ვალტრექსი — პრეპარატი ჰერპესის ვირუსებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ

ვალტრექსი თურქეთსა და ესპანეთში წარმოებული ანტივირუსული პრეპარატია, რომელიც ტაბლეტების ფორმით არის წარმოდგენილი. ის აქტიური ნივთიერების სახით ვალაციკლოვირს შეიცავს, რომლის დოზირება ტაბლეტებში განსხვავებულია. აფთიაქებში ხელმისაწვდომია ვალტრექსი 500 მგ და ვალტრექსი 1000 მგ. პირველი მათგანის ერთ შეფუთვაში 10 ცალი ტაბლეტია, მეორეს შემთხვევაში კი - 21.

რისთვის გამოიყენება ვალტრექსი?

ვალტრექსში შემავალი აქტიური ნივთიერება ვალაციკლოვირი ჰერპესვირუსების დნმ-პოლიმერაზას სპეციფიკურ ინჰიბიტორს წარმოადგენს. ის ვირუსული დნმ-ის სინთეზისა და ვირუსების რეპლიკაციის ინჰიბირებით მოქმედებს.

ამ თვისებების გამო, ვალტრექსი აქტიურად გამოიყენება ჰერპეს ზოსტერის თერაპიის სახით. მათ შორის, პრეპარატს მიმართავენ Herpes simplex 1 და 2 ტიპის ვირუსებით გამოწვეული კანისა და ლორწოვანი გარსის ინფექციების წინააღმდეგ საბძოლველად. პრეპარატი გამოიყენება როგორც პირველადი, ასევე რეციდიული გენიტალური ჰერპესის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, ვალტრექსი გამოიყენება Herpes simplex 1 და 2 ტიპის ვირუსებით გამოწვეული კანისა და ლორწოვანი გარსების რეციდივის პროფილაქტიკისთვის, გენიტალური ჰერპესის ჩათვლით.

მედიაკამენტის მიღება რეკომენდებულია ციტომეგალოვირუსული ინფექციის პროფილაქტიკის მიზნით, ასევე ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდგომ პერიოდში მურნალობისთვის. ვალტრექსი ამცირებს ტრანსპლანტანტის მოცილების რეაქციას.

ამასთან, პრეპარატი პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციისა და სხვა ვირუსული ინფექციის, მათ შორის ჰერპეს ზოსტერის განვითარებას უშლის ხელს.

როგორია პრეპარატის მიღების წესი და დოზირება

ვალტრექსის წამლის ჰერპეს ზოსტერის თერაპიის მიზნით გამოყენებისას, რეკომენდებული დოზა შეადგენს 1000 მგ-ს 3-ჯერ დღეში. მკურნალობა 7 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.

Herpes simplex 1 და 2 ტიპის ვირუსებით გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ საბძროლველად ვალტრექსი 500 მგ დოზირებით დღეში 2-ჯერ უნდა მიიღოთ. რეციდივული დაავადებების დროს მკურნალობის პროდრომულ პერიოდში ან დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე დაიწყეთ. რაც შეეხება მკურნალობის ხანგრძლივობას, ის, ჩვეულებრივ, 3-5 დღეს გრძელდება.

პირველი ეპიზოდის არსებობისას, რომელიც, ძირითადად, უფრო მძიმე ფორმით მიმდინარეობს, მკურნალობა რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოს. ამ შემთხვევაში მკურნალობის კურსი 10 დღემდე გრძელდება.

Herpes simplex ვირუსებით გამოწვეული დაავადებების რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით გამოყენებისას, ვალტრექსი, ნორმალური იმუნური სტატუსის მქონე მოზრდილ პაციენტებში, დღეში ერთხელ 500 მგ დოზით ინიშნება. შედარებით ხშირი რეციდივების შემთხვევაში, შესაძლოა უფრო ეფექტიანი აღმოჩნდეს დღეში 2-ჯერ 250 მგ-ის მიღება.

მოზრდილ პაციენტებში, რომელბსაც იმუნოდეფიციტური მდგომარება აღენიშნებათ, რეკომენდებულია 500 მგ დღეში 2-ჯერ მისაღებად.

ციტომეგალოვირუსული ინფექციის პროფილაქტიკის მიზნით, მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებაში 2 გ ვალტრექსის დღეში 4-ჯერ მიღებაა რეკომენდებული. მედიკამენტით მკურნალობა, ტრანსპლანტაციის შემდგომ პერიოდში, რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოს. მდგომარეობის შეფასების საფუძველზე შესაძლებელია დოზის კორექცია. მკურნალობის კურსი, ჩვეულებრივ, 90 დღეს შეადგენს. მკურნალობის გახანგრძლივება რეკომენდებულია იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელბიც ინფექციის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან.

ვალტრექსის შეწოვა და მეტაბოლიზმი 

წამლის მიღების შემდეგ, ვალტრექსში შემავალი ვალაციკლოვირი გასტროინტესტინური ტრაქტიდან კარგად შეიწოვება. ის სწრაფად და სრულად გარდაიქმნება საბოლოო კომპონენტებად, მათ შორის აციკლოვირად და L-ვალინად. პროცესი ფერმენტ ვალაციკლოვირჰიდროლაზას მეშვეობით მიმდინარეობს.

1 გ ვალაციკლოვირის პერორალურად მიღების შემდეგ, აციკლოვირის ბიოშეღწევადობა 54%-ს შეადგენს. ბიოშეღწევადობა დამოკიდებული არ არის საკვებზე.

აციკლოვირის პიკური კონცენტრაცია, 0,5-1 გ ვალაციკლოვირის ერთჯერადი მიღებიდან საათ-ნახევარში, საშუალოდ, 15-25 მკმოლი/მლ-ს შეადგენს. სისხლის პლაზმაში თავად ვალაციკლოვირის პიკური კონცენტრაცია აციკლოვირის შემცველობის მაჩვენებლის მხოლოდ 4%-ია. ის პრეპარატის პერორალური მიღებიდან 45-60 წთ-ში მიიღწევა.

პრეპარატის მიღებიდან დაახლობით 3 სთ-ში ვალაციკლოვირი სისხლის პლაზმაში აღარ განისაზღვრება. ის პლაზმის ცილებს უმნიშვნელო რაოდენობით (15%) უკავშირდება.

ვალტრექსის აქტიური ნივთიერება ვალაციკლოვირი, აციკლოვირისა და მისი მეტაბოლიტის სახით, ძირითადად, შარდით გამოიყოფა.

რა გვერდით მოვლენებს უნდა ველოდოთ?

მედიაკმენტების დიდი ნაწილის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება ვალტრექსით მკურნალობის შემდეგაც აღინიშნოს.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ზოგჯერ გულისრევა, ღებინება, დიარეა და დისკომფორტის შეგრძნება იჩენს თავს. იშვიათად ღვიძლის ფუნქციური სინჯების მაჩვენებლების ტრანზიტორული მატება აღინიშნება.

ცენტრალური ნერვული სისტემის კუთხით იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს თავის ტკივილი, ერთეულ შემთხვევებში კი შექცევადი ხასიათის ნევროლოგიური მოშლილობა, მათ შორის თავბრუსხვევა, მეხსიერების დაბინდვა და ჰალუცინაციები. ეს გვერდითი მოვლენები, ძირითადად, თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებსა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მქონე პირებში იჩენს ხოლმე თავს.

ვალტრექსის მიღების შემდეგ იშვიათად ალერგიული რეაქციებიც ვლინდება, მათ შორის შეიძლება აღინიშნოს გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება ან ანაფილაქსია.

პრეპარატის სხვა გვერდით მოვლენებს შორისაა თრომბოციტოპენია, ქოშინი და თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რაც მხოლოდ იშვიათ შემთხვევებშია დაფიქსირებული.

აღსანიშნავია, რომ ვალაციკლოვირის მიღებასა და სიცოცხლისათვის საშიში გართულებების განვითარებას შორის კავშირი არ დადასტურდა.

ამასთან, ვალტრექსსა და სხვა პრეპარატებს შორის კლინიკური მნიშვნელობის მქონე ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის.