროდუქტი შეიძლება მთელმა ოჯახმა, მათ შორის ბავშვებმაც, გამოიყენონ.
Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე დამატენიანებელი კრემი ალოე და მწვანე ჩაი ნორმალური ან კომბინირებული კანისთვის
თუკი გაქვთ ნორმალური ან კომბინირებული კანი, მაშინ ლე პეტიტ ოლივიეს ალოესა და მწვანე ჩაის დამატენიანებელი უნდა გამოიყენოთ.
სპეციალურად შემუშავებული ფორმულა ატენიანებს კანს, აღადგენს ტენიანობის წონასწორობასა და განიჭებთ ელასტიურობის შეგრძნებას. ალოე ვერა ცნობილია მისი დამატენიანებელი თვისებებით, ხოლო მწვანე ჩაი მდიდარია ანტიოქსიდანტებით — ამ ორის კომბინაცია კი გარანტიაა იმისა, რომ თქვენი კანი მთელი დღის განმავლობაში დარჩება დატენიანებული და ჯანსაღი შესახედაობის.
SVR - ესვიერი Sebia დამატენიანებელი კრემი ცხიმიანი კანისთვის
ხოლო ცხიმიანი, აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის, გირჩევთ, ესვიერის დამატენიანებელი გამოიყენოთ Sebia-ს ხაზიდან.
ცხიმიანობისკენ მიდრეკილი კანის ამ დამატენიანებლის გამოყენება ეფექტიანია აკნეს მედიკამენტოზური მკურნალობის დროსაც კი. ის მაღალ დონეზე ატენიანებს კანს, განიჭებთ კომფორტის შეგძნებას და ამცირებს გამონაყარს. უნიკალური ფორმულის წყალობით, ებრძვის აკნეს შემდეგ დარჩენილ ფერად ლაქებს და აფერხებს კანის ზედაპირზე ბაქტერიების გამრავლებას, რაც პირდაპირ მოქმედებას აკნეს საწინააღმდეგოდ.
დამატენიანებელი კრემი არაკომედოგენურია, არ ახშობს ფორებს და აძლევს კანს სუნთქვის საშუალებას. რაც მთავარია, შეგიძლიათ მაკიაჟის ბაზადაც კი გამოიყენოთ.
მოვიყვანოთ სახე ერთ ტონში
განურჩევლად იმისა, რა პროდუქტის დატანას აპირებთ შემდეგ, მაკიაჟის გაკეთებამდე დაგჭირდებათ სახე მოამზადოთ — ამისთვის კი ბენეფიტის პრაიმერი გამოგადგებათ. ის ყველა ტიპის კანისთვისაა განკუთვნილი.
ეს პრაიმერი ამცირებს წვრილი ნაოჭების და ფორების ხილვადობას, უზრუნველყოფს მაკიჟის თანაბარ გადანაწილებასა და მდგრადობას. შესაბამისად, დილით გაკეთებული მაკიაჟი მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
Ziaja - ზიაია BB კრემი მშრალი და ნორმალური კანისთვის
თუკი ნორმალური, ან სიმშრალისკენ მიდრეკილი კანი გაქვთ, ერთ ფერში მოსაყვანად ზიაიას ბიბი კრემი გამოგადგებათ.
ის, გარდა ერთ ფერში მოყვანისა, დაატენიანებს და მზისგანაც დაიცავს თქვენს კანს. კარგად ფარავს სიწითლეს, ლაქებსა და ფორებს, აუმჯობესებს სახის საერთო ელფერს. ჰიალურონის მჟავისა და პროვიტამინის დახმარებით მთელი დღე უნარჩუნებს კანს ჯანსაღ ელფერს.
Essence - ესენსი ტონალური მუსი
კიდევ ერთი საშუალება, რომელიც კანის ერთ ფერში მოყვანაში დაგეხმარებათ, ესენსის ტონალური მუსია.
მისი კრემისებური სტრუქტურის წყალობით ფარავს კანს ბუნებრივი ეფექტით, ანიჭებს თანაბარ და ჯანსაღ, ცოცხალ ელფერს. გარდა ამისა, მუსი ატენიანებს კიდეც თქვენს კანს და ხდის მას უფრო ბზინვარეს. მისი გამოყენება ყველანაირი ტიპის კანზე შეგიძლიათ.
გამოვკვეთოთ სახის ნაკვთები
სახის ძვლოვანი სტრუქტურის უკეთ გამოკვეთა თანამედროვე მაკიაჟის ერთ-ერთი ტრენდია. რაც მთავარია, ეს ძალიან გემოვნებიანად და ნაზად უნდა გააკეთოთ, რათა ბუნებრივ სილამაზეს გაესვას ხაზი.
Benefit — ბენეფიტი ბლაში Crystah
თანამედროვე მეიქაფ არტისტებისა და ვარსკვლავების საყვარელი პროდუქტი ბლაშია. მისი საშუალებით შეგვიძლია უკეთ წარმოვაჩინოთ ყვრიმალების სილამაზე, სახეს მივცეთ ბუნებრივი ელფერი ან სულაც ლოყების ზედა ნაწილი შევფეროთ. ამაში ბენეფიტის ბლაში გამოგადგებათ.
მისი გამოყენება ყველა ტიპის კანზე შეგიძლიათ დატენიანების, პრაიმერისა და ტონალურისა თუ BB კრემის დატანის შემდეგ. ბენეფიტის ბლაში კარგად ნაწილდება კანზე, პიგმენტურია და მბზინავ ეფექტსაც ქმნის.
Benefit — ბენეფიტი ბრონზერი Hoola Caramel
ეს ბრონზერიც ყველა ტიპის კანზე გამოიყენება და უამრავ საქმეს ასრულებს: შეგიძლიათ, მისი საშუალებით ხაზი გაუსვათ თქვენი ძვლოვანი სტრუქტურის სილამაზეს და ამავდროულად, მსუბუქი, პიგმენტური ტექსტურის წყალობით გლუვი, მდგრადი ეფექტი მიიღოთ.
Benefit — ბენეფიტი ჰაილაითერი Twinkle
პროდუქტი, რომელიც აუცილებლად შეგაყვარებთ თავს - ბენეფიტის ჰაილაითერია. ის ბზინვარებას ანიჭებს სახის უბნებს და გლამურულ იერს გინარჩუნებთ მთელი დღის განმავლობაში.
ამ ჰაილაითერს პუდრის კონსისტენცია აქვს და ყველა ტიპის კანზე გამოიყენება. რაც მთავარია, მდგრადია მთელი დღის განმავლობაში.
Benefit — ბენეფიტი კორექტორი
როცა სახეზე ბევრი პროდუქტის დატანა არ გინდათ, თუმცა ერთ ფერში მოყვანა ან კონკრეტული უბნების ამონათება გაქვთ გადაწყვეტილი, ბენეფიტის კორექტორი უნდა გამოიყენოთ. ყველანაირი კანისთვის განკუთვნილი ეს პროდუქტი გამორჩეულია მისი დაფარვის უნარით, თხელი, მსუბუქი ტექსტურითა და მდგრადობით. გარდა ამისა, კორექტორი წყალგამძლეა.
ყოველდღიური თუ საღამოს მძიმე მაკიაჟის გაკეთებამდე სწორედ ზემოხსენებულ უბნებზე დასატანი პროდუქცია უნდა შეირჩეს ჩვენი კანის ტიპის მიხედვით. იმისათვის, რომ მაკიაჟი მდგრადი და გამძლე იყოს, პროდუქტი სწორად უნდა დავიტანოთ.
ხოლო რაც შეეხება თვალებისა და ტუჩის მაკიაჟს — ამ შემთხვევაში კანის ტიპს მნიშვნელობა არ აქვს. თვალზე მდგრადი მაკიაჟისთვის აუცილებელია კანის კარგად დატენიანება და პრაიმერით მისი მომზადება. ასევეა ტუჩის მაკიაჟიც — ეს უბანიც კარგად უნდა დავიტენიანოთ და მხოლოდ შემდეგ დავიწყოთ მასზე პროდუქტის დატანა.
რაც მთავარია, ზემოხსენებული ყველა პროდუქტის ერთ სივრცეში შეძენა შეგიძლიათ — ყველა მათგანი პსპ-ს სააფთიაქო ქსელშია წარმოდგენილი. მათი ყიდვა შესაძლებელია როგორც აფთიაქში მისვლით, ისე ონლაინ, პსპ-ს საიტზე შერჩევით.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account