Trefol - ტრეფოლი 400მკგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 11,72 GEL რეგულარული ფასი 16,55 GEL
მარაგშია
SKU
73531_1957

ჩვენება:ანტიანემიური საშუალება, ფოლის მჟავა და მისი წარმოებულები.

ტრეფოლი

საკვები დანამატი

შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ფოლის მჟავა 0,4მგ (400 მკგ).

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა 109,4მგ, სახამებელი 8,4მგ.  მაგნიუმის სტეარატი 1,2მგ, კრემნიუმის დიოქსიდი 0,6მგ.

ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი: ანტიანემიური საშუალება, ფოლის მჟავა და მისი წარმოებულები.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ფოლის მჟავა (ვიტამინი B9) წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც ორგანიზმში სინთეზირდება ნაწლავის მიკროფლორის მიერ. ფოლის მჟავა აუცილებელია სისხლის უჯრედების წარმოქმნისათის, კერძოდ: ასტიმულირებს ერითროპოეზს.  მისი დეფიციტი იწვევს ანემიის განვითარებას. ფოლის მჟავა ასევე აუცილებელია დნმ-ისა და ზოგიერთი ამინომჟავის (გლიცინი, მეთიონინი, სერინი) სინთეზისათვის. ამ პროცესების დარღვევა კი ზრდის სიმსივნის განვითარების რისკს. ფოლის მჟავა ხელს უწყობს მეტაბოლიზმის პროცესების სწორად წარმართვას.

ფოლის მჟავა აუცილებელია იმუნური და გულ-სისხლძარღვთა  სისტემის ნორმალური მუშაობისათვის. იგი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზეც.  შესაბამისად, ადამიანის განწყობასა და შრომის უნარზე. 

ფოლის მჟავას მიღება აუცილებელია ორსულობის დროს, რადგან ამ პერიოდში განსაკუთრებით იზრდება ორგანიზმის  მოთხოვნილება მასზე.  მისი მიღება აუცილებელია მათთვისაც,  ვინც გეგმავს ორსულობას.  ფოლის მჟავა აუცილებელია ნაყოფის ნერვული უჯრედების ფორმირებისთვის, განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში, როდესაც ფორმირდება ნაყოფის შინაგანი ორგანოები და განსაკუთრებით ტვინი. ამას გარდა ფოლის მჟავა აუცილებელია პლაცენტის ნორმალური ზრდისა და განვითარებისათვის.

 ამ ვიტამინის ნაკლებობა ზრდის ორსულობის სპონტანური შეწყვეტის, ნაადრევი მშობიარობის, ნაყოფის პათოლოგიებისა და მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარების რისკს.

ფარმაკოდინამიკა: ორგანიზმში ფოლის მჟავა აღდგება ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავად, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში მონაწილე კოფერმენტს. ფოლის მჟავა აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. იგი ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების  (მათ შორის მეთიონინი, სერინი), ნუკლეინის მჟავების,  პურინებისა და პირიმიდინების  სინთეზში, ქოლინის, ჰისტიდინის ცვლაში.

ფარმაკოკინეტიკა: ფოლის მჟავა (ვიტამინი B9)- სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, უპირატესად 12-გოჯა ნაწლავის ზედა ნაწილში. პლაზმის ცილებთან შეკავშირება მაღალია. დეპონირდება ღვიძლში, სადაც ხდება მისი ბიოტრანსფორმაცია (აქტიური ფორმა-ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავა). სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 30-60 წუთში. გადის ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერს, გადადის ქალის რძეში. ელიმინაცია ხდება თირკმელებით.

 

ჩვენებები:

  • ფოლის მჟავას დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში (მაკროციტური ჰიპერქრომული ანემია; სამკურნალო საშუალებებით და მაიონიზებელი რადიაციით გამოწვეული ანემია და ლეიკოპენია; მეგალობლასტური ანემია; კუჭის რეზექციის შემდგომი ანემია; წვრილი ნაწლავის დაავადებებთან, სპრუს და მალაბსორბციის სინდრომთან დაკავშირებული ანემიები)
  • ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა ორსულობის დაგეგმარების პერიოდში, ასევე ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში
  • ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების განვითარების პროფილაქტიკა ორსულობის I ტრიმესტრში

მიღების წესი და დოზირება: ტრეფოლი ინიშნება ჭამის შემდეგ, შიგნით მისაღებად.

 ფოლის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკისათვის, ბავშვებში 14 წლის ზემოთ და მოზრდილებში, ინიშნება 400მკგ, დღე-ღამეში ერთხელ.

ფოლის მჟავას სადღეღამისო მოთხოვნილება წლამდე ასაკის ბავშვებში 65-85მკგ-ია,  1-3 წლის ბავშვებში - 150მკგ, 4-13 წლის ბავშვებში - 200-300მკგ.

ორსულობისას, ანემიის პროფილაქტიკისა და ნაყოფში ნერვული მილის განვითარების დეფექტის თავიდან ასაცილებლად - 400-800მკგ/დღე-ღამეში. ლაქტაციის პერიოდში- 400მკგ/დღე-ღამეში.

უკუჩვენება:  მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:  ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, მუცლის შებერილობა, პირში მწარე გემო, ანორექსია (უმადობა).

სხვა: ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია B12 ჰიპოვიტამინოზის განვითარება.

განსაკუთრებული მითითებები: სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში გაურკვეველი ეტიოლოგიის ანემიით, რადგან ფოლის მჟავამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ავთვისებიანი ანემიის დიაგნოსტიკას დაავადების ჰემატოლოგიური გამოვლინებების შემცირების გზით. პერნიციოზული ანემიის შემთხვევაში, პრეპარატი უნდა მიიღოთ მხოლოდ, ციანკობალამინთან ერთად.

ფოლის მჟავას ხანგრძილვად მიღება, განსაკუთრებით მაღალი დოზებით, რეკომენდებული არ არის სისხლში ციანკობალამინის კონცენტრაციის დაქვეითების გამო.

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები საჭიროებენ ფოლის მჟავას მომატებულ რაოდენობას.

ანტიბიოტიკებმა შესაძლოა შეცვალონ (მოგცეთ აშკარად დაქვეითებული მაჩვენებლები) პლაზმასა და ერითროციტებში ფოლის მჟავას კონცენტრაციის მიკრობიოლოგიური შეფასების შედეგები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:  ფოლის მჟავას ქლორამფენიკოლთან, ნეომიცინთან, პოლიმიქსინებთან, ტეტრაციკლინებთან ერთდროული მიღების შემთხვევაში ქვეითდება ფოლის მჟავას შეწოვა. ფოლის მჟავასთან ერთდროულად მიღებული ფენიტოინის, პრიმიდონის,  სულფასალაზინის, სისტემური (შინაგანი) ჰორმონალური კონტრაცეპტივების, ქლორამფენიკოლის ეფექტურობა მცირდება. აბსორბციის დაქვეითების, ან შეცვლის შემთხვევები შეიძლება განვითარდეს ქოლესტირამინის და ფოლის მჟავას ერთდროული გამოყენებისას. ამიტომ, პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ქოლესტირამინის მიღებამდე 1 საათით ადრე, ან მისი მიღებიდან, 4-6 საათის შემდეგ.


საშუალების ზემოქმედების თავისებურებანი სატრანსპორტო საშუალების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე: ტრეფოლი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე. 

გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში: ტრეფოლი რეკომენდებული დოზებით ინიშნება როგორც ორსულობისთვის მომზადების პერიოდში, ასევე ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში.

 

შენახვის პიროებები: შეინახეთ  ბავშვებისგან და მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ, გრილ და მშრალ ადგილას.

გამოშვების ფორმა: #30 ტაბლეტი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:  ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

მწარმოებელი: PHARMACY Laboratories s.c. პოლონეთი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy