Presto gel - პრესტო გელი 12 სუპოზიტორია
ჩვენება:პრესტო გელი განკუთვნილია ტკივილის კუპირებისთვის, ბუასილის, ანალური ნახეთქების და სხვა ანთებითი პროცესების დროს.
გამოყენების ინსტრუქცია
პრესტო გელი - რევოლუციური პროდუქტი, ბუასილის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
შეიცავს მაღალ ხარისხიანი ნატურალური კომპონენტების უნიკალურ კომპოზიციას.
პრესტო გელი განკუთვნილია სწრაფი და ეფექტური ტკივილის კუპირებისთვის, ბუასილის, ანალური ნახეთქების და სხვა ანთებითი პროცესების დროს.
პრესტო გელი ეფექტურად ხსნის ტკივილს, წვას, ქავილს და გაღიზიანების შეგრძნებას ანალურ მიდამოში. ქმნის ფიზიკურ ბარიერს ლორწოვან გარსზე, ხელს უშლის ბაქტერიების შეღწევას და კანის გაღიზიანებას.
პრესტო გელის უნიკალური მოქმედების მექანიზმი:
მწარმოებელმა კომპანიამ დან ფარმმა შეიმუშავა პრესტო გელის ინოვაციური და რთული წარმოების ტექნოლოგია, რომელიც ექსკლუზიურია მხოლოდ დან ფარმისთვის. საიდუმლო არა მის შემადგენლობაშია არამედ იმაში თუ როგორ მოქმედებენ მცენარეული კომპონენტები დაზიანებულ მიდამოზე გამოყენების შემთხვევაში.
პრესტო გელის წარმოების დროს, მცენარეული კომპონენტები შერჩევითად მუშავდება ისე, რომ როცა გელი შედის კონტაქტში კანთან ან ლორწოვანთან, ის ახდენს მრავალფაზიანი მექანიზმების ჩაშვებას, ქმნის ქიმიურ ურთიერთრეაქციას კანთან და ლორწოვანთან. პრესტო გელში შემავალ მცენარეთა ურთიერთმოქმედება რომლებიც შექმნილია ამ უნიკალური სპეციალური ტექნოლოგიით, სწრაფად უშვებს ჯაჭვურ რეაქციას რომელიც აღიქმება მომხმარებლის მიერ როგორც ძლიერი მოყინვის (ზოგი აღიქვამს როგორც წვას) ეფექტი. ეს შეგრძნება გრძელდება რამოდენიმე წუთი, შემდგომ გადადის სასიამოვნო თბილ შეგრძნებაში. ეს შეგრძნება პირდაპირი შედეგია გელის ანტიბაქტერიული, სადეზინფექციო, მოქმედების. ეს კომბინირებული მოყინვის/სითბოს შეგრძნება ახდენს სწრაფ დამამშვიდებელ ეფექტს ბუასილის დროს.
პრესტო გელის გამოყენებისთანავე ეს (მოყინვის/სითბოს) შეგრძნება საგრძნობლად ამცირებს ბუასილის სიმპტომებს, როგორიცაა ტკივილი, ქავილი, წვა და სხვა სახის დისკომფორტი. ამასთან ერთად სამკურნალო და შეხორცების პროცესები მიმდინარეობს მაქსიმალურად სწრაფად.
პრესტო გელის შემადგენლობა: ორმაგად დისტილირებული, ულტრაიისფერი სხივებით დამუშავებული წყალი, ტრიეტანოლამინი,კარბომერი, ალოე ბარბადენსის ფოთლების ექსტრაქტი, გერანიუმ ტუნბერგის ექსტრაქტი, პოგესტემონ კაბლინის ფოთლების
ექსტრაქტი
პრესტო გელის შეფუთვა შედგება:
1.ჰერმეტული ალუმინის ტუბი, პლასტიკური თავსახურით. მასა 25 გრ
2. აპლიკატორი (პლასტიკური წვერი) ინტრარექტალური გამოყენებისთვის
3. გამოყენების ინსტრუქცია
პრესტო გელის სანთლების შეფუთვა შედგება:
1. ინდივიდუალურად შეფუთული სანთლები N12
2. გამოყენების ინსტრუქცია
როგორ გამოვიყენოთ პრესტო გელი?
1. მოხსენით თავსახური ტუბს
2. გახვრიტეთ ტუბი და მჭიდროდ მიახრახნეთ აპლიკატორი (პლასტიკური წვერი) ინტრარექტალური გამოყენებისთვის
3. შეიყვანეთ მიახლოებით 0.5-1 სმ გელი ანალურ ხვრელში. გამოყენების შემდეგ მოხსენით პლასტიკური წვერი და კარგად დახურეთ ტუბი თავსახურით
4. აპლიკატორი გარეცხეთ ყოველი გამოყენების შემდეგ თბილი წყლით პრესტო გელის შეფუთვა (25 გრ) საკმარისია მიახლოებით 100 ჯერ გამოსაყენებლად
როგორ გამოვიყენოთ პრესტო გელის სანთლები?
1. გახსენით ერთი სანთელი, დაწექით გვერდულად და მოითავსეთ სწორ ნაწლავში
2. თუ სანთელი ძალიან რბილია გახსნამდე მოათავსეთ მაცივარში რამოდენიმე წუთით
3. გამოყენების წინ შეგიძლიათ დაასველოთ სანთელი, რათა უფრო გაგიადვილდეთ მისი შეყვანა
პრესტო გელის გამოყენების წესი: მწვავე პერიოდში შეგიძლიათ გამოიყენოთ იმდენჯერ რამდენჯერაც დაგჭირდებათ. სამკურნალოდ გამოიყენეთ პრესტო გელის 1 სანთელი ან საკმარისი რაოდენობის გელი (0.5-1სმ) 2-3 ჯერ დღეში, დაბანილ და გამშრალებულ მიდამოზე
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ ადგილას, ტემპერატურა არა უმეტეს +25 C, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაიცავით პირდაპირი მზის სხივებისგან.
გაფრთხილების ზომები:
1. შესაძლებებილა ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა სხვა წამლებთან ერთად გამოყენებისას.
გვერდითი მოვლენები: გელის შემადგენლობაში მხოლოდ ნატურალური კომპონენტებია, მისი გამოყენებისას არ გამოვლენილა გვერდითი მოვლენები.
პრესტო გელი გამოიყენება ყველა ასაკში, ორსულებში და მშობიარობის შემდგომ პერიოდში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ.
12 წლამდე ასაკში გამოიყენება ექიმის დანიშნულებით და მისი ზედამხედველობის ქვეშ.
მწარმოებელი: დან ფარმი, ისრაელი
რაოდენობა | 12 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account