Jocartil - ჯოკარტილი კრემი 75მლ

განსაკუთრებული ფასი 25,28 GEL რეგულარული ფასი 35,10 GEL
მარაგშია
SKU
89116_3425

ჩვენება: გარეგანი გამოყენების ტკივილგამაყუჩებელი საშუალება რევმატული ტკივილების, ნევრალგიის, რადიკულიტის სამკურნალოდ.

ჯ ო კ ა რ ტ ი ლ ი

ქაფურის ზეთი ..................................................... ......................................20 მგ

მენთოლი..................................................... .................................................20 მგ

ბოსველიის (Boswellia serrate) ექსტრაქტი………………………………5 მგ

მიხაკის ზეთი ..................................................... .........................................5 მგ

როზმარინის ზეთი ..................................................... ................................2 მგ

გლუკოზამინის სულფატი ..................................................... ...................2 მგ

ქონდროიტინის სულფატი ..................................................... .................. 2 მგ

მეთილსულფონილმეთანი ..................................................... ...................2 მგ

ევკალიპტის ზეთი ..................................................... ..................................1 მგ

თიამის ზეთი................................................ ..................................................1 მგ

მეთილსულფონილმეთანი (გოგირდი) - ადვილად ათვისებადი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა, იგი ორგანული გოგირდის წყაროა. მსმ-ი მნიშვნელოვნად აძლიერებს პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მოქმედებას, ხელს უწყობს ტოქსინების გამოყოფას ორგანიზმიდან, შემაერთებელი ქსოვილის, ხრტილებისა და ძვლების აღდგენას. გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. მსმ-ი ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ამცირებს ტრავმისშემდგომი მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე  გაზრდილი ფიზიკური დატვირთვის დროს.

Boswellia Extract   ბოსველიის ექსტრაქტს ახასიათებს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აჩერებს ლეიკოტრიენების სინთეზს; ასას-საგან განსხვავებით, ბოსველიას არ ახასიათებს

გვერდითი მოვლენები.

ევკალიპტის ზეთს  გააჩნია ძლიერი ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და რეგენერაციული თვისებები. ევკალიპტის ზეთის  ღრმად შეღწევის უნარი ხელს უწყობს იმუშაოს კანის ზედაპირზე, ინტრადერმალურ და მოლეკულურ-უჯრედულ დონეზეც. 

თიამის ზეთი აქვს ანტისეპტიკური ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ეფექტურია მიოზიტის, პოდაგრის, რევმატიზმისა,ართრიტისა და ნევრალგიების დროს .

მიხაკის ზეთს გააჩნია ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმის მომხსნელი მოქმედება .ეფექტურია ართრიტებისა და მიოზიტების დროს.

როზმარინის ზეთს აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი  თვისებები. გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.

გლუკოზამინის სულფატი  - გლუკოზამინი საჭიროა ხრტილების, იოგების, მყესების, შემაერთებელი ქსოვილისა და სინოვიური სითხის ფორმირებისთვის. შეწოვის შემდეგ გლუკოზამინი მოხვდება ხრტილოვან ქსოვილში, სადაც იწყებს ყველაზე მნიშვნელოვანი მუკოპოლისაქარიდების წარმოქმნის სტიმულირებას. გლუკოზამინი მოქმედებს  დაავადების მიზეზზე და არა დაავადების სიმპტომებზე (რაც ახასიათებს ასას-ს), გლუკოზამინი მოქმედებს ასევე გოგირდის ფიქსაციის პროცესზე, (გოგირდის წყარო ამ შემთხვევაში მსმ- მეთილსულფონილმეთანია), რის გამოც ხდება ტკივილგამაყუჩებელი მოქმედების გაძლიერება. გლუკოზამინს აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი , რომელიც აუმჯობესებს (აღმოფხვრის ) სახსრების ძვლების ხახუნის შედეგად გამოწვეულ მტკივნეულ შეშუპებას.

ქონდროიტინის სულფატი  - გლიკოზამინების კომპლექსია, რომელიც უზრუნველყოფს ხრტილოვანი ქსოვილის სიმტკიცეს, მდგრადობას, მოქნილობასა და დრეკადობას. აჩქარებს ხრტილოვანი და ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაციას.მისი გამოყენების დროს ტკივილი და შეშეუპება მინიმუმამდეა დაყვანილი .

ქაფურის ზეთი ავლენს გამახურებელ (აუმჯობესებს ადგილობრივ სისხლის მიმოქცევას) და ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას (თრგუნავს მტკივნეულ დაბოლოვებებს). მისი მოქმედების შედეგს წარმოადგენს კანის გაწითლება და სისხლძარღვების გაფართოვება.

მენთოლი  პიტნის შემადგენელი კომპონენტია მენთოლი .პიტნა შეიცავს ორგანულ მჟავებს, ვიტამინ B, C - ს და სხვა ბევრ სასარგებლო ნივთიერებას.

მენთოლი, რომელიც უხვადაა პიტნის ფოთლებში ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა, გააჩნია სპაზმოლიზური და ანტისეპტიკური მოქმედება. გარდა ამისა, მენთოლი  შეიცავს კაროტინს, ბეტაინს, ფლავონოიდებს.

დამხმარე ინგრედიენტები:

არომათერაპიის ზეთები (ჯინჯერის ზეთი, ლავანდის ზეთი, ცილის ზეთი, კაკლის ზეთი,  პიტნის ზეთი, ევკალიპტის ზეთი, ფორთოხლის ზეთი), გლიცერინი.

გამოყენების ჩვენებები :

გარეგანი გამოყენების ტკივილგამაყუჩებელი საშუალება რევმატული ტკივილების, ნევრალგიის, რადიკულიტის სამკურნალოდ . ასევე  ტკივილის სინდრომის თანხმხლები დაავადებების დროს .

დოზირება და გამოყენების წესი:

კრემი გარეგანი გამოყენებისთვის.  შეიზილეთ დაზიანების კერაში წრიული მოძრაობით რამდენიმე წუთის განმავლობაში მინიმუმ 2-3-ჯერ დღეში. პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული კანის გაწმენდის შემდეგ.

უკუჩვენებები:

ინდივიდუალური მგრძნობელობა წამლის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

გამოშვების ფორმა: კრემი

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy