Solgar - სოლგარი Ester-C იმუნო კომპლექსი 60 კაფსულა
ჩვენება:გაციება, მწვავე რესპირატორულ-გრიპოზული ინფექციები,დაქვეითებული იმუნიტეტი.
C ვიტამინი + იმუნ კომპლექსი
2 კაფსულის შემადგენლობა:
C ვიტამინი (Ester-C-ის სახით, კალციუმის ასკორბატიდან მიღებული) – 1000მგ
A ვიტამინი (რეტინოლის პალმიტატი) – 750მკგ
D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი) – 15მკგ(600სე)
B6 ვიტამინი (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) – 2მგ
ფოლატი - 666მკგ DFA (400მკგ ფოლიუმის მჟავა)
B12 ვიტამინი (ციანკობალამინი) – 6მკგ
ბიოტინი - 300მკგ
პანტოთენის მჟავა (d-კალციუმის პანტოთენატი) – 10მგ
მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი) – 25მგ
თუთია (თუთიის ოქსიდი) – 15მგ
დიდგულას (ანწლი) ნაყოფის კომპლექსი (Sambucus nigra) - 17მგ
ექინაცეა (Echinacea purpurea) – 16.5მგ
გლერძი (Astragalus membranaceous) – 16.5მგ
კალორია - 15
ჯამში ცხიმები - 1გ
ჯამში ნახშირწყლები - 1გ
კომპლექსში C ვიტამინი წარმოდგენილია ბიოლოგიურად აქტიური ფორმით, კალციუმის ასკორბატიდან მიღებული Ester-C-ის სახით. ჩეულებრივი ასკორბინის მჟავისგან განსხვავებით Ester-C გამოირჩევა მაღალი ბიოშეღწევადობითა და პროლონგირებული მოქმედებით. იგი სწრაფად აღადგენს ორგანიზმში C ვიტამინის ბალანსს. არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და არ ზრდის კონკრემენტების წარმოქმნის რისკს.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
C ვიტამინი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ანტიოქსიდანტსა და იმუნომოდულატორს. იგი ბოჭავს კუნთების ინტენსიური მუშაობის პროცესში წარმოქმნილ თავისუფალ რადიკალებს და ხელს უშლის მათ მავნე ზემოქმედებას ქსოვილებზე. C ვიტამინი
უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კოლაგენის სინთეზის პროცესში, რომელიც შემაერთებელი ქსოვილის, კბილების, ძვლოვანი ქსოვილის აღდგენისა და ზრდის განმსაზღვრელ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს. იგი აჩქარებს შეხორცების პროცესს ჭრილობისა და დამწვრობის დროს; არეგულირებს სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას; ასტიმულირებს ინტერფერონის გამომუშავებას, რომელიც ხელს უშლის ვირუსული ორგანიზმების გამრავლებას; აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას; უზრუნველყოფს ენერგიის გამომუშავებას უჯრედულ დონეზე, მონაწილეობს ატფ-ის სინთეზში; C ვიტამინის რეგულარული მიღება განსაკუთრებით რეკომენდებულია მწეველებში. იგი ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას; ვიტამინების მეგადოზები იცავს უჯრედებს რღვევისაგან სტრესის დროს.
D3 ვიტამინი უზრუნველყოფს ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისა და ვირუსებისადმი. იგი განსაზღვრავს ძვლოვანი ქსოვილისა და კბილების ჯანსაღ ფუნქციონირებას. D3 ვიტამინი აგრეთვე ზრდის ორგანიზმში სეროტონინის დონეს.
A ვიტამინი ზრდის ორგანიზმის მდგრადობას, აძლიერებს იმუნურ სისტემას. იგი აგრეთვე მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენის, ცილის სინთეზისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში; მონაწილეობს როდოპსინის, მხედველობის პიგმენტის სინთეზში, ხელს უშლის თვალის კონიუნქტივის გამოშრობას; ასტიმულირებს რეგენერაციულ პროცესებს, კორტიკოსტეროიდების და სასქესო ჰორმონების სინთეზს; ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებას; მნიშვნელოვან როლს ასრულებს ემბრიონის განვითარებაში; ხასიათდება ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით.
B5 ვიტამინი (პანტოთენის მჟავა) ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების, კორტიკოსტეროიდების სინთეზს. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ანტისხეულების ფორმირების პროცესში და ხელს უწყობს სხვა ვიტამინების ათვისების პროცესს. B5 ვიტამინი მონაწილეობს ნახშირწყლებისა და ცილების ცვლაში, ამცირებს ცხიმოვან ქსოვილს. ორგანიზმს იცავს სტრესის განვითარებისაგან.
B6 ვიტამინი აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. იგი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს ტვინის ქსოვილებში, რამდენადაც წარმოადგენს ნერვული სისტემის მრავალი მედიატორის, მათ შორის სეროტონინის სინთეზის კატალიზატორს. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ასევე მონაწილეობს ნახშირწყლებისა და ლიპიდების მეტაბოლიზმში, ჰემოგლობინის სინთეზში. იგი ხელს უწყობს მაგნიუმის ათვისებას ორგანიზმის მიერ.
B7 ვიტამინი (ბიოტინი) მონაწილეობს ორგანიზმში ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. იგი არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში. B7 ვიტამინი ხელს უწყობს ორგანიზმში ენერგიის წარმოქმნას. ბიოტინი პასუხისმგებელია თმის, კანის და ფრჩხილის სტუქტურის სიჯანსაღეზე.
B9 ვიტამინი (ფოლატი) წარმოადგენს მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის აუცილებელ კოფერმენტს. იგი ასტიმულირებს ერითროპოეზის პროცესს, მონაწილეობს ამინომჟავების (მეთიონინი და გლიცინი), ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში, ასევე ქოლინის და ჰისტიდინის მეტაბოლიზმში. ორსულობის დროს ფოლატი იცავს ნაყოფს ტერატოგენური ფაქტორების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან, ხელს უწყობს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებას და ფუნქციონირებას.
B12 ვიტამინი მაღალი ბიოლოგიური აქტივობით გამოირჩევა. იგი მონაწილეობს მეთილის ჯგუფისა და ფერმენტების გადატანაში, უზრუნველყოფს დეზოქსირიბოზის, დნმ-ისა და რნმ-ის, კრეატინის და ქოლინის სინთეზს. B12 ვიტამინი უზრუნველყოფს მიელინის გარსის ფორმირებას, გააჩნია ნოოტროპული მოქმედება. იგი აუცილებელია სისხლის წარმოქმნისათვის, ააქტივებს სისხლის შედედების სისტემას; ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში; აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას და რეგენერაციულ პროცესებს; ახდენს ანაბოლურ მოქმედებას, ზრდის ფიზიკურ ქმედითუნარიანობას.
მაგნიუმი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგუნარიანობას ალერგიული და ანთებითი პროცესების მიმართ. იგი მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და ნუკლეინის მჟავების ცვლის პროცესში, ხელს უწყობს ინსულინის სინთეზს; მონაწილეობს ნერვ-კუნთოვან გამტარობაში, ხასიათდება სედაციური მოქმედებით; უზრუნველყოფს ძვლოვანი ქსოვილის განვითარებასა და მინერალიზაციას; აკონტროლებს მიოკარდიუმის უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას, იცავს სისხლძარღვთა კედლებს არტერიოსკლეროზის ჩამოყალიბებისგან.
თუთია მონაწილეობს იმუნური სისტემის ფორმირებასა და ფუნქციონირებაში. იგი აუცილებელია ინფექციური დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის განვითარებისა და შენარჩუნებისათვის. იგი აგრეთვე მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში, სასქესო სისტემისა და მხედველობის ფუნქციის განვითარებაში. თუთია უზრუნველყოფს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას. იგი ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია.
ექინაცეა აძლიერებს ორგანიზმის ბუნებრივ დამცავ ძალებს, ასტიმულირებს იმუნურ სისტემას. მას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ზრდის ლეიკოციტების კონცენტრაციას, ააქტივებს ფაგოციტოზს და უზრუნველყოფს დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების განადგურებას. ექინაცეა აგრეთვე ასტიმულირებს ინტერლეიკინ 1-ის, ენდოგენური ინტერფერონის გამომუშავებას და ავლენს ანტივირუსულ მოქმედებას გრიპისა და ჰერპესის გამომწვევებთან მიმართებაში. სამკურნალო მცენარის შემადგენელი აქტიური ნივთიერებების კომპლექსი აგრეთვე ხელს უწყობს T-ჰელპერების ფუნქციების გაუმჯობესებას და B-ლიმფოციტების პლაზმურ უჯრედებში ტრანსფორმაციას.
გლერძის უნიკალური სამკურნალო თვისებები განპირობებულია სელენის ბიოლოგიურად აქტიური ფორმების მაღალი შემცველობით. მას ახასიათებს იმუნომოდულატორული, ადაპტოგენური, ვაზოდილატაციური, მატონიზირებელი და მსუბუქი შარდმდენი მოქმედება. გლერძი ეხმარება ორგანიზმს როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი და ემოციური სტრესის დაძლევაში.
დიდგულა (ანწლი) აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემასა და ინფექციებისადმი მდგრადობას. მას აგრეთვე ახასიათებს ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ამოსახველებელი და შარდმდენი მოქმედება. დიდგულა შეიცავს (C, A, B ჯგუფის) ვიტამინებს, რუტინს, მინერალებს (თუთია, სპილენძი, რკინა), ეთერზეთებს, ცხიმოვან მჟავებს, ქვერცეტინს. იგი აგრეთვე გამოირჩევა ფლავონოიდების მაღალი შემცველობით, რომელიც ხელს უშლის ორგანიზმში C ვიტამინის სწრაფად დაშლას.
ჩვენება:
• ჰიპო და ავიტამინოზი
• გაციება, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები
• იმუნიტეტის დაქვეითება
• გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება, დაღლილობა, სისუსტე, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა;
• სხვადასხვა წარმოშობის ანემიები;
• სტრესის შედეგების პროფილაქტიკა, ნევროზი;
• კლიმაქტერული პერიოდი ქალებში;
• სექსუალური ასეთენია;
• დაუბალანსებელი და არასრულფასოვანი კვება;
• თმის ცვენა;
• გადაღლილობა, ასთენიური მდგომარეობა;
• ატოპიური დერმატიტი, ასთმა;
• ათეროსკლეროზი;
• თვალის, კანის, სოკოვანი დაავადებები, ღრძილების ანთება (კომპლექსური მკურნალობა);
• ჭრილობის შეხორცების გართულება;
• დაავადებების (მძიმე ავადმყოფობა, ქირურგიული ოპერაციები, ანტიბიოტიკო და რადიოთერაპია) გადატანის შემდგომ რეკონვალესცენციის პერიოდი.
დამატებითი ინგრედიენტები:
ბრინჯის ქატოს ზეთი, ჟელატინი, მცენარეული გლიცერინი, ნატურალური კარამელის საღებავი, ფუტკრის ყვითელი ცვილი, მზესუმზირის ლეციტინი, კერატის ფხვნილი (მღებავი ნივთიერება).
არ შეიცავს: გლუტენს, სახამებელს, სოიოს, საფუარს, შაქარს, მარილს, ხელოვნურ არომატიზატორებს და დამატკბობლებს.
პროდუქტი არ მიიღება 18 წლამდე და პირებში, ვისაც ალერგიული რეაქცია აღენიშნება რთულყვავილოვანთა ოჯახის მცენარეებზე (მზესუმზირა, გვირილა და მისი მსგავსი მცენარეები). შეინახეთ ოთახის ტემპერატურასა და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დოზირება:
მიიღება 2 ტაბლეტი დღეში, კვების დროს.
გამოშვების ფორმა: 60 ჟელატინისებული კაფსულა.
მწარმოებელი: სოლგარი აშშ.
რაოდენობა | 60 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account