Solgar - სოლგარი ფოლატი 400მკგ 250 ტაბლეტი
ჩვენება:ანემია, გამოწვეული ფოლიუმის მჟავას დეფიციტით.
ფოლიუმის მჟავა
400მკგ №250
ფოლიუმის მჟავა წარმოადგენს წყალშიხსნად B ჯგუფის ვიტამინს (B9 და BC ვიტამინი). მისი ნაკლებობა იწვევს უჯრედის დნმ-ის სინთეზის დარღვევას, რომელიც თავის მხრივ მონაწილეობს ქრომოსომის რეპლიკაციასა და დაყოფაში. ფოლიუმის მჟავა ორგანიზმში მეტაბოლიზდება ტეტრაჰიდროფოლის მჟავამდე. იგი კოფერმენტია, რომელიც აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. ფოლიუმის მჟავა ასტიმულირებს ერითროპოეზის პროცესს, მონაწილეობს ამინომჟავების (მეთიონინი და გლიცინი), ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში, ასევე ქოლინის და ჰისტიდინის მეტაბოლიზმში. ორსულ ობის დროს ფოლიუმის მჟავა იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან, ხელს უწყობს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებას და ფუნქციონირებას.
ჩვენება:
• ანემია, გამოწვეული ფოლიუმის მჟავას დეფიციტით (ფოლიუმდეფიციტური ანემია)
(მაკროციტული ჰიპერქრომული ანემია; წამლისმიერი ან მაიონიზირებელი რადიაციით გამოწვეული ანემია; ლეიკოპენია; მეგალობლასტური, სიდერობლასტური და წვრილი ნაწლავის დაავადებებით გამოწვეული ანემიები; სპრუ; მალაბსორბციის სინდრომი);
• ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში;
• ორსულობის პირველ ტრიმესტრში ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების განვითარების პროფილაქტიკა;
• ფოლიუმის მჟავას ანტაგონისტებით (მეტოტრექსატი, კომბინაცია სულფამეტაქსაზოლი/ტრიმეტოპრიმი), კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებით (ფენიტოინი, პრიმიდონი, ფენობარბიტალი) ხანგრძლივი მკურნალობა;
• დეპრესია
• შიზოფრენია
• ათეროსკლეროზი
• სარძევე ჯირკვლის და მსხვილი ნაწლავის სიმსივნე
• ღრძილების დაავადება და ჰალითოზი
• შაკიკი
• ოსტეოპოროზი
• პრეეკლამფსია
ასევე გამოიყენება კომპლექსურ მკურნალობაში: თალასემია, წყლულოვანი კოლიტი, ვიტილიგო, ალცჰეიმერის დაავადება, ბიპოლარული აშლილობა, კრონის დაავადება, დიარეა, დაუნის სინდრომი, ეპილეფსია, ფილტვის კიბო, ფსორიაზი.
შემადგენლობა: ფოლიუმის მჟავა 400მკგ
დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, ლიმონმჟავა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი (მღებავი ნივთიერება), მცენარეული სტეარინი.
არ შეიცავს: სახამებელს, გლუტეინს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს.
დოზირება: მიიღება 1 ან 2 ტაბლეტი დღეში, სასურველია საკვების მიღებასთან ერთად. ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
გამოშვების ფორმა: 250 ტაბლეტი.
მწარმოებელი: სოლგარი, აშშ.
რაოდენობა | 250 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account