
ტერბისილი ფარმაკოლოგიური საშუალებაა, რომელსაც სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. სანამ მის მოხმარებას დაიწყებთ, რეკომენდებულია, რომ სოკოვანი ინფექციის არსებობა ლაბორატორიულად დადასტურდეს. ამის შემდეგ, ექიმი გირჩევთ, რა ფორმითა და დოზირებით გამოიყენოთ პრეპარატი.
ის სამი სახითაა წარმოდგენილი: ტაბლეტები, კრემი და სპრეი. ტერბისილი თურქული და უნგრული წარმოებით გვხვდება.
ტერბისილის ანოტაცია
ტერბისილი, ხშირად მოხსენიებული როგორც ტერბიზილი ანტიმიკოტიკური საშუალებაა, რომელიც ალილამინების ჯგუფში ერთიანდება. მასში სხვადასხვა ნივთიერება შედის, რომელთაგანაც უმთავრესი მოქმედება ტერბინაფინს გააჩნია. კერძოდ, ესაა ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი, რომელსაც სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ის ტერბისილის სამივე ფორმაში გვხვდება.
ტერბინაფინი სოკოს უჯრედულ მემბრანაში სტეროლის ბიოსინთეზზე სქვალენეპოქსიდაზის დათრგუნვის გზით მოქმედებს. შედეგად, ის უჯრედის შიგნით სქვალენის ტიპის ცხიმის დაგროვებას უწყობს ხელს და შემდგომ მის სიკვდილს განაპირობებს.
ტერბისილი გამოიყენება სოკოვანი ინფექციისას, რომელიც გამოხატულია:
- ფრჩხილებზე;
- კანზე;
- თავის თმიანი ნაწილზე.
როგორ და როდის მიიღება ტერბისილის ტაბლეტები
ტერბისილის ტაბლეტი 250 მილიგრამიანია და მასში აქტიური კომპონენტი ტერბინაფინის ჰიდროქლორიდია. დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის ჰიდროფილური კოლოიდური ორჟანგი, ულტრაამილოპექტინი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა და მაგნიუმის სტეარატი.
ტერბისილის აბები შემდეგნაირად მიიღება:
ჩვეულებრივ, მოზრდილებში პრეპარატი დღე-ღამეში ერთხელ ინიშნება, მაგრამ მკურნალობის კურსს ექიმი ადგენს. ეს მორგებულია პაციენტის საჭიროებებზე, დაავადების მიმდინარეობასა და სიმძიმეზე. ის დაუღეჭავად უნდა გადაყლაპოთ, მცირე ოდენობით წყალთან ერთად, ერთსა და იმავე დროს.
აბის გამოტოვების შემთხვევაში, ის უნდა მიიღოთ მაშინ, თუ შემდეგ დოზამდე 4 საათზე მეტი დროა დარჩენილი, თუ ნაკლებია — გამოტოვეთ. დოზის გადაჭარბებას თავისა და მუცლის ტკივილი, თავბრუსხვევა და გულისრევა ახასიათებს, რა დროსაც ექიმს უნდა მომართოთ.
ტერბისინის ტაბლეტების გვერდითი მოვლენებია:
- გულისრევა, დიარეა, მადის დაკარგვა, გემოს შეგრძნების გარდამავალი დაქვეითება;
- ტკივილი მუცლის ქვედა არეში;
- გამონაყარი;
- კუნთებისა და სახსრების ტკივილი (იშვიათად);
- სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ეპიდერმული ნეკროლიზი (ერთეულ შემთხვევებში).
უკუჩვენებებს შორისაა: პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა, ორსულობა/ლაქტაცია, ბავშვებში 4 კილოგრამზე ნაკლები წონა. ასევე, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, თუ ღვიძლის ან თირკმელების დაავადებები გაქვთ. მკურნალობა შეწყვიტეთ, თუ გიფიქსირდებათ: თვალის ან კანის გაყვითლება, ტემპერატურის მატება, უმადობა, ყელის ტკივილი, გულისრევა, შარდის გამუქება ან ღია ფერის განავალი.
ტერბისილის ტაბლეტი PSP-ში უნგრული წარმოებითაა ხელმისაწვდომი.
ტერბისილის კრემი და სპრეი - რა უნდა გავითვალისწინოთ
ტერბიზილის კრემი ადგილობრივი გამოყენების ანტიფუნგალური საშუალებაა, რომელიც ალუმინის ტუბშია მოთავსებული. აქტიურ კომპონენტ ერბინაფინის ჰიდროქლორიდის გარდა, მასში დამხმარე ნივთიერებები შედის: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, სორბიტანის მონოსტეარატი, ბენზილის სპირტი, ცეტილპალმიტატი, ცეტოსტეარილის სპირტი, ცეტილის სპირტი, პოლისორბატი 60, იზოპროპილმირისტატი და გაწმენდილი წყალი.
ტერბისილის მალამო 12 წელზე უფროს ადამიანებში გამოიყენება. ტუბში არსებული მასა დაზიანებულ უბანზე, სუფთა და მშრალ კანზე, თხელ ფენად უნდა დაიტანოთ, დღეში ერთი-ორჯერ. საჭიროა მისი მსუბუქად შეზელა, შესაძლებელია მარლის საფენიც დადებაც, უმეტესად ღამით.
მკურნალობის ხანგრძლივობა პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, გლუვი კანის ტრიქოფიტიის, პახის ეპიდერმოფიტიისა და ტერფების მიკოზის შემთხვევაში კრემის გამოყენება, ჩვეულებრივ, 1 კვირა გრძელდება, ხოლო ნაირფეროვანი ლიქენისას — 2 კვირა.
კრემის წასმის მიდამოში შესაძლოა, გვერდითი მოვლენის სახით გამოვლინდეს:
- გაღიზიანება;
- ქავილი;
- წვა;
- ტკივილი;
- ჰიპერმგრძნობელობა.
პრეპარატი უკუნაჩვენებია მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის, ტერფის ჰიპერკერატოტოქსიკური დერმატოფიტიისა და ალერგიული რეაქციების მიმართ. ორსულებსა და მეძუძურ დედებში ტერბისილის კრემის გამოყენება რეკომენდებული არაა.
ტერბისილის სპრეი ასევე მხოლოდ გარეგანი გამოყენებისაა და, კრემისგან განსხვავებით, თხევადი ხსნარის სახითაა წარმოდგენილი. ხშირად ის ისეთ პაციენტებში ინიშნება, რომელთა ინფექციაც მკურნალობის მიმართ რეზისტენტულია.
ტერბისილის სპრეის ანოტაცია ასეთია: ის გამოიყენება, როგორც დამოუკიდებელი ანტიფუნგალური საშუალება ან კრემის დანამატი როგორც კანის, ისე თავის თმიანი ნაწილისა და ფრჩხილების სოკოვანი ინფექციის დროს.
სპრეი დაზიანებული უბნის მიმდებარედ უნდა შეისხუროთ. 12 წელზე მეტი ასაკის ადამიანებში, როგორც წესი, 4 კვირის განმავლობაში დღეში ერთი დოზაა საკმარისი. საუკეთესო შედეგისთვის სასურველია, რომ ის ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს დაიტანოთ.
თუ დოზა გამოგრჩათ და მომდევნო შესხურება უახლოეს პერიოდში გიწევთ, ზედიზედ ორჯერ ნუ შეისხურებთ. გამოტოვებული დოზის შემდეგ ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდით. იმ შემთხვევაში, თუ გამოტოვებულ და მომდევნო დოზას შორის დიდი დროა, შეგიძლიათ, სპრეი დაგვიანებით გამოიყენოთ.
ტერბისილის სპრეის გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები კრემის მსგავსია. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account