Carcetin-Q10 - კარცეტინი-Q10 30 კაფსულა
ჩვენება:მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, სპორტსმენები, იმუნიტეტის დაქვეითება.
კარცეტინ Q10
თითოეული კაფსულის შემადგენლობა:
L-კარნიტინი 500მგ
კოენზიმ Q10-40მგ
კვერცეტინი-25მგ
სხვა ინგრედიენტები : მიკროკრისტალური ცელულოზა, კაფსულა ( კვ. 100% ჟელატინი)
L კარნიტინი ბუნებრივი ამინომჟავაა, რომელიც ფიზიოლოგიურად გამომუშავდება ორგანიზმში და გვხვდება ყველა ქსოვილში, განსაკუთრებით გულისა და ჩონჩხის კუნთებში, ღვიძლსა და თავის ტვინში. ორგანიზმში გამომუშავდება კარნიტინის დღიური მოთხოვნილების მხოლოდ 10%, დანარჩენი უნდა შეივსოს საკვები პროდუქტებით ან საკვები დანამატებით. კარნიტინზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება ძლიერი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის, სტრესული სიტუაციების დროს და სპორტსმენებში.
L კარნიტინის ძირითადი დანიშნულებაა ორგანიზმის გამდიდრება ენერგიით - ახორციელებს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირებას მიტოქონდრიებში, სადაც მათი დაშლის (β - დაჟანგვა) შედეგად წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია (ატფ). L კარნიტინი არეგულირებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, ამცირებს ანაერობულ გლიკოლიზს, ამცირებს გლიკოგენის მოხმარებას და ზრდის გლიკოგენის რეზერვს ღვიძლსა და კუნთებში, აუმჯობესებს გულის კუნთის კუმშვადობას და ენერგომომარაგებას, ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს, აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს აცეტილქოლინის სინთეზს, რაც განაპირობებს მეხსიერების, კონცენტრაციის, აზროვნების გაუმჯობესებას.
კოენზიმ Q-10 ენდოგენური ნივთიერებაა, რომელიც სინთეზირდება ღვიძლში.იგი მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, ცხიმში ხსნადობის გამო აღწევს ჰიდროფილური მიტოქონდრიების მემბრანაში და მონაწილეობს ატფ - ის სინთეზში. კოენზიმ Q-10 აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი იცავს მემბრანულ ლიპიდებს, ცილებს, დნმ -ს ჟანგბადის აქტიური ფორმების მავნე ზემოქმედებისგან.კოენზიმ Q-10 ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციას სისხლში. ზრდის ორგანიზმში არსებული ფერმენტების აქტივობას, ლეციტინის სინთეზის სტიმულაციის გზით, აუმჯობესებს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციას. კოენზიმ Q 10-ის წარმოქმნა ორგანიზმში 20 წლის ასაკის შემდეგ კლებულობს.
კვერცეტინს, როგორც ძლიერ ანტიოქსიდანტს, განსაკუთრებულად გამოხატული ბუნებრივი ოქსიგენაციური
თვისება აქვს. მისი შემცველი პროდუქტების მიღებისას უჯრედები ორგანიზმში ეფექტურად მარაგდება ჟანგბადით. კვერცეტინი ფლავონოიდების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომელიც ჯანმრთელ უჯრედებს მავნე თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან იცავს
კარცეტინ Q10 ბიოლოგიურად აქტიური, მაღალი ბიოშეღწევადობის მქონე ფორმაა, რომელსაც ადვილად და სრულად ითვისებს ორგანიზმი
ამდიდრებს ორგანიზმს ენერგიით
წვავს ცხიმებს
ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი
ამაღლებს შრომისუნარიანობას და საერთო ტონუსს
აჩქარებს აღდგენით პროცესებს
ზრდის სტრესის მიმართ გამძლეობას
ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მათ შორის ინფარქტის, ინსულტის, ათეროსკლეროზის განვითარების რისკს
აქვს დეტოქსიკაციური, ანტიოქსიდანტური მოქმედება
ხელს უწყობს წონის კორექციას
ასტიმულირებს ტვინის მუშაობას
კარცეტინ Q10 ჩვენებები:
მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, სპორტსმენები
შრომისუნარიანობის დაქვეითება, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
ჭარბი წონა, სიმსუქნე
ხანდაზმული ასაკი
გადატანილი დაავადების შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი
გულის იშემიური დაავადება, კარდიომიოპათია, მიოკარდიუმის ცხიმოვანი დისტროფია (კომპლექსურ თერაპიაში)
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა
მიოპათია, მიასთენია
ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია
იმუნიტეტის დაქვეითება
თირეოტოქსიკოზი, ინსულინრეზისტენტობა, შაქრიანი დიაბეტი
გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხება ბავშვებში
უკუჩვენებები:
· მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
· მისი გამოყენება არ შეიძლება დაავადების სამკურნალოდ.
· არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
· გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ,ავადმყოფობის და მედიკამენტების მიღების დროს.
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი არ ცვლის ნორმალურ კვებას !
დოზირება: მოზრდილებისთვის რეკომენდებულია 1 კაფსულის მიღება დღეში ერთხელ.
გამოშვების ფორმა: 30 კაფსულა (3*10) ბლისტერში.მუყაოს შეფუთვა ჩანართით.
შენახვის პირობები: შეინახეთ არაუმეტეს 25*C ტემპერატურაზე, მშრალ მზისგან დაცულ ადგილას .ვარგისიანობის ვადა 3 წელი ,არ გამოიყენოთ მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
რაოდენობა | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account