Enjoy - ინჯოი კრემ-დეოდორანტი სპორტი 30მლ

Rating:
100% of 100
განსაკუთრებული ფასი 5,62 GEL რეგულარული ფასი 5,92 GEL
მარაგშია
SKU
56085_604
სპობს ოფლის სუნს იღლიიდან, ფეხიდან, საზარდულიდან. არეგულირებს ოფლდენას. არ იწვევს ოფლის სადინარების დახშობას, რის შედეგადაც არ ხდება ლიმფური კვანძების(ოფლის ჯირკვლების) გადაგვარება. გამოიყენება კოღოს ნაკბენების მოვლისას.

კრემი დოდორანტი ინჯოი სპორტი

ინფორმაცია მომხმარებლისთვის კრემის შესახებ

სპობს ოფლის სუნს იღლიიდან, ფეხიდან, საზარდულიდან.
არეგულირებს ოფლდენას.
არ იწვევს ოფლის სადინარების დახშობას, რის შედეგადაც არ ხდება ლიმფური კვანძების(ოფლის ჯირკვლების) გადაგვარება.
გამოიყენება კოღოს ნაკბენების მოვლისას.
კრემის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია კანის მოვლისთვის ქვემოთ ჩამოთვლილ სხვა შემთხვევებშიც:

ფეხის სოკოს პროფილაქტიკისთვის.
ეპილაციის შემდეგ კანის მოვლისთვის. იცავს კანს გაღიზიანებისა და გამონაყარისაგან.
გაპარსვის შემდეგ ისეთ ადგილებში, სადაც ფიქსირდება კანის გაღიზიანება და გამონაყარი.
ოფლისგან გაღიზიანებული ადგილების მოვლისას. (ნაკეცებში და გამოყელილ ადგილებში)
როდესაც გაღიზიანებულია ყაბზობის ან დიარეის შედეგად ანალური არხის გამოსასვლელი. საპნით დაბანის და გამშრალების შემდეგ, თხლად შეიზილება გაღიზიანებულ ადგილებზე. (დასაშვებია თითით ანალურ არხში მცირე რაოდენობით კრემის მოთავსება. რომ არ მოხდეს ფრჩხილით ანალური არხის შიგთავსის გაფხაჭვნა, დაზიანება, კარგი იქნება თუ გამოვიყენებთ ერთჯერად რეზინის ხელთათმანს)
ბავშვებში, საფენებისგან და კუჭის ხშირი მოქმედებისგან გაღიზიანებულ ადგილებზე. საპნით დაბანის და გამშრალების შემდეგ, თხლად შეიზილება პრობლემურ ადგილებზე, კრემის სრულ გაქრობამდე.
დახეთხილი ქუსლების მოვლისას. (მომხმარებელმა უნდა ატაროს ნატურალური წინდა და დახურული ფეხსაცმელი, რომ არ მოხდეს ქუსლის გამოშრობა)
სხეულის ის ადგილები სადაც კრემია შეზელილი დაცულია მზისაგან 100%-ით. (არ ხდება გარუჯვა და კანის დაწვა)
ეფექტურია ახალგაზრდებში ზოგიერთი სახეობის სახის გამონაყარზე.
საზარდულის ადგილებში ოფლისგან გაღიზიანებულ კანზე და გამონაყარზე.
გამოყენების წესი: ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში, კრემი მოიხმარება სუფთა და მშრალ კანზე მცირე რაოდენობით, რის შემდეგაც ხდება მისი ნაზად შეზელვა კრემის სრულ გაქრობამდე. შეზელილი ადგილები უნდა გამოიყურებოდეს მშრალად.

რატომ კრემი ინჯოი და არა სხვა საშუალებები?

კრემი დამზდებულია საქართველოში, ნატურალური და ბუნებრივი ნედლეულისგან. იგი სპობს ოფლის სუნს იღლიიდან, ფეხიდან, საზარდულიდან ისე, რომ არ წყვეტს ოფლდენის ბუნებრივ პროცესს, ასევე არეგულირებს ოფლდენას.

 არ შეიცავს:  ალუმინის ქლორჰიდრატს, ალუმინის აცეტატს, ტყვიის აცეტატს, სპირტს, პარაბენებს. კრემის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით შედის ისეთი ნივთიერებები, რომლებსაც  ყოველდღიურად ვიყენებთ კვების რაციონში. მაგალითად, მცენარეული ზეთები და სახამებლები. კრემის ნატურალური და ბუნებრივი შემადგენლობა მომხმარებელს საშუალებას აძლევს თავი იგრძნოს კომფორტულად ისე, რომ ამით არ ავნოს საკუთარ ჯანმრთელობას. რას გვპირდება ანტიპერსპირანტებისა და დეოდორანტების უმრავლესობა? სიმშრალეს 24 საათის განმავლობაში. რამდენად უსაფრთხოა ასეთი მიდგომა? ადამიანის ორგანიზმნისთვის ოფლდენა ბუნებრივი პროცესია და თუ შევეწინააღმდეგებით მას ისევე როგორც საკვების მიღებას, წყლის დალევას, ძილს... ეს ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს.

  ალუმინის ქლორჰიდრატი. ეს ნივთიერება ანტიპერსპირანტებსა და დეოდორანტებში გამოიყენება ოფლდენის დასაბლოკად. მართალია, დღეს არ არსებობს  პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ეს ნივთიერება იწვევს კიბოს განვითარებას, თუმცა მეცნიერებს ამის დიდი ეჭვი აქვთ.  

 ოფლდენის პერიოდში, ჩვენი ორგანიზმი ახერხებს გაგრილებას. ამ პროცესის დროს ჩვენი სხეული იშორებს გადამუშავებულ ნივთიერებებს, რასაც შემდეგ ისევ აახლებს საკვებისა და სითხის მიღებით. ჩვენ ყოველდღე ვღებულობთ საკვებს და სითხეს. მისი გადამუშავების შემდეგ, ორგანიზმი იტოვებს საჭირო ნივთიერებებს, არასაჭიროს კი გარეთ გამოდევნის. თუ ამ პროცესს ხელს შევუშლით, ცუდი შედეგი გარდაუვალია. ასევეა ოფლდნა. ეს ბუნებრივი პროცესია და მისმა შეჩერებამ  შეიძლება ბევრი არასასურველი შედეგი გამოიწვიოს.

 ტყვიის აცეტატი. ეს ნივთიერება გვხვდება ზოგიერთ ოფლისა და ოფლის სუნის საწინააღმდეგო საშუალებებში. ტყვიის ნაერთების გამოყენება კოსმეტიკაში  აკრძალულია ევროკავშირის ქვეყნებსა და კანადაში.

 სპირტი. მას არც თუ ისე იშვიათად ვხვდებით კოსმეტიკურ პროდუქციაში. მართალია, ეს ნივთიერება ბევრი კარგი თვისებით გამოირჩევა, მაგრამ ზოგიერთი ტიპის კანისთვის ის შეიძლება გამაღიზიანებელი და ალერგიის გამომწვევი იყოს.

 პარაბენები.  მათ კოსმეტიკაში იყენებენ  კონსერვანტების სახით. პარაბენების გამოყენების პოპულარულობა მას შემდეგ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, როდესაც მისი დიდი რაოდენობით შემცველობა აღმოაჩინეს მკერდის სიმსივნურ კვანძებში.  დღევანდელი კვლევების მიხედვით არ არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ დეზედორანტებში და ანტიპერსპირანტებში შემავალი პარაბენები იწვევდეს მკერდის კიბოს, თუმცა არც საპირისპირო მტკიცებულება არსებობს.

ასე, რომ  გამოიყენეთ კრემი ინჯოი და თავი იგრძენით კომფორტულად და მშვიდად!

 შეფუთვის ფორმა: წუბი 30 მლ, ქილა 30მლ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy