ბეიბიქალმი ფლ. 50მლ
ჩვენება:ახალშობილთა კოლიკა, საჭმლის მონელების გაძნელება, ყაბზობის ელემენტებით, ხშირი ამოქაფება.
ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები
შემადგენლობა:
კამის ზეთი, ბაღის პიტნის ზეთი, ანისულის ზეთი, გლიცერინი.
არ შეიცავს შაქარს და დამატკბობლებს; არ შეიცავს ალკოჰოლს; არ შეიცავს კონსერვანტებს და საღებავებს.
მოქმედება:
კამის ზეთი – მიიღება მცენარის მარცვლებისგან და აქვს სასიამოვნო არომატი. ანეიტრალებს აირებს და არეგულირებს მონელების პროცესებს კუჭნაწლავში. ეფექტურია საჭმლის მონელების თითქმის ყველა პრობლემის სამკურნალოდ - აირების დაგროვების, მუცლის შებერილობის, ნაწლავური სპაზმების და შეკრულობის ჩათვლით.
ანისულის ზეთი - მიიღება მცენარის ხმელი ნაყოფისგან. ასტიმულირებს საჭმლის მონელების პროცესებს, ხსნის სპაზმებს ნაწლავებში, აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. განსაკუთრებით ეფექტურია სხვადასხვა სახის სტრესით გამოწვეული ნაწლავური პრობლემების სამკურნალოდ.
ბაღის პიტნის ზეთი - მიიღება მთლიანი მცენარისგან. ახდენს ძლიერ ზემოქმედებას მთელ მომნელებელ ტრაქტზე. არის ძლიერი სპაზმოლიზური საშუალება. ხსნის კოლიკებს, აქვს ამოქაფების და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
ჩვენებები:
სპაზმური ტკივილები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში (ახალშობილთა კოლიკები); საჭმლის მონელების გაძნელება, ყაბზობის ელემენტებით; ხშირი ამოქაფება და/ან ღებინება; ძილის დარღვევა ახალშობილებში
მიღების წესები და დოზები
ბოთლი უნდა შეივსოს ანადუღარი და გაგრილებული წყლით ეტიკეტის ზედა საზღვრამდე, ისე, რომ საბოლოოდ მივიღოთ 50 მლ სხნარი. ყოველი გამოყენების წინ ბოთლი კარგად უნდა შევანჯღრიოთ. გამზადებული ხსნარი თავისივე პიპეტით ჩავაწვეთოთ ბავშვს პირის ღრუში - 10 წვეთი ყოველი ჭამის წინ ან ჭამათა შორის შუალედებში - ნელნელა, წვეთ-წვეთობით (არ გამოიყენოთ კოვზი). დღეღამის განმავლობაში გამოყენების ჯერადობა შეზღუდული არ არის.
შენიშვნა: გამოიყენება გახსნიდან 8 კვირის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები
არ გამოვლენილა.
უკუჩვენება
გამოვლენილი და დადასტურებული ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის მიმართ ცუდი ამტანობისას ან გაუთვალისწინებელი სიმპტომებისას მიმართეთ ექიმს.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირებისას ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისას მავნე ეფექტების განვითარების საშიშროება არ არსებობს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება 25°C ტემპერატურამდე. ბნელ, სინათლისგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი მითითებულია შეფუთვასა და ფლაკონზე. ამ თარიღის გასვლის შემდეგ პრეპარატს ნუ გამოიყენებთ.
გამოშვების ფორმა: ზეთოვანი ხსნარი შუშის ფლაკონში 15 მლ - 50 მლ სხნარის მოსამზადებლად
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი კომპანია: Hisunit
მწარმოებელი ქვეყანა: ისრაელი
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account