Calcium D3 Actimed - კალციუმ D3 აქტიმედი 60 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 48,72 GEL რეგულარული ფასი 67,66 GEL
მარაგშია
SKU
82252_1517
Calcium D3 Actimed - კალციუმ D3 აქტიმედი 60 ტაბლეტი

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი კალციუმი-დ3 აქტიმედი

CALCIUM D3 ACTIMED

 

გამოშვების ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები, მასით 1700 მგ. 10 ტაბლეტი ბლისტერზე, 3 ან 6 ბლისტერი მოთვსებულია მუყაოს კოლოფში.

შემადგენლობა: კალციუმი (კალციუმის კარბონატი, გლუკონატი, ლაქტატი), მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი, გლუკონატი), შეკუმშვის საწინაღმდეგო აგენტი მიკროკრისტალური ცელულოზა, ვიტამინი K2 (მენაქინონი), ტაბლეტის გარსი (სტაბილიზატორი ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, საღებავი ტიტანის დიოქსიდი, შეკუმშვის საწინააღმდეგო აგენტი ტალკი, შეკუმშვის საწინააღმდეგო აგენტი ცელულოზა, სტაბილიზატორი ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები), სტაბილიზატორი კარბოქსიმეთილცელულოზა ჯვარედინი ნატრიუმის მარილი, თუთია (თუთიის ციტრატი, გლუკონატი), სტაბილიზატორი სტეარინის მჟავას მაგნიუმის მარილი, ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი).

 

 

აქტიური კომპონენტი

ყოველდღიური მოხმარების ნორმის შემადგენლობა (1 ტაბლეტი, გარსით დაფარული, მასით 1700მგ)

% სარეკომნდაციო ყოველდღიური მოხმარების დონიდან ან ადეკვატური მოხმარებისას  დონემდე

კალციუმი

400მგ

40

მაგნიუმი

155მგ

39

თუთია

8,5მგ

57

ვიტამინი D3

0,015მგ (600 სე)

300*

ვიტამინი K2

0,1მგ

831

*  არ აღემატება მოხმარების დასაშვებ ზედა ზღვარს.

გამოყენების სფერო: ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.  ვიტამინების: D3 (1 ტაბლეტში არაუმეტეს 600 სე) და K2, კალციუმის, მაგნიუმის და თუთიის დამატებითი წყარო.

რეალიზაციის პირობები: მოსახლეობაში. რეალიზაციის ადგილი განისაზღვრება ევრაზესის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ნაციონალური კანონმდებლობით.

გამოყენების რეკომენდაციები: მოზრდილებში - 1 ტაბლეტი 1 ჯერ დღეში ჭამის დროს. მიღების ხანგრძლივობა  ̶ 1 თვე. საჭიროების შემთხვევაში, მიღება შეიძლება განმეორდეს. გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენება: კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა, ორსულობა, ძუძუთი კვება.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250C .

მწარმოებლის დასახელება და ადგილი:  “Walmakr a.s.”, Oldrichovice 44, 739 61 Trinec, , ჩეხეთის რესპუბლიკა.

მომხმარებლის პრეტენზიების მიმღების ორგანიზაცია/ იმპორტიორი:

სს „ნიჟფარმი“, რუსეთი, 603105, ნიჟნი ნოვგოროდი, სალგანსკაიას ქ.  სახლის #7

ტელ: +7(831)278-80-88, ფაქსი: +7(831)430-72-28, e-mail: med@stada.ru

შენახვის ვადა: 2 წელი

სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის № RU.77.99.11.003.R.004464.12.21   03.12.2021წ

არ არის წამალი

 

პროდუქტმა გაიარა ნებაყოფლობითი სერტიფიცირება.

 

STADA Artsneimittel AG-ის სავაჭრო ნიშანი

საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნების ბაზარზე პროდუქციის მიმოქცევის ერთიანი ნიშანი

ნებაყოფლობითი სერტიფიცირების სისტემის ნიშანი

 

 

კალციუმი აუცილებელია ძლიერი ძვლებისთვის, კბილებისთვის, თმისა და ფრჩხილებისთვის და სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

კალციუმი ჩართულია კბილების და ძვლების მინერალიზაციაში, ჩონჩხის ფორმირებაში მთელი ცხოვრების განმავლობაში. ასაკთან ერთად იცვლება ჰორმონალური ბალანსი და იზრდება კალციუმის დეფიციტის რისკი. ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობის დროს, ის იწყებს გამორეცხვას ძვლებიდან და კბილებიდან, რათა უზრუნველყოს ორგანიზმის სხვა აუცილებელი ფუნქციების ნორმალური მუშაობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ოსტეოპოროზის განვითარება.

კალციუმის როლი სხეულის სხვა ფუნქციების ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებაში:

- მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულის ნორმალური რიტმის შენარჩუნებაში, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირებას, აუცილებელია სისხლის კოაგულაციის პროცესებისთვის;

- საჭიროა კუნთების შეკუმშვის უზრუნველსაყოფად და კუნთების კრუნჩხვების თავიდან ასაცილებლად;

- მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციაზე: უზრუნველყოფს ნერვული ქსოვილის ნორმალურ აგზნებადობას, მონაწილეობს ცერებრალური ქერქში აგზნებისა და ინჰიბირების პროცესებს შორის ბალანსის დამყარებაში.

- საჭიროა კუნთების შეკუმშვის უზრუნველსაყოფად და კუნთების კრუნჩხვების თავიდან ასაცილებლად;

- მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციაზე: უზრუნველყოფს ნერვული ქსოვილის ნორმალურ აგზნებადობას, მონაწილეობს ცერებრალური ქერქში აგზნებისა და ინჰიბირების პროცესებს შორის ბალანსის დამყარებაში.

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) - აუცილებელია კალციუმის აბსორბციისთვის და ზოგადი ჯანმრთელობისთვის.

ვიტამინი D3 მონაწილეობს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ბალანსის შენარჩუნებაში, რაც გავლენას ახდენს კბილებისა და ძვლების ნორმალურ ფორმირებაზე. ვიტამინი D3 ასევე მონაწილეობს ნაწლავებში კალციუმის შეწოვაში.

ვიტამინი D3-ის დამატებითი სარგებელი ჯანმრთელობისათვის  - ეხმარება იმუნური სისტემის ფუნქციონირებას.

 

ვიტამინი K2 მოქმედებს სისხლის შედედებაზე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლისა და შემაერთებელი ქსოვილის მეტაბოლიზმში. K ვიტამინზე დამოკიდებული ცილა აუმჯობესებს კალციუმის განაწილებას ორგანიზმში, აწვდის მას სისხლის მიმოქცევიდან ძვლოვან ქსოვილში და ორგანოებში - კუნთებში, გულში, ტვინში.

 

მაგნიუმი აუმჯობესებს ძვლოვანი ქსოვილის შემადგენლობას, ამიტომ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოსტეოპოროზის რისკის შემცირებაში და მნიშვნელოვანია ნეირო-მუსკულური გამტარობის რეგულირებისთვის.

მაგნიუმი ცნობილია, როგორც სტრესის საწინააღმდეგო ელემენტი, ის აფერხებს თავის ტვინის ქერქში აგზნების პროცესებს.

 

თუთია აუცილებელია კარგი განწყობის შესანარჩუნებლად, რადგან, მონაწილეობს ნეიროტრანსმისიაში (სიგნალების გადაცემა სეროტონინის რეცეპტორებიდან), განსაკუთრებულ როლს თამაშობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში, ასევე აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა60
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy