Doppelherz System - დოპელჰერც სისტემი Mg 400მგ 20 პაკეტი

განსაკუთრებული ფასი 39,72 GEL რეგულარული ფასი 49,19 GEL
მარაგშია
SKU
85034_651

ჩვენება: ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა,კუნთების ტკივილი და სპაზმი.

დოპელჰერცი სისტემი მაგნიუმი 400 მგ

მაგნიუმი 400 მგ + ვიტამინი B6 + ვიტამინი C

დოპელჰერც/სისტემი მაგნიუმი წარმოდგენილია მაგნიუმის ციტრატის სახით, რომელსაც ორგანიზმი ითვისებს მომენტალურად და სრულყოფილად.

მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკული პროცესების განხორციელებაში, მონაწილეობს: ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და ნუკლეინის მჟავების ცვლის პროცესში, ხელს უწყობს ინსულინის სინთეზს. აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გატარებას კუნთოვან ქსოვილში, ამცირებს გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას, აქვს სედაციური მოქმედება, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესის მიმართ. მონაწილეობს მიოკარდიუმის შეკუმშვის პროცესში. იცავს სისხლძარღვთა კედლებს არტერიოსკლეროზის ჩამოყალიბებისგან, ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის, იშემიის განვითარების რისკს, ხელს უწყობს გულის რითმის ნორმალიზებას. აძლიერებს იმუნურ სისტემას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ალერგიული და ანთებითი პროცესების მიმართ. მაგნიუმი აგრეთვე მონაწილეობს კალციუმის ცვლაში, უზრუნველყოფს კალციუმის აბსორბციას ძვლებში და აფერხებს მის ჩალაგებას სისხლძარღვებში, ხელს უწყობს ძვლის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებას.

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) აძლიერებს მაგნიუმის შეწოვის პროცესს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ხელს უწყობს ცილების და გლიკოგენის ნორმალურ მეტაბოლიზმს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში.

ვიტამინი C ძლიერი ანტიოქსიდანტია, აძლიერებს იმუნურ სისტემას და იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.

ჩვენება:

ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა და მკურნალობა:

  • ძილის დარღვევა, მომატებული ნერვული აგზნებადობა, დეპრესია
  • ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
  • კუნთების ტკივილი და სპაზმი
  • პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული პერიოდი
  • არტერიული ჰიპერტენზია, გულის რითმის დარღვევები
  • ნერვ-კუნთოვანი დარღვევები
  • შაკიკი
  • ასთენია
  • შარდ-კენჭოვანი დაავადებები
  • ორსულთა ტოქსიკოზი

შემადგენლობა:

დღიური დოზაერთი პაკეტი შეიცავს: მაგნიუმის ციტრატი - 400 მგ, ვიტამინი B6 - 5 მგ, ვიტამინი C - 27 მგ.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

დოზირება:

მიიღება 1 პაკეტი დღეში 12 წლიდან, პაკეტი იხსნება 200 მლ წყალში.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ 25 °C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

№20 პაკეტი ფორთოხალ - ბროწეულის არომატით.

მწარმოებელი:

Queisser Pharma - გერმანია.

გამოიყენება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებშიც.

ასევე, იხილეთ : Doppelherz System - დოპელჰერც სისტემი Mg 400მგ 24 ტაბლეტი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy