ვალუვიტი სიროფი 150მლ

განსაკუთრებული ფასი 23,76 GEL რეგულარული ფასი 33,00 GEL
მარაგშია
SKU
47739_2154

ვალუვიტის სიროფში შემავალი ინგრედიენტები წარმოადგენს ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პროცესების მნიშვნელოვან ფაქტორს. ისინი ხელს უწყობენ იმუნური სისტემის შენარჩუნებასა და ჯანმრთელობის დაცვას.

ვალუვიტი სიროფი 150მლ


ვალუვიტის სიროფში შემავალი ინგრედიენტები წარმოადგენს ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პროცესების მნიშვნელოვან ფაქტორს. ისინი ხელს უწყობენ იმუნური სისტემის შენარჩუნებასა და ჯანმრთელობის დაცვას.


ვალუვიტი

საკვები დანამატი

შემადგენლობა:

სიროფის 5 მლ-ს შეიცავს: ბარდისგან მიღებული ცილები - 120მგ. ფუტკრის რძე (როიალ ჟელე) - 60მგ. ყვავილის მტვერი - 60მგ. L - კარნიტინი - 30მგ. რკინა - 3,6მგ. ვიტამინი B3 - 4,8მგ. ვიტამინი B5 - 1,8მგ. ვიტამინი B6 – 0,42მგ. ვიტამინი B2 -0,42მგ. ვიტამინი B1 – 0,33მგ. თუთია - 3,3მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომბინირებული საშუალება ვიტამინებით, მიკროელემენტებით და ბუნებრივი კომპონენტებით.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ვალუვიტის სიროფში შემავალი ინგრედიენტები წარმოადგენს ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პროცესების მნიშვნელოვან ფაქტორს. ისინი ხელს უწყობენ იმუნური სისტემის შენარჩუნებასა და ჯანმრთელობის დაცვას.

ფუტკრის რძე(სამეფო რძე) - მდიდარია ცილებით, ნახშირწყლებით, ცხიმებით, ვიტამინებით, ორგანული მჟავებით, ამინომჟავებით. მასში 45% - ცილებია, 20% - თავისუფალი ამინომჟავებია, 20% - ნახშირწყლები და 15% - ცხიმები. მინერალური ნივთიერებებიდან ფუტკრის რძე შეიცავს Ka, Ca, P, Mg, Fe, გოგიდს, ოქროს, ვერცხლს. ფუკტკრის რძე გამოიყენება: გულსისხლძარღვთა, ათეროსკლეროზის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ბრონქული ასთმის, ნევროზის, სტენოკარდიის დროს. თაფლთან შერეული ფუტკრის რძე კარგი საშუალებაა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ. ფუტკრის რძე ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის რეგულირებასა და ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციების მიმართ, აწესრიგებს სისხლის წნევას, აუმჯობესებს მეხსიერებასა და მხედველობას.

ბავშვებში ფუტკრის რძის მიღება აჩქარებს ზრდის პროცესს, აღადგენს გადაღლილი ორგანიზმის რესურსებს, ხელს უწყობს ჰემოგლობინის ზრდას, ამცირებს ანთებითი პროცესების მიმდინარეობას და აუმჯობესებს მეხსიერებას.

ყვავილის მტვერი - შეიცავს 240-მდე აქტიურ ნივთიერებას, მათ შორის ყველა აუცილებელ ამინომჟავას, რომელიც საჭიროა ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისა და სიცოცხლის უნარიანობის ამაღლებისთვის. მასში შედის ვიტამინები: A, B1, B2, B5, B6, B12, C, D E, PP, K. ასევე მიკროელემენტები: კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, თუთია, კალიუმი, ქრომი, რკინა, იოდი, სპილენძი.

ყვავილის მტვერი სისხლწარმოქმნის ბრწყინვალე სტიმულატორია, რადგან მასში მოიპოვება ყველა ის მიკროელემენტი, რომელსაც შეიცავს ადამიანის სისხლი. ის ათხელებს სისხლს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. ამარაგებს კაპილარებს, ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას

სისხლში, ნორმალიზმდება გულის რიტმი. გააჩნია დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციის ძლიერი უნარი, რაც განსაკუთრებით ვლინდება ღვიძლის დაავადებებისას (ციროზი, ჰეპატიტი A, ექინოკოკი), ასევე ქოლეცესტიტების დროს. აღადგენს და აძლიერებს იმუნურ სისტემას, ორგანიზმის ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას. არის უსაზღვრო ენერგიის წყარო.

ყვავილის მტვერი განსაკუთრებით რეკომენდებულია ბავშვებისთვის აქტიური ზრდის პერიოდში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, პოსტოპერაციულ და რეაბილიტაციის პერიოდში.

L-კარნიტინი - B ჯგუფის ვიტამინების მსგავსი ნივთიერებაა, რომელიც ფიზიოლოგიურად გამომუშავდება ჩვენს ორგანიზმში. ის გვხვდება გულის და ჩონჩხის კუნთებში, ღვიძლსა და თავის ტვინში. ორგანიზმში სინთეზირდება L-კარნიტინის აუცილებელი დოზის მხოლოდ 10%. მისი საჭირო რაოდენობა მიიღება საკვები პროდუქტების(ხორცი, კვერცხი, მცირე რაოდენობით რძის პროდუქტები) ან ბიოლოგიურად აქტიური დანამატების სახით. მასზე ორგანიზმის დღიური მოთხოვნაა 500-1000მგ. მოთხოვნა მატულობს ფიზიკური დატვირთვის და სტრესული სიტუაციების დროს.

L-კარნიტინის მთავარი ფიზიოლოგიური ფუნქციაა, გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირება, უჯრედული მემბრანის გავლით, მიტოქონდრიულ მატრიქსაში, სადაც ხდება ცხიმის დაშლა(ე.წ. წვა) და ენერგიის გამონთავისუფლება.

აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და გამოიყენება წონის კორექციისათვის.

ვიტამინი B1 (თიამინი) - ხელს უწყობს ნახშირწყლების, ცხიმების და ცილების ენერგიად გარდაქმნას. ავიტამინოზი იწვევს დაავადებას „ბერიბერი“. ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება: დაღლილობა, აპათია, გაღიზიანებადობა, დეპრესია, ძილიანობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, ანორექსია, გულზიდვები, მუცლის ტკივილი (ადრეული სიმპტომები); პერიფერიული ნეიროპათია (მგრძნობელობის, რეფლექსების, მოძრაობის დარღვევა); კორსაკოვის სინდრომი (მეხსიერების დაქვეითება, დროსა და სივრცეში ორიენტაციის დარღვევა), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა (გულისრევა, ღებინება, ყაბზობა).

ვიტამინი B2(რიბოფლავინი) - მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის ყველა პროცესში. მნიშვნელოვანი როლი აქვს მხედველობითი ფუნქციების, კანის ნორმალური მდგომარეობის და ჰემოგლობინის სინთეზის უზრუნველყოფაში. ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება: კანისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება (ნახეთქები კანზე, სტომატიტი, გლოსიტი, ენის დვრილების ატროფია); თვალის დაზიანება (მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, წვის შეგრძნება თვალებში, კონიუნქტივიტი, ცრემლდენა); სებორეული ეგზემა, ზრდის დარღვევები, ანემია, ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია, ნევროლოგიური დარღვევები ვიტაინი B3 (ნიაცინი) - ათავისუფლებს ენერგიას ყველა საკვები ნივთიერებიდან, რომლებიც შეიცავს კალორიებს. ახდენს ცილების და ცხიმების სინთეზს. ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება: საერთო სისუსტე, ცხელი კერძების მიმართ ზედმეტი მგრძნობელობა, თავბრუსხვევა (ადრეული სიმპტომები ვიტამინის 2-3-თვიანი დეფიციტის დროს), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება , კანის დაზიანება(კანის გაუხეშება, აქერცვლა).

ვიტამინი B5 (კალციუმის პანტოტენანტი) - მის დეფიციტს შეუძლია გამოიწვიოს კანის დაავადებები და პარესთეზიები. ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება: კანისა და მისი დანამატების დაზიანება (დერმატიტი, გაჭაღარავება, ალოპეცია), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა.

ვიტამინები B6(პიროდოქსინი) - მონაწილეობას იღებს ნახშირბადის ცვლის პროცესში, ჰემოგლობინის სინთეზში, ნერვული სისტემის აქტივობის რეგულაციაში, ერითროციტების რეგენერაციაში და ანტისხეულების წარმოქმნაში. ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება: კრუნჩხვები (უმეტესად - 2 წლამდე ასაკის ბავშვებში), მოუსვენრობა, დეპრესია; პერიფერიული ნევრიტი, ტერფების წვა, დერმატიტი (აქერცვლა ცხვირ-ტუჩისა და შუბლის ნაოჭების არეში, მოზარდებში - სებორეა და ჩვეულებრივი ფერიმჭამელები), მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება.

თუთია - მიკროელემენტებს შორის თავისი მნიშვნელობით მეორე ადგილს იკავებს რკინის შემდეგ. ორგანიზმში ნებისმიერ უჯრედს სჭირდება თუთია და 240-მდე ფერმენტი ახორცილებს თავის ფუნქციებს თუთიის წყალობით. თვალის, ღვიძლის, თავის ტვინის, კუნთების, სასქესო ორგანოების უჯრედები შეიცავენ ცინკს. თუთიას „ჯადოსნურ ელემენტს“ უწოდებენ და ის მართლაც ამართლებს თავის სახელს. ადამიანის ფიზიოლოგიაში არის გარკვეული მოვლენები, რომლის განხორცილებაც თუთიის გარეშე წარმოუდგენელია. მისი დეფიციტი იწვევს: გემოვნებისა და ყნოსვის შეგრძნებების პათოლოგიას, მეხსიერების გაუარესებას, იმუნიტეტის დაქვეითებას, მხედველობის გაუარესებას, კანის პათოლოგიებს, თმის ცვენას, ფრჩხილების მტვრევადობას.

ჩვენებები: გამოიყენება როგორც საპროფილაქტიკო საშუალება:

· უმადობისა და არარეგულარული, არასრულფასოვანი ან ერთფეროვანი კვების დროს

· სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ადვილად დაღლის დროს

· ზრდაში ჩამორჩენა - არასაკმარისი ფიზიკური განვითარება

· გადატანილი დაავადებების შემდგომ, გამოჯანმრთელების პერიოდში

· ორგანიზმის წინააღმდეგობის გასაძლიერებლად ინფექციური დაავადებების და გაცივების მიმართ

· კომპლექსურ თერაპიაში ანტიბიოტიკებთან

უკუჩვენება: 1 წლამდე ასაკის ბავშვები. მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:

1-3 წლამდე ბავშვებში 1ჩ/კ (5მლ) საუზმის შემდეგ.

3 წლის ზემოთ ბავშვებში 1-2ჩ/კ (5-10მლ) დღეში ერთხელ, საუზმის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 150მლ. სიროფი, მარწყვის არომატით.

შენახვის წესები: ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: ValueMED pharma S.r.l. (იტალია)

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy