ფეროსომ ფორტე წვეთები 30მლ
ჩვენება: ანემია დღენაკლულ ბავშვებში,იმუნური სისტემის ფუნქციის სტიმულირება.
ფეროსომ ფორტე წვეთები
ფეროსომ ფორტე წვეთები - ეს არის ლიპოსომური რკინის შემცველი სასურსათო დანამატი, რომელიც მნიშვნელოვანია ბავშის კოგნიტური ფუნქციის ჩამოყალიბებისთვის, ნორმალური მეტაბოლიზმისთვის; ანორმალიზებს ორგანიზმის ენერგეტიკულ ბალანსს, ამცირებს დაღლილობას.
რკინა შემუშავებულია ლიპოსომური ტექნოლოგიით, ,,შეფუთულია“ ფოსფოლიპიდებით, რაც უზრუნველყოფს რკინის მაქსიმალურ შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მის სრულყოფილ ტრანსპორტს დანიშნულების ადგილამდე. ასეთი რკინა არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ლორწოვანს და არ აქვს რკინის სხვა ფორმულებისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები.
მაქსიმალური ბიოშეღწევადობა
არ აღიზიანებს კუჭს
არ იწვევს შეკრულობას
არ ტოვებს რკინის გემოს
შემადგენლობა:
ხსნარის ყოველი 1 მლ._ის შემადგენლობაშია რკინა (Fe) 7მგ.
რკინა (რკინის პიროფოსფატი მიკროკაფსულირებული LCE ლიპოსომური™ რკინის სახით).
დამხმარე კომპონენტები: წყალი, სუკრალოზა, გუმფისი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, მალტოდექსტრინი, ლეციტინი, არომატიზატორი (Bubble Gum Flavor).
ფარმაკოლოგიური თვისებები:
რკინა - როგორც ჰემოგლობინის შემადგენელი კომპონენტი, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჟანგბადის ტრანსპორტში. რკინას ასევე შეიცავს კუნთის მიოგლობინი და ღვიძლი. რკინის ნაკლებობა იწვევს ანემიას.
გამოყენების რეკომენდაციები:
· ანემია დღენაკლულ ბავშვებში
· ექსკლუზიურად ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვები
· სისხლწარმოქმნის სტიმულირება
· ჰემოგლობინისა და ჟანგბადის ტრანსპორტის სტიმულირება
· რკინადეფიციტური ანემიები
· სისხლის ქრონიკული დანაკარგი
· ნაწლავიდან რკინის შეწოვის დარღვევა
· ინფექციური დაავადებებით გამოწვეული ანემია
· იმუნური სისტემის ფუნქციის სტიმულირება
· რკინადეფიციტური ანემიები ბავშვებში
· ჭიით ინვაზიით გამოწვეული რკინადეფიციტური ანემია
· მოზარდობის პერიოდი
დოზირება და მიღების წესი:
გამოყენებამდე ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ.
დღიური დოზაა 1 მლ. დღეში.
ნუ გადააჭარბებთ დადგენილ დღიურ დოზას.ნუ გამოიყენებთ პროდუქტს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდგომ. პროდუქტი არის სასურსათო დანამატი, შესაბამისად, ის ვერ ჩაანაცვლებს ჯანსაღ საკვებს.
განსაკუთრებული მითითებები: ნუ მიიღებთ ფეროსომ ფორტე წვეთებს უზმოზე (მშიერზე).
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ურთიერთქმედება მედიკამენტებთან: ორალური რკინა ამცირებს ტეტრაციკლინიების შეწოვას.
ორსულობა, ლაქტაცია: ფეროსომ ფორტე წვეთები შესაძლოა მიღებული იქნას ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
შენახვის წესი:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15 – 25 ̊C). მოარიდეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებას.
გამოშვების ფორმა: წვეთები 30 მლ. ბოთლში, დანაყოფებიანი მზომი შპრიცი.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account